ანდრეი ხაჩატურიანმა ბელორუსების აზრი გაახმოვანა: თბილისში მოგება გვინდა

AutoSharing Option
ბელორუსის ნაკრების შემადგენლობაში თბილისს სოლიგორსკის "შახტიორის" ნახევარმცველი ანდრეი ხაჩატურიანი ესტუმრება.

ხაჩატურიანი ბელორუსულ "პრესბოლს" სომხეთთან ჩატარებულ და საქართველოსთან 7 სექტემბერს გასამართ შეხვედრაზე ელაპარაკა:

"თუ გგონიათ, რომ ერევანში მაყურებლის სტვენა ძალიან მეწყინა, ცდებით. მხოლოდ იმაზე ვნერვიულობდი, რომ ნაკრებში პირველ შეხვედრას ვატარებდი. დაე, უსტვინონ, რეაქცია არ მექნება.

პრესკონფერენციაზეც მოსალოდნელ კითხვებს მისვამდნენ. მე ხომ სომხეთის ნაკრებშიც შემეძლო თამაში, მაგრამ ჩემი ბაბუა მინსკში ცხოვრობდა.

...კონდრატიევმა გვითხრა, სომხები და ქართველები დაახლოებით ერთ სტილში თამაშობენო. საქართველოს ნაკრების თამაშს უახლოეს დღეებში დეტალურად გავარჩევთ.

თბილისში მხოლოდ მოგება დამაკმაყოფილებს. ნაკრების
ყველა ფეხბურთელი ასე არის განწყობილი"
, - ამბობს ხაჩატურიანი.

იმავე აზრზეა მინსკის "დინამოს" მცველი ვიტალი ტრუბილო:

"ბევრი ფიქრობს, რომ პირველი ქულები თბილისში უნდა მოვიპოვოთ და ქართველებთან მოგება მართლაც ძალიან გვინდა.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წაგების ალბათობაც არსებობს, რადგან საკმაოდ ნორმალური გუნდია და ბევრი კარგი შემსრულებელი ჰყავთ.

ისინი დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ წარმატებას მივაღწევთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი კონდრატიევი: ქართველების წინააღმდეგ მხოლოდ ერთი გეგმა დამრჩა
მეტოქე: რეპორტაჟი ბელორუსის ნაკრების პირველი ვარჯიშიდან
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა დაგვიფაროს ქართველები,ხაჩიკების სტილში რომ ვთამაშობდეთ და მერე მეორე,სომეხო ფეხბი ვრ წაგვჭამო ძირში ! ; )
Qartveli
09:49 07-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული