პოლონელებს ფიზიკურად ვაჯობებთ! - "ჯადოქარი", რომელმაც ქეცბაიას დაურეკა...

AutoSharing Option
თოქ-შოუ "არენაში" ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, ყველაფერთან ერთად, ირონიანარევი ტონით თქვა - დამიკავშირდნენ და ნაკრების მომზადებაში დახმარება შემომთავაზესო.

"რამდენიმე დღის წინათ ერთმა ნაცნობმა ფიზმომზადების უცნობი სპეციალისტი დამაკავშირა. მითხრა, რომ ჯადოსნურ რაღაცებს აკეთებს და ორ დღეში ნაკრებს ფანტასტიკურ დონეზე მოამზადებსო. საერთოდ, რამდენად სერიოზულია ეს თემა, არც ღირს ლაპარაკი. სამწუხაროდ, ადვილი ნამდვილად არ არის იმ ფონზე, როცა ფეხბურთელები ნაკრებში მოუმზადებლები და უთამაშებლები მოდიან", - თქვა ქეცბაიამ.

როგორც დავადგინეთ, "ჯადოქარი", რომელიც ქეცბაიამ ახსენა, ფიზმომზადების სპეციალისტი გუჯა კახაძეა, რომელსაც "ლელო" ადრეც ესაუბრა,
გუშინ კი მას უშუალოდ ქეცბაიას სიტყვებზე კომენტარისთვის დავუკავშირდით:

- ქეცბაიას ჩემმა ნაცნობმა სთხოვა, მოუსმინეო. ნაკრების მწვრთნელი დაჰპირდა მას, რომ დამელაპარაკებოდა. ამიტომაც დავუკავშირდი. ავუხსენი, რომ ნაკრებისთვის მაქვს საგანგებოდ შემუშავებული ორდღიანი პროგრამა. გაუკვირდა და არ დაუმალავს - ორკვირიანი რომ გეთქვა, დაგიჯერებდიო...

- ისე, ასეთ მცირე დროში რის გაკეთებას მოასწრებდით?
- ქეცბაიას ავუხსენი, რომ რაკი ფეხბურთელები მცირე დროით ჩამოდიან, ეს ორდღიანი პროგრამა სწორედ ამისთვის შევიმუშავე. ამ ვარჯიშებით ფეხბურთელებს სისწრაფეს მოვამატებინებდი, ამტანობა 2 ტაიმი ეყოფოდათ, აღდგენას მოედანზევე გააკეთებდნენ, კუნთის დაჭიმვისას ექიმი და 14-დღიანი მკურნალობა არ დასჭირდებოდათ, რადგან ამას სჭირდება 10-წამიანი საგანგებო გაჭიმვა და კუნთი მოწესრიგდება.

გარდა ამისა, ჩემი მეთოდით სირბილიც ვერ დაღლიდა ფეხბურთელებს. ამ დროს ზედმეტი წონა ხელს ვერ შეუშლიდათ და პოლონელებს ფიზიკურად ვაჯობებდით.

- ეს ყველაფერი მართლაც ძნელი დასაჯერებელია...
- დიახ, მესმის, ასეთ სკეპტიკურ დამოკიდებულებას უკვე შევეჩვიე... მაგრამ მაინც შესაძლებელია. ჩემი მეთოდი ტრადიციულებისგან იმდენად განსხვავებულია, რომ მისი დაჯერება უჭირთ. მაგალითად, მსუბუქად სირბილის სწავლას 30 წუთი სჭირდება.

30 წუთში სასტარტო სისწრაფესაც გავაუმჯობესებ და სისწრაფის მომატების დროს ფეხბურთელებს იმდენივე ენერგიას დავახარჯვინებ, რამდენსაც - ძუნძულზე. ვასწავლი გაწელვებს, რაც ტრავმიანობისგან იცავს...

მეზღაპრე არ ვარ და რასაც ვლაპარაკობ, ამ ყველაფრის შედეგები უკვე მივიღე. მათ კი, ვისაც არ სჯერა, ვეტყვი, რომ ჩემ მიერ შემუშავებული საგანგებო 2-დღიანი პროგრამა კახა კალაძემ "მილანში" თამაშის დროს გაიარა. ასევე გავიხსენებ სანდრო კობახიძის შემთხვევას, რომელმაც 14-ჯერ ივარჯიშა.

ეს ყველაფერი ქეცბაიასაც ვუთხარი - აზრი მათაც ჰკითხეთ-მეთქი...

- და რა რეაქცია ჰქონდა ამაზე ქეცბაიას?
- ძნელი დასაჯერებელია, რასაც მეუბნები, მაგრამ თქვენი ტელეფონის ნომერი მაქვს და თუ დამჭირდა, დაგიკავშირდებითო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
გერმანელებმა ფიზმომზადების ახალი მეთოდიკა შეიმუშავეს, ამიტომაც არ შექმნიათ მსოფლიო ჩემპიონატზე პრობლემები ფიზიკური კუთხით.

Elizabeh. GB-ს ვეთანხმები! ქართველმა ფეხბურთელებმა სწრაფი აღდგენა თუ ისწავლეს, ნებისმიერი მოწინააღმდეგისათვის სერიოზულ ძალად გადაიქცევიან.

სწრაფად აღდგენის სწავლებას კი მხოლოდ ორ მსუბუქ 30 წუთიან ვარჯიშს ვანდომებ.

რასაც 7 წლის ფეხბურთელი ადვილად ითვისებს ზრდასრულ ფეხბურთელს რატომ უნდა გაუჭირდეს იქნებ ვინმემ მიპასუხოს?
გუჯა კახაძე
06 დეკემბერი 2014 13:39
0
ეს ცუდათ ხო არ არი?
ბერდია
13 ნოემბერი 2014 21:14
0
ისე, 1-2 ვიდეოგაკვეთილი რომ დადოს სადმე ბატონმა გუჯამ, არ შეიძლება? იქნებ მერე უფრო დაუჯერონ?
zura1504
13 ნოემბერი 2014 12:41
0
მე სრულიად ვადასტურებ გუჯა კახაძის მეთოდიკის ნოვატორობას. ეს რა თქმა უნდა რაღაც ახალია - ორდღიანი ვარჯიში, მაგრამ დანარჩენი - "სწორი" სიარული და "სწორი" სირბილი - მისგან მაქვს ნასწავლი და შედეგიც შესანიშნავი მივიღე. სხვა ერები არ ვიცი, მაგრამ ამ მეთოდიკის შესწავლის შემდეგ ქუჩაში ხალხს ვაკვირდები და სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ ქართველების 80% მაინც არ დადის სწორად. მაგრამ ვინ უნდა გვასწავლოს თუნდაც სიარული, ჩვენ, ქართველები ხომ ყველაზე მაგრები ვართ..........
zura
13 ნოემბერი 2014 12:29
0
ქეცბაია იმ კვირაში ნაკრებიდან წავა და სხვაგან სადაც შესთავაზებენ გუჯასაც იქ წაიყვანს,თუ არ გჯერათ აგერ ნახავთ და სანამ დროა ვინმემ შეამოწმოს ეს კაცი და ნაკრებში აიყვანონ ფიზ მომზადებაზე,თორემ ძალიან მალე დავკარგავთ ამ კაცს!!!!!! ქეცბაია ქართულ მილიონებთან ერთად ამ კაცსაც გააყოლებს კვიპროსში!!!
zura
13 ნოემბერი 2014 09:56
0
მეგობრებო, შორიდან საუბარს ჯობს მიხვიდეთ ბატონ გუჯასთან და საკუთარ თავზე გამოსცადოთ! არ წააგებთ.. პირიქით ბევრს მოიგებთ..! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უბრალოდ საინტერესო ხომ მაინც არის?! მე თვითონ გავიარე გუჯას ვარჯიშები! გამოვიყენოთ ეს ნიჭიერი კაცი სანამ საქართველო დაუტოვებია!
Niko Jashi
13 ნოემბერი 2014 05:31
0
ჯადოქრები გვაკლია ეხლა ეს ტუ ასე მაგარია ჯერ რომელიმე ქარტულ კლუბსი იმუსაოს
paata xuchua
12 ნოემბერი 2014 18:22
0
მართლა რა გახდა ამ კაცის მოსამზადებელი პროგრამა, ეგებ მართლა მაგარია და რატომ არ სცდით. ვინა ხართ თქვენ, არც ისე არ გინდათ არც ასე, და არ ამბობთ რა გინდათ საერთოდ. კარგი იქნებოდა თ უ დაახვევდით საერთოდ, ფედერაციიდანაც და სამინისტროდანაც
Levan
12 ნოემბერი 2014 17:24
0
რა ვერ გაიგეთ, ამ კაცს არ უყვარს სხვისი მოსმენა... და დარეკვასაც რა აზრი ჰქონდა :)))
zura1504
12 ნოემბერი 2014 16:34
0
დედანში მაქვს წაკითხული ქართული არტეფაქტიდან ნათარგმნი ,იტალიეილის,მეთექვსმეტე საუკუნეში ნამყოფის იმერეთში, მისიონერის მიერ ლათინურად ნაწერი-ნუსხით,და მხოლოდ ქართველისათვის გასაგები დასახელებებით ფანასკერტელის მიერ აღნუსხული ძველ ქართველ მეომართა ,უმალ-წამიერად ფიზიკურად აღდგენის განუმეორებელი კუნთთა ძაბვა-მოდუნება- ჭიმვითი მოძრაობებისა, თაობათა ქართველთა მიერ გადმონაცემი ახსნა -ქმედების განმარტვით ,კუნთების აღდგენასთან ერთად კი, გულ ღვიძლის,თირკმელების,ფილტვების უსწრაფესად აღდგენით, უმალ წესრიგში მოსაყვანად, სათანადო ნახარშების გმოყენებით-ვარდკაჭაჭა-ასკილის-ხასვის ფოჩების-ნივრის გულის-ჰენდროს-მუხის რკოს-ნიგვზის ქერქის....და სხვა და სხვა აწ დავიწყებული ქართული ფლორის უებარი სამკურნალო წამლების ჩამონათვალით...შეზავებითი ფროფორციებითი ვარიაციებით.ძველი ქართველები ზოგჯერ მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე, Dღეღამის განმავლობაში ხმალს იქნევდენ და რეალურად ფლობდენ სწრაფ აღდგენის, დღეს დღეობით დაკარგულად თვლილ ზნე-ჩვეულებებს და უიარაღოდაც კი , მტერთ დამჯაბვნელ, მომაკვდინებელ ფანდების ქართულ გასაიდუმლებულ ნუსხას, საბრძოლო ილეთებისას-ჭიდაობას რა უნდაო და ფეხის გამოკვრა უნდაო- ტვინით და გულით ,და ძლევაი საკვირველი მფლობელი მებრძოლის მიერ გადმოცემით ფლობდა,ამგვარ "ჯადოს"ყოველი მომავალი მებრძოლი ქართველი.
Elizabeh. GB
12 ნოემბერი 2014 16:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული