საქართველოს ნაკრების განაცხადი ყაზახეთთან მატჩისთვის ცნობილია

AutoSharing Option
14 აგვისტოს, ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებთან გასამართი ოფიციალური ამხანაგური მატჩისთვის, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელს უხმო.

თემურ ქეცბაიას გუნდი 11 აგვისტოს, ასტანაში შეიკრიბება. ლეგიონერები პირდაპირ ყაზახეთში ჩავლენ. გუნდი თბილისურ შეკრებას არ გაივლის.

ნაკრებში გამოძახებულთა სია კი, ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი), ნუკრი რევიშვილი ("დილა", გორი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი")
მცველები: უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("მორდოვია", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი, გია გრიგალავა (ორივე "კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისპორი", თურქეთი), დავით კვირკველია ("დინამო" თბილისი), გულვერდ თომაშვილი
("დილა", გორი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე "დნიპრო", უკრაინა), ლაშა გვალია ("დილა", გორი), დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე "ილიჩევეცი", უკრაინა), ელგუჯა გრიგალაშვილი ("დინამო" თბილისი), შოთა გრიგალაშვილი ("ანორთოსისი", კვიპროსი), ჯანო ანანიძე ("როსტოვი", რუსეთი)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი ("ყარაბაღი", აზერბაიჯანი), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ირაკლი სირბილაძე ("ინტერ ტურკუ", ფინეთი)

როგორც უკვე ვთქვით, ყაზახეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა 14 აგვისტოს, 22:00 საათზე (თბილისის დროით), "ასტანა არენაზე" გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 17 /
ვიდრე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომელიმე ქართულ საკლუბო გუნდს არ ჩაუდგება სათავეში, ვფიქრობ არაფერი გვეშველება და მხოლოდ წარსულით ცხოვრებას უნდა დავჯერდეთ. ასევე საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ სწრაფგამძლეობის მომატება არის პირველი აუცილებლობა. რამდენ ქართველ ფეხბურთელს შეუძლია 40 წუთში დაფაროს 10 კილომეტრი? ეს თანამედროვე ფეხბურთელისთვია აუცილებელია ტესტია. ამის გარეშე დიდ ფეხბურთს ახლოსაც კი ვერ გავეკარებით და მხოლოდ ილუზიებში ვიცხოვრებთ!
guja_kakhadze
13:01 06-08-2013
0
ქესბაია რა სჰუასია ტქვე ვიტომ ფეხბურტის მცოდნე ***,ვინც არ უნდა იყოს ჩვენი ნაკრების მწვრთნელი,ვერაფერს გააკეწთებს,ფეხბურთელები არ გვყავს და იმიტომ.ტუ არა და წავა ქეცბაია მალე და დაინახავთ,არც სხვა მწვრთნელის ხელში ეშველება ჩვენს ნაკრებს რაიმე.ქვეყანა ტავზე გექცევატ ტქვე *** ,ხალხი შიმშილობს და მომინდომეს ეხლა ევროპაზე გასვლა!ერტი ჩვენსავით დაქცეული ქვეყნის ნაკრები მაინც დამისახელეთ ,ევროპის პირველობის ფინალში რომ უტამაშებია.ტყუილა ნუ ოცნებობთ და ნუ ლანძღავთ ქეცბაიას.,სანამ ქვეყანა ეკონომიურად არ გაძლიერდება,არც ფეხბურთი ივარგებს ჩვენტან და არც სხვა რამ.კი იქნება ცალკეული დროებიტი გამონატებები(მაგალიტად--რეგბი)მაგრამ ისინიც უფულობის გამო სათანადოდ ვერ განვიტარდებიან.ეკონომიკა,ფული.დიდ ბიუჯეტიანი გუნდების ძლიერი ეროვნული ჩემპიონატი--აი რა განაპირობებს ძლიერ ნაკრებს.
mamulo
17:27 05-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული