დანია-საქართველო 2:1: ლორიას უხეში შეცდომით

AutoSharing Option
5 ივნისს დანიის ქალაქ ოლბორგში თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მორიგი მარცხი განიცადა: ირლანდიასთან ამხანაგურ მატჩში 0:4 განადგურების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ამჯერად მხოლოდ 1:2 დათმო მორტენ ოლსენის გუნდთან. ის კი არა, ირაკლი ძარიას გოლის წყალობით, სტუმრები 77-ე წუთამდე იგებდნენ კიდევაც.

ანგარიში 52-ე წუთზე გაიხსნა, როცა ირაკლი სირბილაძემ თავით ბურთი სანდრო კობახიძეს დაუგდო, მან კი საჯარიმოში ძარია მოძებნა. ნაკრებს შესანიშნავი კომბინაცია გამოუვიდა.

ყველაფერი კარგად იყო 77-ე წუთამდე, როცა ზურაბ ხიზანიშვილმა გიორგი ლორიას დაუგორა ბურთი, მან კი დანიელ პედერსენს ჩააბარა -
1:1. როგორც ხდება ხშირად ხოლმე, ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებმა ამჯერადაც გაუშვა - კრისტიან ერიქსენმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო, თუმცა ლორიას კარამდე საკმაოდ შორი იყო - 2:1.
მკითხველის კომენტარები / 7 /
სამაგიეროთ ქეცბაია,მწვრთნელებს შორის ჩემპიონია ფურთხებაში.სირცხვილია ვინმემ მისცეს შენიშვნა.
Unknown
06 ივნისი 2013 12:50
0
რიტი ვერ გაიზარდა ასეტ სჰეცდომებს 15 წლის ბავსჰვები აგარ უსჰვებენ სირცხვილია
soso
06 ივნისი 2013 11:10
0
საქართველოს ნაკრების 11 მცველმა ისევ წააგო,საშვალოზე დაბალი დონის გუნდთან,
ale
06 ივნისი 2013 09:51
0
ერთი პოდიუმზე გავლა აკლია ლორიას და საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდება :)
ბუჰეჰე
06 ივნისი 2013 07:29
0
ჩვენდა სამწუხაროდ,ნებისმიერი ნაკრები გუნდის წარმატება ფეხბურთში,პირდაპირ და მთლიანად,100%-ით არის დაკავშირებული ამ ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან.ისტორიულად ყოველთვის ასე იყო.სტატისტუკურად,ჯერ-ჯერობით ევროპაში(სადაც ჩვენ ვერ გავცდით შესარჩევ ციკლს) ჩამორჩენილ სახელმწიფოს ფეხბურთში რაიმე უმნიშვნელო წარმატებისთვისაც კი არ მიუღწევია.სამწუხაროდ,ფეხბურთში ასეა და ვერანაირი მწვრთნელი სასწაულს ვერ მოახდენს საქართველოს ნაკრებში.როგორ უნდა მოვუგოთ ირლანდიას და დანიას,სადაც ყველა ფეხბურთელი ბუნდესლიგაში,ან პრემიერლიგაშია გაზრდილი (და ახლაც იქ თამაშობენ).ჩვენები კი ალბათ ევროპის ყველაზე მოსაწყენ და ზოზინა ჩემპიონატში,სადაც სეზონის დასაწყისშივე გადაწყვეტილია ჩემპიონის ვინაობა...
Zaza
06 ივნისი 2013 03:06
0
მოსაბეზრებელი გახდა უკვე ამ გუნდის ცქერა...მართლა დროა გაახალგაზრდავების დაწყება.
ნუკრი
06 ივნისი 2013 01:26
0
ქეცბაია უნდა წავიდეს და ნაკრების ნახევარზე მეტი უკან უნდა მიყვეს ქეცბაიას , უნდა ჩამოყალიბდეს ნაკრები აი იმ 19 წლამდელებით რომლებიც გვყავს და რამოდენიმე წელიწადში იქნებ რამე ვქნათ თორე ამ გუნდით ვერაფერს ვერ ვიზამთ უიმედო მდგომარეობაში ვართ!
giorgi
06 ივნისი 2013 01:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული