Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულთა 62,2%-ს თემურ ქეცბაიას გადადგომა სურს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მიერ გამოკითხულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა უმრავლესობა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მუშაობით უკმაყოფილოა.

გამოკითხვაში, რომელიც ჩვენს საიტზე 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მონაწილეობა 2763-მა ადამიანმა მიიღო.

კითხვაზე: "უნდა დარჩეს თუ არა თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად?" გამოკითხულთა 62.2%-მა (1718) უარყოფითი პასუხი გასცა.

გამოკითხვაში მონაწილე 928 ადამიანს (33.6%) სურს, რომ ნაკრები კვლავ ქეცბაიამ გაწვრთნას, 117 ადამიანს (4.2%) კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

Sportall.ge იწყებს მორიგ გამოკითხვას: "ვის ისურვებდით საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაიას შემცვლელად?" გამოკითხვაში წარმოდგენილია სამი ადგილობრივი
(რედაქციის აზრით, მეტ-ნაკლებად ყველაზე პოპულარული) და ერთი უცხოელი კანდიდატი.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
გამოკითხვა ჟურნალისტებში: უნდა დარჩეს თუ არა ნაკრებში თემურ ქეცბაია?
მკითხველის კომენტარები / 11 /
თემურ, კარგი ფეხბურთელი იყავი, ანორთოსისში კარგი მწვრთნელი იყავი და ოლიმპიაკოსში ( თუ არ ვცდები 5 თამაში იყო მწვრთნელის ამპლუაში და ხუთივე მოიგო).

ალბათ ვერ თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები როცა უყვირი, აგინებ.

ყენია გვჭირდება და ხიზანაც და ყველა ვინც ფეის კონტროლი ვერ გაიარა.

ნაკრები არ არის მწვრთნელის საკუთრება, ნაკრები ხალხს ეკუთვნის და ჩვენ გვინდა რომ ღირსეული ფეხბურთელები თამაშობდნენ.

მერე დაიწყებს ფეხბურთელები არ გვყავსო, როგორ გეყოლება თუ ძირითადი ყველა გააგდე ნაკრებიდან.

freedom to KABUL
04 ოქტომბერი 2013 15:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული