გიორგი მერებაშვილი: სიმართლე გითხრათ, ამაზე გული ძალიან დამწყდა...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა მოლდოვასთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

- მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]

შეგახსენებთ, რომ მერებაშვილმა მოლდოვასთან მატჩში ნაკრებში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

"ჯერ ვიტყვი, რომ ნაკრებში გამოძახებამ ძალიან გამახარა. ორი წელი არ მიძახებდნენ და არც ახლა ველოდი. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. მინდოდა, ორივე მატჩში მიმეღო მონაწილეობა და ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილიც შემეტანა.

არ მეგონა, თუ სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებთან ძირითადში დამაყენებდნენ. როცა გავიგე, რომ სასტარტო თერთმეტეულში ვიყავი, ძალიან დავიძაბე, რადგან
ნაკრების მაისურით მოედანზე დიდი ხანი არ ვიყავი გასული და თანაც, გულშემატკივრების, მეგობრების მხრიდან ჩემზე დიდი ზეწოლა იყო - არ მქონდა უფლება, მათი იმედები გამეცრუებინა.

იმ მატჩში ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ დაძაბულობას, რომელსაც ვგრძნობდი, ჩემს გარჯას მაინც დადებითად შევაფასებდი. მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ვიყავი: რამდენიმე კარგი გადაცემა გავაკეთე, თავადაც შემეძლო გოლის გატანა, ასე რომ, მთლად ცუდად არ მითამაშია.

მოლდოვასთან შეხვედრა კი უკვე პრინციპული იყო. მოსამზადებელ პერიოდში, ვარჯიშებზე ძირითად თერთმეტეულში ვიყავი და მჯეროდა, რომ მოლდოვასთან მატჩს პირველივე წუთიდან დავიწყებდი, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მწვრთნელმა ტაქტიკა შეცვალა და მეც სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდი.

არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ამაზე გული ძალიან დამწყდა - პირველი მატჩის შემდეგ იმედი მქონდა, რომ ძირითადში ვიქნებოდი. რა თქმა უნდა, ყოველთვის მწვრთნელი წყვეტს, ვინ ითამაშებს და ახლაც ასე იყო...

საბედნიეროდ, გამიმართლა და შესვლისას, ძალიან რთულ სიტუაციაში გავიჩერე ბურთი და წამის მეასედებში დარტყმაც მოვასწარი. ვფიქრობ, ამ გოლმა გამოგვაფხიზლა, ვირწმუნეთ, რომ მატჩის გადარჩენა შეგვეძლო, უფრო გავაქტიურდით, უპირატესობა ხელთ ვიგდეთ და მეორე გოლიც გავიტანეთ. შეგვეძლო მესამის გატანაც, მაგრამ არ გამოვიდა.

მთლიანობაში, ალბათ, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. ჩვენთვის ფრე დასანანია, რადგან ყველა მოგებას ვგეგმავდით, თუმცა პირველი ტაიმიდან გამომდინარე, ნამდვილად სასიხარულოა, რომ ნაკრებმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და სულაც არ წააგო თამაში.

ნაკრებში სადებიუტო გოლით ძალიან გახარებული ვარ. იმედია, მომავალში თუ ისევ მომეცემა ნაკრების მაისურის მორგების შანსი, კვლავ წარმატებით ვითამაშებ და გავიტან", - გვითხრა მერებაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
აქ ფეხბურთელები თავისთავზე წერენ სხვადასხვა ნიკით.გაიშიფრა უკვე ერთი
kkkk
14 ივნისი 2017 08:51
0
ზხადადზე არ უნდა გაესჰვატ
optimisti
14 ივნისი 2017 08:36
0
ნუ ხართ დაბოღმილები! მერებაშვილმა დაგიმტკიცათ თქვენც, ფედერაციასაც და ვაისსაც, რომ სანაკრებო დონეა. ნახევარი ტაიმი ითამაშა და გოლი გაიტანა. მჭედლიძეს 1 გოლი გასულ საუკუნეში აქ გატანილი, მეორე ამ საუკუნეში და მერებაშვილზე მეტი ითამაშა!
ნიკალა
14 ივნისი 2017 02:07
0
აკ მცჰედლიდზე ახსენეს ჯერ მაგით დავიცკებ ეგ რო გვყოლოდა რა? ან როცა გვყავდა რა??? მაგას გაუმართლა რო გაასცრო თავის დროზე აქაურობას თორე რის ფეხბურთელი ეგარის ...
და კიდევ რაც მაგიზიანებს ამ ჩვენს ნაკრებში რო ან ვიგაც აკლიათ ან და არიან მაგრამ უთამაშებელი ან დეპრესიაში!!!!
futbol umer v gruzii
13 ივნისი 2017 18:24
0
აუ,ეს სულ როგორ აბიჟნიკობს და დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე.მასე წინ ვერ წახვალ ბიძია...
პეტროსი
13 ივნისი 2017 17:47
0
ვინც აკლია ნაკრებს, ჯანოს, ლორიას და მჭედლიძის მეტი, ძირითადის ღირსი არცერთი არაა.დანარჩენები დიდი დიდი სკამზე დასვა.
fani
13 ივნისი 2017 16:42
0
რა იყო შეცდომა? მერებას არ გამოძახება? რამდენი შანსი მიეცა და ვერ გამოიყენა, ფეხები უკანკალებდა თამაშებისას, მერე წუსწუნებდა ჩემ პოზიციაზე არ ვთამაშობო და ა.შ. თანამედროვე ფეხბურთში შენი ჩემი პოზიცია არ არსებობს, სადაც გუნდს და მითუმეტეს ნაკრებს ჭირდები იქ უნდა ითამაშო. ისე დღეის მდგომარეობით მერება ფორმაშია და შეუძლია რაღაც სარგებელი მოუტანოს ნაკრებს.ძირითადის ფეხბურთელად მე მას ვერ ვხედავ, მაგრამ შეცვლებიდან შეიზლება რამე სარგებელი ნახოს ნაკრებმა მისი გამოსვლით.
basketa
13 ივნისი 2017 16:17
0
მერაბაშვილი? რათქმაუნდა როცა 7 ფეხბურტელი არარის სასტავის მაშინ კი. თავიდან ვაისი შეცდა მერე კი მიხვდა მაგრამ გვიანი იხო 2-0 ვაგებდით. ისე ხოჩახ 2 ტაიმი ამ პორმაცისს ნაკრებისტვის იხო 99% სჰესრულებული
achi
13 ივნისი 2017 15:18
0
ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ აქამდე არ ეძახდნენ ნაკრებში, თუმცა ქართულ ფეხბურთში აღარაფერი მიკვირს.ვისაც ეჭვი ეპარება არის თუ არა ღირსი ნაკრებში თამაშის, უსაფუძვლო ღვარძლის ნთხევას, ურჩევნიათ ცალი თვალით მაინც შეიხედონ იუთუბში და ნახონ. სტაბილურად თამაშობს, გოლებიც გააქვს (მათ შორის ისეთებიც, სადაც ნახევარ გუნდს ატყუებს) და საგოლეებზე აღარ ვამბობ არაფერს. პრესაც საუკეთესო აქვს და გუნდშიც აფასებენ. რომ არ იფიქრონ ზოგიერთმა ენამწარე კლავიატურის ლომებმა, ახლობელია და იმიტომ ამბობს ამას, ჩემი არავინ არ არის. უბრალოდ უსამართლო კრიტიკას ვფიქრობ უნდა გაეცეს პასუხი.
lexo
13 ივნისი 2017 14:54
0
ყოჩაღ მერებ.. ძალიან საჭირო ფეხბურთელი ხარ ჩვენი ნაკრებისთვის!
p
13 ივნისი 2017 14:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული