გურამ კაშია: მოლდოვასთან გოლები ვაისის არჩეული სისტემის გამო არ გაგვიშვია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ მოლდოვასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

კაშიამ ყურადღება საქართველოს ნაკრების მიერ გაშვებულ გოლებზე გაამახვილა.

- მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]

"ჩემი აზრით, საჭიროა დრო, რომ მოვერგოთ ამ სისტემას. წლის განმავლობაში ძალიან ცოტა თამაშს ვატარებთ ერთად...

პირველ ტაიმში სამ პოზიციაზე ვითამაშეთ. სისტემის გამო არ გასულა გოლი ჩვენს კარში, "სტანდარტიდან" გაგვიტანეს პირველი ბურთი. მეორე გოლზე კი ბურთი გადასული იყო ხაზს იქით...

არ ვფიქრობ, რომ მწვრთნელის მიერ არჩეული სისტემის გამო გავუშვით გოლები...

...მეორე გოლს
მინდა დავუბრუნდე. იმ მომენტში გუნდი თითქოს გაჩერდა, რადგან ყველამ დაინახა, რომ ბურთი გადასცდა ხაზს, თუმცა მსაჯის გადაწყვეტილებას უნდა დავლოდებოდით...

ფეხბურთში ასეა - ეპიზოდი ყოველთვის ბოლომდე უნდა დასრულდეს, მათ შორის, მაშინაც, როცა ბურთი გადასულია. იმ მომენტში ზუსტად ვერ დავინახე, გადავიდა თუ არა ბურთი. მერე ვიდეო და ფოტოები ვნახე - აშკარაა, რომ გადასულია.

ახლა ვერ დავიწყებ თავის მართლებას. თუ მე გავჩერდი და მცველები გაჩერდნენ, მაშინ ეს არის მიუღებელი", - თქვა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მგონი ფეხბურთში ვერ ერკვევით. მწვრთნელის დადანაშაულება ყველაზე გაუმართლებელია. ვაისიც და ქეცბაიაც მაგარი ტაქტიკოსები არიან და ბევრად მაღალი დონის ვიდრე ცხადაძე. სწორი ტაქტიკა იყო შესრულება ნული.
Zazas
14 ივნისი 2017 16:09
0
ეპიზოდებს თუ განვიხილავთ ცალკე,მართლაც უხეში შეცდომები იყო დაშვებული ორივე გოლის გაშვებისას,მაგრამ ის ეპიზოდები თამაშის საერთო სურათიდან ,ტაქტიკიდან,შემადგენლობიდან გამომდინარე იქმნებოდა!
ზაზა
14 ივნისი 2017 12:19
0
ეპიზოდებს თუ განვიხილავთ-მართლაც უხეში შეცდომები იყო დაშვებული ორივე გოლის გაშვებისას.პირველი გოლი-აშკარად არ იყო სწორად შერჩეული პოზიცია მეკარეს და მცველებს შორის.ზონა ძალიან დიდი დატოვეს ,სადაც მისცეს საშუალება ჩაეწოდებინა სახიფათოდ..../მეორე გოლი-გაატარა მთელმა ფლანგმა მოლდოველი და თუნდაც არ გაეშვა ბურთი პირით ხაზს იქით,ასე თავისუფლად არ უნდა გაატარო(კოულმენის გოლი გაგვახსენა)!...მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი,რასაც არ აღნიშნავს გურამ კაშია-ეს ეპიზოდები შეიქმნა ჩვენს კარებთან სწორედ რომ არასწორად შერჩეული ტაქტიკის გამო,არასწორად შერჩეული შემადგენლობის გამო!ქეცბაიას დროინდელი საქართველოს ნაკრები გამახსენდა ,როცა შემადგენლობა გამოაცხადეს.როცა ბურთს აძლევ მეტოქეს(რაც შემადგენლობიდან იყო გამომდინარე),მას მეტი საშუალება აქვს შეგიქმნას მომენტები!,,როცა ბურთს ფლობ,მეტოქე სულ მცირე გოლს ვერ გაგიტანს,,-იოჰან კროიფი! კროიფის ეს სიტყვები შევახსენე ვაისს ავსტრიასთან მატჩის შემდეგ,როცა .იგივე შეცდომა დაუშვა ვაისმა ავსტრიასთან(ამისულაშვილი დააყენა ძირითადში და კაშია -საყრდენად.კვეკვე სკამზე დატოვა)...მერე ტრამვების გამო იძულებული შეიქმნა გვილია და კაკაბაძე დაეყენებინა ძირითადში ირლანდია-უელსში და ვნახეთ ,,ფეხბურთი,,ჩვენი ნაკრების შესრულებით!...პ.ს. მატჩის შემდეგ პრესკოზე ახსნა-განმარტება შემადგენლობის შერჩევის საერთოდ გამაოგნებელი იყო-თურმე პირველ ტაიმს 0-0-ზე,ანგარიშის შენარჩუნებაზე ვთამაშობდით
ზაზა
14 ივნისი 2017 12:14
0
კარგი რა გურამ ნამუსს ნუ უწმინდავ ვაის პირველი ტაიმში ის კოშმარი მწვრთნელის კისერზეა.
kika
14 ივნისი 2017 09:19
0
გთხოვთ დაუსვით კითხვა რა სისტემა იყო ეგეთი. გვაინტერესებს))) რაგაც მჭვება სისტემა საერთოდ გვქონდეს
kkkk
14 ივნისი 2017 08:53
0
ზუსტად მაგიტომ გაუშვით - მისი ტაქტიკა იყო: მთელი გუნდით დაცვაში! ასეთმა უკან დახეულმა თამაშმა იცის ადრე თუ გვიან გოლი საკუთარ კარებში!
yustas
14 ივნისი 2017 01:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული