საქართველოს ნაკრებთან მატჩში მოლდოვას ლიდერი და კაპიტანი დააკლდება

AutoSharing Option
მოლდოვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ ეროვნული გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. მოგეხსენებათ, ამ გუნდმა 11 ივნისს, კიშინიოვში, "ზიმბრუს" სტადიონზე, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს უნდა უმასპინძლოს.

მოლდოველები დიდი დანაკლისით გველოდებიან. ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი და უდავო ლიდერი, რუსული "როსტოვის" ნახევარმცველი ალექსანდრ გაცკანი, ვინც საქართველო-მოლდოვის თბილისურ მატჩში (1:1) თავი ულამაზესი გოლით დაგვამახსოვრა.

- საქართველო-მოლდოვა 1:1 - ფეხბურთი მხოლოდ ნახევარი საათით [VIDEO+PHOTO]

ამჟამად გაცკანი დისკვალიფიცირებულია ყვითელი ბარათების ჭარბი რაოდენობის (3) გამო. მის გარეშე კი, დობროვოლსკის რჩეულთა სიამ ასეთი სახე მიიღო:

მოლდოვის ნაკრები

მეკარეები: სტანისლავ ნამაშკო (ლევადიაკოსი, საბერძნეთი), ნიკოლაე კალანჩა (კრაიოვა, რუმინეთი), ალექსეი კოშელევი (შერიფი), სერგეი პაშენკო (ზარია ბელცი);
მცველები: ალექსანდრ ეპურიანუ (ისთანბულსფორი, თურქეთი), კატალინ კარპი (უფა, რუსეთი), პეტრუ რაკუ, ვადიმ ბოლოხანი (ორივე - მილსამი), ვიაჩესლავ პოსმაკი (დაჩია), იონ ჟარდანი, მაქსიმ პოტირნიკე (ორივე - შერიფი);
ნახევარმცველები: არტურ იონიცა (კალიარი, იტალია), ევგენი ჩებოტარუ (სიბირი, რუსეთი), გეორგი ანდრონიკი, ალექსანდრ ანტონიუკი, ანდრეი კოჟოკარი, ალექსანდრ დედოვი (ყველა - მილსამი), მაქსიმ მიხალიოვი, იგორ ციგარლაში (ორივე - ზარია ბელცი), გეორგე ანტონი (ზიმბრუ), ალექსანდრ ბეჟანი (დაჩია);
თავდამსხმელები: ევგენი სიდორენკო (მილსამი), იგორ ბუგაევი (ზარია ბელცი), რადუ გინსარი (შერიფი), ნიკოლაე მილინცანუ (ზიმბრუ), სერგეი პლეტიკე (სპერანცა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ვეტანხმები მერაბს ! ბოლო-ბოლო უნდა დაიწყოს რა .... მხოლოდ ერთს დავამატებდი ჩვენ გვაკლია ერტი კაი გოლის გამტანი დაახლოებით ისეტი როგორიც ლევანდოვსკია ბაიერნის ანდა დორტმუნდის აუბემიანგი ,შენგელია გვინდა ახალი ან არველაძე და გვეშველება მერე......მომენტებს ვქმნიტ მარა ვანიავებტ ისევ .......
Emzar Duisburg
21 მაისი 2017 14:07
0
ის დროა, მოლდოვა და მისნაირები უკან ჩამოვიტოვოთ. იმეცი მაქვს ეს მოხდება და შემოდგომაზე კიდევ ვიღაცას გავამწარებთ. ამ ეტაპისთვის ამაზეც კმაყოფილი ვიქნებით. ბოლო-ბოლო უნდა ვეღირსოთ ფეხბურთის აღორძინების დაწყებას.
merabi
19 მაისი 2017 18:50
0
ჩვენ მთელი გუნდი გვაკლია
ოპტიმისტი
19 მაისი 2017 18:48
0
ილიას ვეთანხმები... 50/50-ზეა მოლდოვას სასარგებლოდ....
მსქროლავი ტროლი
19 მაისი 2017 17:41
0
ისევ ფრე 0-0
გოჩა
19 მაისი 2017 17:30
0
შანსები 50-50ზეა .
ილია
19 მაისი 2017 17:07
0
ძნელი თამაში იქნება ალბათ წავაგებთ.
gia
19 მაისი 2017 15:21
0
არიქა გვეშველა???? ნეტა სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს უბედურება??? ქეცბაიას ხელში პლიუსში მაინც იყო ფეხბურთი...
afxazi
19 მაისი 2017 13:49
0
ულამაზესი ბურთი კი არა, ტიპმა უბრალოდ მოიშორა ბურთი შეტევის ჩაშლის მიზნით. თვითონაც არ ჯეროდა გოლი რომ გავიდა.
haha
19 მაისი 2017 13:43
0
კანონით უნდა თამაში მოვიგოთ!
გოგი ქუთაისელი
19 მაისი 2017 13:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული