მისივე თქმით, საქართველო სერიოზული მეტოქეა და ესპანელი ფეხბურთელები 11 სექტემბერს თბილისში გასამართი მატჩისთვის საკმაოდ მოტივირებულები არიან.
"ესპანეთის ნაკრები ოპტიმალურ მდგომარეობაშია, ფეხბურთელები კარგ ფორმაში იმყოფებიან და არიან მოტივირებულები, ითამაშონ ის თამაში, რასაც მიჩვეულები ვართ.
ჩვენი სტილი შენარჩუნებული იქნება მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი გუნდია, რომელსაც
მისი თქმით, თბილისურ მატჩში, თუ ამის საჭიროება იქნება, ჩართავს ძირითად ბირთვსაც, რათა გუნდის წარმატება ეჭვქვეშ არ დადგეს.
"საბოლოო ჯამში, ყველა კითხვას პასუხს თამაშით გავცემთ", - განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ.
მისი თქმით, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს პედრო, ხოლო ფერნანდო ტორესს დავიდ ვილიათი ჩაანაცვლებს.
ინტერპრესნიუსი
ასევე იხილეთ:
იკერ კასილიასი და ჩავი: თბილისში სამი ქულის მოპოვება იოლი არ იქნება
ესპანეთის ნაკრები თბილისში [ვიდეო და ფოტოგალერეა]
საქართველო არაბეთი არ გეგონოთ - ესპანელთა სპარინგი თბილისში გამომგზავრებამდე