ამავე დროს, შევიტყვეთ, რომ ქეცბაიას სიაში მოხვდა ელგუჯას უფროსი ძმა, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" შუახაზელი შოთა გრიგალაშვილიც.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ძმები გრიგალაშვილები ნაკრებში ერთად გამოიძახეს, მაგრამ რად გინდა...
"შოთას გამოძახება გამიხარდა, მაგრამ სამწუხაროდ, ძმებს ერთად თამაშის საშუალება არ გვექნება.
"სკა-ენერგიამ" რუსეთის პირველ ლიგაში მე-4 ადგილი
მას ნაკრებში წამოსვლა სურდა, მაგრამ ხაბაროვსკელები არ უშვებენ - რუსების კარგად მესმის, გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია ეს ორი შეხვედრა და შოთას დახმარება სჭირდებათ", - გვითხრა ელგუჯა გრიგალაშვილმა.
ქეცბაიამ ელგუჯა გრიგალაშვილი პირველად ეროვნულ გუნდში საფრანგეთთან 22 მარტის მატჩისთვის გამოიძახა:
"მაშინ განაცხადში ვიყავი, მაგრამ არ მითამაშია. ახლა ამხანაგური შეხვედრებია და იმედია, მოედანზე გასვლა მომიწევს".
დარჩება თუ არა "ტორპედოში", სადაც ზაფხულში სერიოზული საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი?
ამ კითხვაზე პასუხი ელგუჯას ჯერ არ აქვს:
"გუნდთან კონტრაქტი სამი წლის შემდეგ მიმთავრდება, დღეს არსებული ინფორმაციით კი, "ტორპედოში" ძირითადის რამდენიმე მოთამაშე ვრჩებით. მაგრამ ზუსტი პასუხის გაცემა მაინც გამიჭირდება. თანაც, რაღაც წინადადებებზე პასუხს ველოდები".
ნაკრების მოსამზადებელი ეტაპი 21 მაისს, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" დაიწყო.
ირლანდიის ნაკრები 2 ივნისს "ავივას" სტადიონზე გვიმასპინძლებს, ხოლო დანია - 5 ივნისს, ოლბორგის "ნორდისკ არენაზე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"