მასპინძლებმა გატანა მე-12 წუთზევე შეძლეს, თუმცა არბიტრმა გოლი არ ჩათვალა, რადგან თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
ამის მიუხედავად, მოლდოველებმა წინ გასვლა მაინც შეძლეს. სულ რაღაც სამ წუთში მეტოქემ საჯარიმო დარტყმიდან ჩაწოდებული ბურთი გოლად აქცია. გატანილი გოლის ავტორი რადუ ჯინსარი გახდა.
36 წუთზე ალექსანდრ დედოვმა უპირატესობა ორამდე გაზარდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ პასის გაკეთების მომენტში ბურთმა მოედნის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ მსაჯებმა ეპიზოდი ვერ
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო თამაში. შეცვლაზე შემოსულმა გიორგი მერებაშვილმა კი 65-ე წუთზე ნიკა კაჭარავას პასის შემდეგ, გოლის გატანა მოახერხა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
70-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა! გოლის გატანა კვლავ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა შეძლო – ამჯერად თავი ვაკო ყაზაიშვილმა გამოიჩინა.
79-ე წუთზე ჩვენს კართან მცირე არეულობა შეიქმნა, მეკარის ფუნქცია ნიკა კვეკვესკირმა ითავა და მოლდოველი ფეხბურთელის დარტყმული თავით მოიგერია.
84-ე წუთზე ქართველების შეტევას გიორგი არაბიძის სახიფათო დარტყმა მოჰყვა, მაგრამ მეტოქის კარი ხარიხამ იხსნა.
- საქართველოს ნაკრების გოლები მოლდოვას კარში [VIDEO]
ამ მატჩის შემდეგ საქართველოს 3 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში კვლავ ბოლოს წინა ადგილზეა, ბოლო კი მოლდოვაა 2 ქულით.
მაგრამ ,კიდევ კარგი,მაინც ვუყურე მეორეს.
არაბიძის , ხარიხას გარტყმული ბურთი, რომ გასულიყო, შედევრი იქნებოდა!
დვალიშვილი, ამდენი წელი რატომ ყავთ ,ტყუილად ,საერთოდ არ მესმის!
ტაბიძე და მერებაშვილი მომეწონა.