მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს

AutoSharing Option
"მოგესალმებით,
ვწუხვარ, რომ ამ ფორმით მიწევს თქვენთვის მადლობის გადახდა. მადლობა იმ მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის, რომელსაც წლების განმავლობაში ვგრძნობდი თქვენგან.

საქართველოს ნაკრების წევრობა ყოველთვის პრიორიტეტული და საამაყო იყო ჩემთვის. მიუხედავად მრავალი სირთულისა, თავი არასოდეს დამიზოგავს. გუნდისთვის, ისევე, როგორც ჩემი ქვეყნისთვის, ვაკეთებდი მაქსიმუმს. ყოველთვის დიდ ბედნიერებას მანიჭებდა ეროვნული გუნდის მაისურის ტარება.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც მომიწია თამაში საქართველოს ნაკრებში; ყველა იმ მწვრთნელს, ვისთანაც მიმუშავია. განსაკუთრებით მსურს გამოვყო რეზო ძოძუაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანი. მათ დიდი როლი ითამაშეს ჩემს
საფეხბურთო კარიერაში.

სამწუხაროდ, ჩემი და ქართველი გულშემატკივრის ოცნება - გვეთამაშა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე - ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, აუხდენელი დარჩა.

წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებს. მათ დღეიდან, ჩემი სახით, ერთით მეტი ჭეშმარიტი გულშემატკივარი შეემატა.

ფეხბურთის ფედერაციაში მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც თავად იყვნენ ფეხბურთელები და სწორედ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, თუ რას ნიშნავს სპორტსმენისთვის ღირსეულად დამშვიდობება. ვწუხვარ, რომ მათი მხრიდან არ მოხდა შესაბამისი ქმედებები.

იმედი მაქვს, მომავალში ფეხბურთის ფედერაცია დაარღვევს ამ ცუდ ტრადიციას, გამოიჩენს მეტ პროფესიონალიზმს და ღირსეულად გააცილებს დამსახურებულ ფეხბურთელებს.

მე მივდივარ, როგორც აქტიური ფეხბურთელი ნაკრებიდან, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები ქართულ ფეხბურთში.

პატივისცემით, თქვენი ლევან კობიაშვილი"


* * *
ეს მიმართვა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე", საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ვფიქრობთ, მის სიტყვებს ზედმეტი კომენტარი არ ესაჭიროება.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს სამშობლოში აშკარად მეტი დაფასება ესაჭიროებოდა.

ბოლო სანაკრებო მატჩი კობიმ ეროვნულ ნაკრებში 2011 წლის ნოემბერში ჩაატარა და ეს შეხვედრა მის სანაკრებო კარიერაში მეასე იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ლევან კობიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 14 /
მივდავარ?
ეს კაცი საჭირო იყო და არის ნაკრებისთვის. ხიზანიშვილის ნაცვლად კობიაშვილი უნდა ყოფილიყო ნაკრებში. ქეცბაია ჩაიჭრა ამ ამბავში.
odala
15:01 01-04-2013
0
დინამოში დაბრუნდი, ჭირდები დინამოს.
m.m.m
15:11 01-04-2013
0

სიახლეები პოპულარული