თენგიზ სულაქველიძის იდეა: დუეტი და მწვრთნელთა საბჭო ნაკრებში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მომავალ მწვრთნელთან დაკავშირებით, "ლელო" დიდი "დინამოს" ერთ-ერთ ლიდერს, თენგიზ სულაქველიძეს ესაუბრა.

ვინ უნდა იყოს "ჯვაროსანთა" ახალი თავკაცი, როგორ თვისებებს უნდა აერთიანებდეს ის, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს ნაკრების სათავეში მწვრთნელთა დუეტი ვიხილოთ? სულაქველიძე ამ და სხვა თემებზე გვიზიარებს მოსაზრებას...

- ჩემი აზრით, ამ ეტაპზე უპრიანი იქნება, საქართველოს ნაკრები ქართველმა სპეციალისტმა გაწვრთნას.

- რატომ მაინცდამაინც ქართველმა?
- პირდაპირ რომ ვთქვათ, სადღეისოდ ჩვენ არ გვყავს მაღალი დონის ბევრი ფეხბურთელი. უცხოელი, ალბათ, მაშინ იქნება საჭირო, როცა ასაკობრივი ნაკრების ნიჭიერი მოთამაშეები ბოლომდე
ჩამოყალიბდებიან პროფესიონალ ფეხბურთელებად.

- ახალგაზრდა ქართველისკენ იხრებით თუ უპირატესობას შედარებით გამოცდილ კადრს ანიჭებთ?
- ამ შემთხვევაში მე ასაკს არ მივიჩნევდი გადამწყვეტ ფაქტორად. შეიძლება შეირჩეს როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილი მწვრთნელი.

- რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცი?
- პირველ რიგში, მან უნდა შეკრას ქართული საფეხბურთო რესურსი. ეროვნული ნაკრები იმის ეროვნული ნაკრებია, რომ მასში ყველა უძლიერესმა ფეხბურთელმა ითამაშოს. მუშაობა უნდა უყვარდეს. უნდა ჩადიოდეს სხვადასხვა ქვეყანაში, უნდა ნახულობდეს მატჩებს ქართველი ლეგიონერების მონაწილეობით...

კი, რთული ვითარებაა, მაგრამ გამოუვალი ნამდვილად არ არის. შეიძლება, ორიგინალური იდეაა, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ საქართველოს ნაკრებში ერთად იმუშაონ შედარებით გამოცდილმა და ახალგაზრდა სპეციალისტმა.

- თქვენი აზრით, შეიძლება საქმეს წაადგეს მწვრთნელთა დუეტის დანიშვნა?
- რატომაც არა?!

- რა გაძლევთ ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველს?
- გავიხსენოთ საბჭოთა კავშირის ნაკრები. სამი ბუმბერაზი მწვრთნელი ერთდროულად იდგა გუნდის სათავეში - ვალერი ლობანოვსკი, კონსტანტინ ბესკოვი და ნოდარ ახალკაცი. იმ ნაკრებს თამაშის ხარისხი არ დაეწუნებოდა.

- ნუთუ, სამი დიდი მწვრთნელი ერთმანეთს არ ზღუდავდა?
- მე ასეთი რამ არ შემიმჩნევია. არ ვამბობ, რომ მწვრთნელთა დუეტი ერთადერთი გზაა, თუმცა საინტერესო იდეა მგონია და მისი განხილვაც შეიძლება. და კიდევ - ჩემი აზრით, უპრიანი იქნება, თუ მწვრთნელთა საბჭო ჩამოყალიბდება.

- რა ფუნქცია უნდა დაეკისროს მწვრთნელთა საბჭოს?
- საბჭო კონსულტაციებით უნდა დაეხმაროს ახალ მწვრთნელს. უნდა მიაწოდოს ინფორმაციები ფეხბურთელების შესახებ და ასე შემდეგ...

- ფეხბურთელს რა მოეთხოვება ნაკრებში თამაშისას?
- მე ახლა არ დავიწყებ სათამაშო კლასზე ლაპარაკს. მოთამაშეს ნაკრებში ჩამოსვლა უნდა უხაროდეს - ესაა მთავარი!

- რა უნდა დავუსახოთ მიზნად ეროვნული გუნდის ახალ მწვრთნელს?
- მიმდინარე ევროშესარჩევი ციკლი მან უნდა გამოიყენოს მომდევნო საკვალიფიკაციოსთვის მოსამზადებლად. ამასთან ერთად, ეროვნულს უნდა შეეჩვიონ ასაკობრივ ნაკრებში გამორჩეული ფეხბურთელები. ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებებში დიდი პოტენციალია. ეს უნდა მოხდეს გეგმაზომიერად. ამავე დროს, ეროვნულ გუნდში უნდა იყვნენ გამოცდილი მოთამაშეები, ახალგაზრდები კი მათ გვერდით უნდა დაოსტატდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
კიდევ გტხოვტ კველას გავაკეტოტ ორი სჰემადგენლობა კონკურენცია მოიმატებს. მწვრტნელები გვკავს გეგუჩადზე დზოზუასჰვილი ცხადადზე
gogi
27 ნოემბერი 2014 11:45
0
2 ტრენერი კი არა ფედერაცია უნდა შეიცვალოს.
kakoia
27 ნოემბერი 2014 09:43
0
თენგიზ კარგი კაცი ხარ მაგრამ 2 მწვრთნელის დაყენებას არ ვეთანხმები,
soso
27 ნოემბერი 2014 01:20
0
მწვრთნელებზე მეტად 2 ტაიმის მოთამაშე ფეხბურთელები გვჭირდება!
გუჯა კახაძე
27 ნოემბერი 2014 01:08
0
რა ხდება,რატომაა ნიჭიერი თაობა ბრჭყალებში,ან რა მაქინაციებზეა საუბარი? აღარ უნდა დაიმალოს არა თუ შუბი,არამედ არც ნემსი ხალათში.ტყვილი და ჰაერი ბალავრად არ გამოდგება.
geronti
26 ნოემბერი 2014 21:29
0
ნაკრების მწვრთნელი ტაქტიკოსი უნდა იყოს.
მან 3 დღეში შეკრებაზე მოწვეული ფეხბუ-
რთელებს ისეთი სათამაშო ტაქტიკა უნდა დაუსახოს და დახვეწოს,როგორი ხარისხის ფეხბურთელებიც ეყოლება.ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს ეს მწვრთნელი ქართველი თუ უცხოელი იქნება.ფეხბურთის განვითარება საქრთველოში ნულიდან უნდა დავიწყოთ,
ჯერ საძირკველი ჩავყაროთ.მერე კედლები ამოვიყვანოთ და შემდეგ სახურავი გავუკეთოთ-ამას კი დაჭირდება
10 წელი მაინც.სხვა გზას მე ვერ ვხედავ.
tengiz gagua
26 ნოემბერი 2014 21:01
0
Uაზრობაა საბჭო. მე მახსოვს Bესკოვი, ლობანოვსკი და ახალკაცი ერთად რომ მუშაობდნენ საბჭოთა კავშIრის ნაკრებში. არ ზგუდავდნენ ერთმანეთს? ზგუდავდნენ და თანაც როგორ! ახალკაცი საერთოდ განზე გადგა მაშინ. ბესკოვმა კიდევ, რომელიც ფაქტიურად მთავარი იყო, ყიფიანი და გუცაევი არ წაიყცანა
Irakli
26 ნოემბერი 2014 18:43
0
რა თვისებების უნდა იყოს და პურჭყვა უნდა იცოდეს ნამეტნავად კარგი და გინება კიდო.განსაკუთრებით კეთილების.
heheee
26 ნოემბერი 2014 18:01
0
გადმოაფრქვია კაცმა ბრძნული იდეები. ერთი საბჭო თუ დაემატება ამისთანებს გასართობი მოემატებათ და იქნებიან არხეინად. რა უტვინო ფეხბურთელიც იყო ისეთივე არის ახლაც, ანალიზის თავი მაგას არ აქვს და სიმართლეს, ხომ ვერ ათქმევინებ. თუ ქართული ფეხბურთის გადარჩენა გინდა პრობლემების არდანახვით არაფერი გამოვა. ახლა უნდა ველოდოთ ახალ "ნიჭიერ" ტაობებს, რომლებიც პლეიოფებში სხვადასხვა მაქინაციებით გადიან, ეს ხომ ყველამ ვიცით.
ZVELI
26 ნოემბერი 2014 17:23
0
ვაი საქართველო,,,,,
mdaa
26 ნოემბერი 2014 16:31
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული