საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
23 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები გერმანია, გიბრალტარი, შოტლანდია, პოლონეთი და ირლანდია იქნებიან.

კენჭისყრამ ნაკრებები შემდეგნაირად გადაანაწილა:

A ჯგუფი: ჰოლანდია, ყაზახეთი, ისლანდია, ლატვია, თურქეთი, ჩეხეთი
B ჯგუფი: ბოსნია, ანდორა, კვიპროსი, უელსი, ისრაელი, ბელგია
C ჯგუფი: ესპანეთი, ლუქსემბურგი, მაკედონია, ბელარუსი, სლოვაკეთი, უკრაინა
D ჯგუფი: გერმანია, გიბრალტარი, საქართველო, შოტლანდია, პოლონეთი, ირლანდია
E ჯგუფი: ინგლისი, სან მარინო, ლიტვა, ესტონეთი, სლოვენია, შვეიცარია
F ჯგუფი: საბერძნეთი, ფარერის კუნძულები, ჩრდილოეთ ირლანდია,
ფინეთი, რუმინეთი, უნგრეთი
G ჯგუფი: რუსეთი, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონტენეგრო, ავსტრია, შვედეთი
H ჯგუფი: იტალია, მალტა, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ნორვეგია, ხორვატია
I ჯგუფი: პორტუგალია, ალბანეთი, სომხეთი, სერბეთი, დანია

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან ჯგუფებში გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები, ასევე - საუკეთესო შედეგის მქონე ერთი მესამეადგილოსანი, ანუ სულ 19 გუნდი.

დანარჩენი რვა მესამეადგილოსანი კი ერთმანეთში დაწყვილდება და ამათგან ოთხი იღბლიანი ფინალისტებს შეუერთდება და დავუმატოთ მასპინძელი საფრანგეთი, რაც ჯამში 24 ნაკრებია.

* * *

შესარჩევი ეტაპი პირველად ჩატარდება "ფეხბურთის კვირეულის" კონცეფციით. შესაბამისად, შესარჩევი ციკლის მატჩები ხუთშაბათიდან სამშაბათის ჩათვლით გაიმართება და უქმე დღეებში ჩვენი დროით 19 და 21:45 საათზე დაიწყება ხოლმე, ხოლო სამუშაო დღეებში 21:45 საათზე.

პლეი-ოფის მატჩებისთვის ვადა ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით გამოიყო, ხოლო საპასუხო შეხვედრები პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით შედგება. ყოველ სათამაშო დღეს "ბებერ კონტინენტზე" 8-10 შესარჩევი მატჩი გაიმართება.

I ტური: 2014 წლის 7,8,9 სექტემბერი.
II ტური: 9,10, 11 ოქტომბერი.
III ტური: 12, 13, 14 ოქტომბერი.
IV ტური: 14,15, 16 ნოემბერი.
V ტური: 2015 წლის 27, 28, 29 მარტი.
VI ტური: 12,13,14 ივნისი.
VII ტური: 3,4,5 სექტემბერი.
VIII ტური: 6,7,8 სექტემბერი.
IX ტური: 8,9,10 ოქტომბერი.
X ტური: 11,12,13 ოქტომბერი.

პლეი-ოფის პირველი მატჩები: 2015 წლის 12,13,14 ნოემბერი; საპასუხო მატჩები: 15,16,17 ნოემბერი.
მკითხველის კომენტარები / 38 /
F ჯგუფში არ გინდათ საბერძნეთის მაგივრად რომ ვიყოტ?)))))
f
23 თებერვალი 2014 23:16
0
საქართველოში რა გუნდებიც არიან პოპულარული მაინცდამაინც იმათ კალათაში ვხვდებით !! სანამ არ ვისწავლით ბულგარეთის ,რუმინეთის და სხვა ჩვენნაირი გუნდების გულშემატკივრობას და არა შურს, მანამდე არაფერი გვეშველება !!
giga
23 თებერვალი 2014 21:54
0
ყველაფერი ბრძოლით მოიპოვებ და ვნახოთ როგორ იბრძოლებენ ბიჭები. ძლიერი ჭგუფია მაგრამ იმედი არ დავკარგოთ.არ გვინდა ასეთი პესიმისტური განწყობა წინასწარ.
beqa
23 თებერვალი 2014 21:01
0
გავალთ გიბრალტარის მერე. სად გავალთ გოლის გატანა და კარში დარტყმა არ იციან
mixo
23 თებერვალი 2014 20:40
0
ვინც უიღბლობაზე საუბრობთ,რომელ ჯგუფს აირჩევდით?
გია
23 თებერვალი 2014 19:47
0
ისევ 5 ადგილზე გავალთ. უეჭველი.
ss
23 თებერვალი 2014 19:44
0
ე ბიჭო დაანებეთ თავი ამ ფეხბურთს. ვერ გაიგეთ რო არაფერი გამოდის? რა იყო მაზოხისტები ხართ?
d
23 თებერვალი 2014 19:41
0
იმედია, როგორც ყაზახებმა, გიბრალტარიც პირველ ქულებს ჩვენთან არ აიღებს!
Z.LO
23 თებერვალი 2014 19:19
0
ნამდვილად არაა უიღბლო წილისყრა, უბრალოდ ჩვენი გუნდი ვერ თამაშობს ნორმალურად. დიდების ნაცვლად თუ 19–წლიანებს ან 17 წლიანებს ვათამაშებთ––ნამდვილად გავალთ!
ფერნანდო
23 თებერვალი 2014 18:57
0
ძაან რთული ჯგუფია, მაგრამ ქეცბამ თუ უკვე აქედანვე თავის მართლება დაიწყო , ეს კაცი საქართველოში პერსონა ნონ გრანტად უნდა გამოცხადდეს
soso
23 თებერვალი 2014 18:35
0

სიახლეები პოპულარული