ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას, უეფას და ჩვენი მეტოქე ქვეყნების ფედერაციებს ოფიციალური წერილებით აცნობა.
შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში თემურ ქეცბაიას გუნდი 7 სექტემბერს ბელორუსს უმასპინძლებს, 11 სექტემბერს - ევროპის 2012 წლის ჩემპიონ ესპანეთს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კი ევროშესარჩევის დარჩენილ ორ საშინაო მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს:
ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილები 15 აგვისტოს ხორვატიას დაუპირისპირდებიან, 6 სექტემბერს კი - ესტონეთს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"