ბელორუსთან გამარჯვებამ ჩვენი ქომაგი უფრო იმედიანი და აქტიური გახადა - ასე მომეჩვენა და ალბათ, ასეც არის.
ფეხბურთელებსა და მწვრთნელს ვარჯიშზეც რომ გულშემატკივრობენ, ძალიან სასიამოვნოა. ამით გუნდი და ქომაგი ერთმანეთს უფრო უმეგობრდება.
11 სექტემბერს კი საქართველო მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ეთამაშება და ჩვენებს გამხნევება ძალიან სჭირდებათ. გულშემატკივარი ყოვლისშემძლე არაა, მაგრამ ძალიან დიდი ფაქტორია.
მატონიზირებელი ვარჯიში იყო. მატჩის წინა დღეს სხვანაირად, ალბათ,
თემურ ქეცბაიამ ცოტა ხნით ფეხბურთელებთან ერთად ითამაშა "კვადრატი". ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურებოდა ასეთ ამპლუაში.
როცა ახალგაზრდა მწვრთნელი კარგ სპორტულ ფორმაშია, ის ძალაუნებურად სამაგალითო ხდება ფეხბურთელებისთვის.
ხანდახან სანაკრებო ვარჯიშებზეც ჩანს, თუ ვინ არის გუნდის ყოჩი. ეს ძნელად შესამჩნევია საქართველოს ამ ნაკრებში და ამჯერადაც გამიჭირდა ასეთის დანახვა.
სხვა რა გითხრათ, ვარჯიში მომავალი მატჩის პრელუდიას ნამდვილად არ ჰგავდა. 11-ში სულ სხვა თამაშია. საქართველოს მთელი მსოფლიო უყურებს, წლევანდელი ევროტრიუმფის მერე ესპანეთი პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებს...
თემური და მისი რაზმი ვარჯიშზეც გაამხნევეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ჩვენი მიზანი არწაგებაა - ზღაპრებისა და დაბოლების გარეშე