მოლდოველები დიდი დანაკლისით გველოდებიან. ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი და უდავო ლიდერი, რუსული "როსტოვის" ნახევარმცველი ალექსანდრ გაცკანი, ვინც საქართველო-მოლდოვის თბილისურ მატჩში (1:1) თავი ულამაზესი გოლით დაგვამახსოვრა.
- საქართველო-მოლდოვა 1:1 - ფეხბურთი მხოლოდ ნახევარი საათით [VIDEO+PHOTO]
ამჟამად გაცკანი დისკვალიფიცირებულია ყვითელი ბარათების ჭარბი რაოდენობის (3) გამო. მის გარეშე კი, დობროვოლსკის რჩეულთა სიამ ასეთი სახე მიიღო:
მეკარეები: სტანისლავ ნამაშკო (ლევადიაკოსი, საბერძნეთი), ნიკოლაე კალანჩა (კრაიოვა, რუმინეთი), ალექსეი კოშელევი (შერიფი), სერგეი პაშენკო (ზარია ბელცი);
მცველები: ალექსანდრ ეპურიანუ (ისთანბულსფორი, თურქეთი), კატალინ კარპი (უფა, რუსეთი), პეტრუ რაკუ, ვადიმ ბოლოხანი (ორივე - მილსამი), ვიაჩესლავ პოსმაკი (დაჩია), იონ ჟარდანი, მაქსიმ პოტირნიკე (ორივე - შერიფი);
ნახევარმცველები: არტურ იონიცა (კალიარი, იტალია), ევგენი ჩებოტარუ (სიბირი, რუსეთი), გეორგი ანდრონიკი, ალექსანდრ ანტონიუკი, ანდრეი კოჟოკარი, ალექსანდრ დედოვი (ყველა - მილსამი), მაქსიმ მიხალიოვი, იგორ ციგარლაში (ორივე - ზარია ბელცი), გეორგე ანტონი (ზიმბრუ), ალექსანდრ ბეჟანი (დაჩია);
თავდამსხმელები: ევგენი სიდორენკო (მილსამი), იგორ ბუგაევი (ზარია ბელცი), რადუ გინსარი (შერიფი), ნიკოლაე მილინცანუ (ზიმბრუ), სერგეი პლეტიკე (სპერანცა).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"