ესპანეთის ნაკრები თბილისში [ვიდეო და ფოტოგალერეა]

AutoSharing Option
ფოტო
ესპანეთის ნაკრები თბილისში 9 სექტემბერს, საღამოს ჩამოფრინდა (იხილეთ ვიდეო).

ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი სასტუმრო "თბილისი მერიოტში" დაბინავდა (იხილეთ ვიდეო).

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა აეროპორტი უკომენტაროდ დატოვეს. მეტიც, ესპანელთათვის ფოტოების გადაღებაც კი გაჭირდა, თუმცა გარკვეული კადრების მოხელთება მაინც შევძელით (იხილეთ ფოტოგალერეა).

სტუმრებმა იმავე დღეს ვარჯიშზე უარი თქვეს და სასტუმრო აღარ დაუტოვებიათ. ორშაბათს კი დელ ბოსკეს გუნდი 20 საათზე ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშებს. ვარჯიში მედიისთვის მხოლოდ საწყისი 15 წუთის განმავლობაში იქნება ღია.

10 სექტემბერს, 12 საათსა და 30 წუთზე კი, სასტუმრო "რედისონში" ვისენტე
დელ ბოსკეს
პრესკონფერენცია გაიმართება.

ესპანელები თბილისში ამ შემადგენლობით ჩამოვიდნენ:

მეკარეები: იკერ კასილიასი (რეალი), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა), პეპე რეინა (ლივერპული, ინგლისი);
მცველები: ჟერარდ პიკე, ხორდი ალბა (ორივე - ბარსელონა), სერხიო რამოსი, რაულ ალბიოლი, ალვარო არბელოა (ყველა - რეალი), ნაჩო მონრეალი (მალაგა), ხუანფრანი (ატლეტიკო);
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა, სესკ ფაბრეგასი, ჩავი (ყველა - ბარსელონა), ბენატ ეჩევერია (ბეტისი), ჩაბი ალონსო (რეალი), სანტი კასორლა (არსენალი, ინგლისი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ხესუს ნავასი (სევილია);
თავდამსხმელები: ფერნანდო ტორესი (ჩელსი, ინგლისი), პედრო, დავიდ ვილია (ორივე - ბარსელონა), რობერტო სოლდადო (ვალენსია).

დელ ბოსკემ ამჯერად არ გამოიძახა ხუან მატა, ხავი მარტინესი, კარლეს პუიოლი, ფერნანდო ლორენტე და ალვარო ნეგრედო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო არაბეთი არ გეგონოთ - ესპანელთა სპარინგი თბილისში გამომგზავრებამდე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიჭები ვარტ და მოვედიტო. . .
XXXXX
11:56 10-09-2012
0

სიახლეები პოპულარული