მ/ჩ. შესარჩევი: საქართველომ მოლდოვას 0:2 "ამოუქაჩა" და ქულა მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
11 ივნისს, კიშინიოვში, საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებებს შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, რომელიც ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მასპინძლებმა გატანა მე-12 წუთზევე შეძლეს, თუმცა არბიტრმა გოლი არ ჩათვალა, რადგან თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

ამის მიუხედავად, მოლდოველებმა წინ გასვლა მაინც შეძლეს. სულ რაღაც სამ წუთში მეტოქემ საჯარიმო დარტყმიდან ჩაწოდებული ბურთი გოლად აქცია. გატანილი გოლის ავტორი რადუ ჯინსარი გახდა.

36 წუთზე ალექსანდრ დედოვმა უპირატესობა ორამდე გაზარდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ პასის გაკეთების მომენტში ბურთმა მოედნის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ მსაჯებმა ეპიზოდი ვერ
შეამჩნიეს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო თამაში. შეცვლაზე შემოსულმა გიორგი მერებაშვილმა კი 65-ე წუთზე ნიკა კაჭარავას პასის შემდეგ, გოლის გატანა მოახერხა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

70-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა! გოლის გატანა კვლავ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა შეძლო – ამჯერად თავი ვაკო ყაზაიშვილმა გამოიჩინა.

79-ე წუთზე ჩვენს კართან მცირე არეულობა შეიქმნა, მეკარის ფუნქცია ნიკა კვეკვესკირმა ითავა და მოლდოველი ფეხბურთელის დარტყმული თავით მოიგერია.

84-ე წუთზე ქართველების შეტევას გიორგი არაბიძის სახიფათო დარტყმა მოჰყვა, მაგრამ მეტოქის კარი ხარიხამ იხსნა.

- საქართველოს ნაკრების გოლები მოლდოვას კარში [VIDEO]

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს 3 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში კვლავ ბოლოს წინა ადგილზეა, ბოლო კი მოლდოვაა 2 ქულით.
მკითხველის კომენტარები / 54 /
რატომ მბლოკავთ.ეხლაც ხომ "დილაზე" არ ვწერ რაიმე დადებითს.ესეც თქვენი "სიტყვის თავისუფლება".
gori 2
12 ივნისი 2017 00:25
0
ორი ბურთის გატანას გასვლაზე,ოფიციალურში ეხუმრებით???? ვაი ჩვენი ბრალი......
gori 2
12 ივნისი 2017 00:20
0
უმდაბლესი დონის ორი გუნდი,სრულიად უაზრო თამაში,გაურკვეველი ტაქტიკა,არასწორად შერჩეული შემადგენლობა,უჩა და დვალიშვილი ძირითადში,მოკლედ სრული კატასტროფა!!!
Alex.F.
12 ივნისი 2017 00:05
0
კითხვა მაქ ვაიის რა ენაღვლება იმ მილიონებს უკან ვინ მოატანინებს ისე შედეგში უნდა ვიხადოთ მილიონები და არა სენტ კიტცისთან მოგებით გახარებულში ა) ეგ მილიონები ქართველს მივცეთ ერთით მეტი მილიონერი გვეყოლება და ფული საქართველოში დარჩება ბ) როდემდე უნდა ვყაროთ მილიონები ტყუილა ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაში როგორიც საქართველოა ანდორამ გოლ გაუშვებლად მოიგო თუ უკანონო დაკავებაზე რეპერების ანდნს შეტკივა გული ქართული ფებურთის ბოსებსაც მივუძღვნა ერთი 40-50 ათასიანი მიტინგი საქართველოში ხოა სიტყვის თავისუფლება ერთმანეთს რო ვუყურებთ ის არ შვება და მარტო რა ვქნა იმიტო ვართ იქ სადაც ვართ და ვიქნებით კიდე ასი საუკუნე არ გჯერათ? აგერ მე და აგერ თქვენ
ნოდო
11 ივნისი 2017 23:57
0
კაცს რო იმას დააბრალებ რაცარუკეთებია დღევანდელ დღემდე სხვაზე რაზე უბდა იკამათო ვაისი დაცვით ფეხბურთს თამაშობდა სულო.დდ არადა ამ თამაშის პირველი ტაიმის გარდა არასდროს უთამაშია შვიდი ნომინალური მცველით ეს მემგონი ქეცბაიას დროში ერევა ზოგიერთს.ხო კიდე აქ მთელი ძირითადი შენადგენლობით რო ვეთამაშეთ მაშვინ რატო ვერ მოვიგეთ ნეტა რაიყო მიზეზი. ვაისი თუ მაისი თუ ჩვენი ფეხბურთელების დაისი.
quTaiseli
11 ივნისი 2017 23:47
0
დღევანდელმა თამაშმა აჩვენა რომ ამ კაცმა არ იცის სასტავის დაყენება ვერ იყენებს წესიერად იმათ, ვინც ყავს.ეხლა დაიწყებს თავის მართლებას.სხვა სასტავით ვარსკლა ებს არ მოწყვიტავდნენ,მაგრამ 2:0არა მგონია ამოსაქაჩი ქონებოდეთ
კახა ქირია
11 ივნისი 2017 23:45
0
დიახ არის პროგრესი, მე პირადად თბილისში მოლდოვასთან მატჩზე უფრო დღევანდელი მეორე ტაიმი მომეწონა. ნელ-ნელა მივიწევთ წინ, პირველი ტაიმის სათამაშო სქემა იყო ცოტა უცნაური და ამან არია გუნდი, მწვრთნელების ცვლაში არაა გამოსავალი, მთავარია მწვრთნელმა და გუნდმა გაუგონ ერთმანეთს.
ლაშა
11 ივნისი 2017 23:45
0
ერთი მართალია ცხადაძე რომ ყოფილიყო უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა და ეხლა უთამაშებლობით ნუ იმართლებთ თავს საერთოდ ნახეთ მოლდოვის ფეხბურთელები ეპურიანუს გარდა სად თამაშობენ))
svan
11 ივნისი 2017 23:32
0
24-საათიანი მუშაობაა საჭირო, ჩვენს ფეხბურთში რამე დადებითი რომ გაკეთდეს...24-საათიანო მუშაობაა საჭირო პარლამენტში, ქვეყანაში რამე რომ გაკეთდეს...აქვს კი ზოგიერთებს 48-საათი დღეღამეში?
თენგო
11 ივნისი 2017 23:24
0
არ დავწერ არაფერს, სულ ერთი და იგივეს წერა მომბეზრდა. ვაი ჩვენს პატრონს.
ნათია
11 ივნისი 2017 23:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული