თბილისის "დინამო" მარტვილის მერანს ესტუმრა და ანგარიშით 4:0 გაანადგურა. დინამოელებმა ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. მე-18 წუთზე სტუმრები ჩისკომ დაააწინაურა.
33-ე წუთზე კი დინამოელთა უპირატესობა ორამდე ალვარომ გაზარდა, ხოლო 35-ე წუთზე თავი უკვე ჯაბა დვალმა გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ 37-ე წუთზე ალვარომ დუბლის გაფორმება შეძლო. დინამოელება დროის ამ მცირე მონაკვეთში სამი გოლის გატანა შეძლეს! (იხილეთ ვიდეო)
რუსთავის "მეტალურგისა" და ბოლნისის "სიონის" მატჩის ერთადერთი გოლი ირაკლი სიხარულიძემ მე-7 წუთზე გაიტანა და რუსთაველები
ფოთის "კოლხეთმა" გორის "დილასთან" ანგარიშით 3:0 წააგო. აღსანიშნავია, რომ გორელთა მთავარ მწვრთნელს უკვე ზედიზედ მე-6 გამარჯვება აქვს ეროვნულ ჩემპიონატში. 59-ე წუთზე მასპინძლებს გოლი გოგიტა გოგუამ გაუტანა. 64-ე წუთზე კი ირაკლი კლიმიაშვილი გამოირჩა. შეხვედრაში ბოლო ბურთის გატანა კი 71-ე წუთზე გულვერდ თომაშვილმა შეძლო.
საკუთარ კედლებში დამარცხდა ასევე ბათუმის "დინამო", რომელიც "ვიტ ჯორჯიას" სტუმრობდა. 65-ე წუთზე ერთადერთო გოლი ლაშა გაბრიჩიძემ გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ტორპედო-ჩიხურა და ზესტაფონი-ზუგდიდი 18:00 სთ-ზე დაიწყება.
ასევე იხილეთ:
დუჰაშ უჰრინი: აქცენტს სწრაფ გოლზე ვაკეთებდით, რამაც გაამართლა
მიკელ ალვარო: პირველ ტაიმში ფაქტობრივად ყველა შეტევა გოლით დავასრულეთ