საქართველოს ნაკრების დიდი ვარდნა ფიფას რეიტინგში - ფინეთმაც გვაჯობა!

AutoSharing Option
ფიფამ აპრილის სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრებმა სერიოზული რეგრესი განიცადა.

მართალია, თემურ ქეცბაიას გუნდს გასულ თვეში საერთოდ არ უთამაშია, მაგრამ 21 საფეხურით ჩამოქვეითდა და დღეისთვის 95-ე პოზიციაზეა.

საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფში ყველა მეტოქეს ჩამორჩა - გადაგვასწრო ფინეთმაც, რომელმაც ხუთი ადგილით ზემოთ აინაცვლა და დღეისთვის 79-ეა.

რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის სხვა ბინადრებს, ესპანეთმა რეიტინგის ლიდერობა შეინარჩუნა, საფრანგეთი მე-16 პოზიციაზე დარჩა, ბელარუსმა კი 69-ედან 68-ე ადგილზე აინაცვლა.

სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში ყველაზე დიდი ვარდნა
განიცადა, 25-საფეხურიანი პროგრესი კი ჩრდილოეთ კორეას აქვს.

იმასაც გეტყვით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში გვისწრებენ რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, ესტონეთი, ბელარუსი, უზბეკეთი, ლატვია და ლიტვა.

რაც შეეხება რეიტინგის საუკეთესო ათეულს, იქაც საკმაო ცვლილებებია. ესპანეთმა, როგორც გითხარით, ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა, გერმანია და ურუგვაი თითო საფეხურით დაწინაურდნენ, პორტუგალია, ხორვატია და დანია - ორით, თითოადგილიანი უკუსვლა განიცადეს ბრაზილიამ, ინგლისმა და არგენტინამ, ჰოლანდიამ კი ორი ადგილი დათმო. ზეათეულიდან დანიამ იტალია გამოაძევა.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს ოცი საუკეთესო ნაკრების ჩამონათვალი ასეთია:

1. ესპანეთი
2. გერმანია
3. ურუგვაი
4. ჰოლანდია
5. პორტუგალია
6. ბრაზილია
7. ინგლისი
8. ხორვატია
9. დანია
10. არგენტინა
11. რუსეთი
12. იტალია
13. ჩილე
14. საბერძნეთი
15. კოტ დივუარი
16. საფრანგეთი
17. შვედეთი
18. ირლანდია, შვეიცარია
20. მექსიკა
...95 საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
სიტყვები არ მყოფნის, უბრალოდ - იდიოტურზე იდიოტური სისტემა ყოფილა ეს რეიტინგი. ყურადღებას არც მიაქცევდა კაცი, მაგ რეიტინგზე რომ არ იყოს დამოკიდებული საკვალიფიკაციო ჯგუფების შემადგენლობა... აუცილებლად უნდა დაისვას საკითხი ამ სისტემის გადახედვის. ძალიან დიდი უსამართლობა ხდება
Tornike
16:18 11-04-2012
0
არ არსებობს მარტო ბოლო წლის შედეგი იყოს. უფრო ბოლო4 წლის შედეგი უნდა იყოს.
ramo
16:08 11-04-2012
0

სიახლეები პოპულარული