თემურ ქეცბაია: ნაკრებში ზაზა ფაჩულიასნაირი ადამიანები გვჭირდება

AutoSharing Option
6 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ბელორუსის ნაკრებთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

"ყველას მოგეხსენებათ მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლი იწყება და როგორ რთულ ჯგუფში გვიწევს ასპარეზობა. ბელორუსის ნაკრებთან მატჩისთვის უკვე 4-5 დღეა, ვემზადებით. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მოედანზე ბრძოლას ვაპირებთ და ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან.

ძალიან გვინდა ბელორუსთან ისე დამთავრდეს შეხვედრა, რომ ჩვენით იამაყონ. ფეხბურთელები 100 პროცენტით დაიხარჯებიან და ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის. იმედია, ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ.

შეიძლება ნაკრებში ვარსკვლავები არ გვყავს, მაგრამ გვინდა, გუნდი გვყავდეს. რაც შეეხება მეტოქეს, ბელორუსის გუნდები უკვე რამდენიმე წელია, ზედიზედ ხვდებიან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, რაც თავისთავად მათ ეროვნულ ნაკრებზეც აისახება.

ერთ-ერთი ვარსკვლავი, ვინც შეიძლება გამოვყო მეტოქე გუნდიდან, ალბათ, ალექსანდრ გლებია, თუმცა ის ტრავმირებულია. გლებმა თავის დროზე წარმატებული კარიერა გაიარა, მაგრამ ბოლო წლების მანძილზ
ე არც ისე კარგად იჩენდა თავს. ყოველ შემთხვევაში, მიხარია, რომ მეტოქეს ის არ ეყოლება.

ჩვენს
გუნდში ცალკე რომელიმე რგოლს ვერ გამოვყოფ. ამიტომ გუნდურ თამაშს ვაპირებთ.

კიდევ მინდა აღვნიშნო, მესმის, რომ ესპანეთის ნაკრები ძალიან ძლიერი და პოპულარული გუნდია, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება, თუ ხალხი მოვა სტადიონზე და ესპანეთის ნაკრებს უგულშემატკივრებს. მათ თავიანთ
ი ქომაგები ჰყავთ. ჩვენ კიდევ ისეთი გულშემატკივარი გვჭირდება, რომელიც სტადიონზე მოვა და ჩვენ გვიქომაგებს და არა ესპანეთის ნაკრებს.

ასევე, მესმის, რომ წარმატებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ. ერთმანეთზე თუ ჩავიქნიეთ ხელი და ერთმანეთს მხარში არ დავუდექით, არაფერი გამოვა.

ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს
კალათბურთელებს. ზაზა ფაჩულია, რომელიც NBA-ში თამაშობს - ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატში, ნაკრებში ჩამოდის ტრავმირებული და რისკის ქვეშ თამაშობს. სწორედ ასეთი მენტალიტეტის ადამიანები გვჭირდება ეროვნულ გუნდში".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებების მატჩი 7 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 21:00 სთ-ზე დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: კობიაშვილთან და იაშვილთან, ალბათ, დამნაშავე ვარ
მკითხველის კომენტარები / 5 /
burzgliko შენ თუ ეხლა პროვოკატორი არ ხარ, გამოიძახა დვალი მაგრამ ტრამვა აქვს და ვერ თამაშობს. რაც შეეხება ქეცბაიას, რას ამბობს ეს კაცი ტყუილს?? ფეხბურთელებს (ხო, რა თქმა უნდა ზოგს და არა ყველას) ნაკრებში თამაში რომ ეზარებათ ვიცით. რა ქნას, ერთი რომელიმემ თქვით წესიერი არგუმენტი. ქართველ ფეხბურთელებს (ვიმეორებ, ბევრს მაგრამ არა ყველას) თავი სუპერ ვარვსკვლავები გონიათ თავი რაღაც უცხოურ ჩემპიონატში თუ გადავლენ. ეს ადამიანობაზეცაა და პროფესიონალიზმზეს რომ თავშI არ აგივარდეს რაღააცები მითუმეტეს არაფერისთვის სერიოზულისთვის რომ არ მიგიღწევია კაცს
დემნა
19:02 07-09-2012
0
burzgliko, რა სახელიც, ისეთივე კომენტარი.
burzglikoსმტყვნელაშვილი
11:09 07-09-2012
0

სიახლეები პოპულარული