"НТВ-Плюс"-ის კომენტატორი გერმანიასთან მატჩში კახა ცხადაძის საქომაგოდ თბილისში მოდის

AutoSharing Option
რუსული ტელეკომპანია "НТВ-Плюс"-ის სპორტული კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი საქართველოს და გერმანიის ეროვნული გუნდების შეხვედრას დაესწრება, რომელიც 29 მარტს, თბილისში გაიმართება.

როგორც ირკვევა, ანდრონოვის საქართველოში სტუმრობის მიზეზი კახა ცხადაძეა, რომლისთვისაც ეს სადებიუტო ოფიციალური შეხვედრა იქნება ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში.

"ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა საქართველოს ნაკრები ჩაიბარა. ეს კახა ცხადაძისთვის პირველი თამაში იქნება და თან, გერმანიასთან. მე ასეთ მოვლენას ვერ გამოვტოვებ", - უთხრა საიტ sport.ua-ს ინტერვიუში ანდრონოვმა, რომელიც კომენტირებას ბუნდესლიგის მატჩებს უკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ცხადაძე გერმანიასთან ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის მატჩამდე ეროვნულ გუნდს
25 მარტს, მალტასთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში გაუძღვება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
უკომენტაროდ...
del piero 10
05 მარტი 2015 12:15
0
ზოგადად შენი ქვეყნის ნაკრების წარუმატებლობა არუნდა გიხაროდეს მიუხედავათ იმისა საბჭოეთის დროინდელი ფეხბურთელი იქნება გუნდში თუ დღევანდელი ნუ ეხლანდელებზე ისე ნაკლებად შეიძლება თქვა ფეხბურთელები ისე ამ კაცტან რაგინდა როცა დღევანდელი ფედერაციის მესვეურებიც იგივეს ამბობენ აქაოდა საბჭოეთის დონის ფეხბურთელები არა მარასაშუალო ევროპულ დონეს ოდესმე მივაღწევთო.ყიფოს დარასელიას მაჩაიძის გუცაევის შენგელიას სულაქველიძის მესხის მეტრეველის ქინქლაძის არველაძის ქვეყანამ თუ საშუალო ევროპულ დონეზე უნდა ითამაშოს და ესარის ამ ფედერაციის ნატვრა გავარტყი ეგეთ ფეხბურთს.
qutaiseli
04 მარტი 2015 09:26
0
ეხლა ვეძებდი იმ სტატიას და იმ სიტყვებს მაგრამ ვერ ვიპოვე, არადა ზუსტად მახსოვს შეეკითხნენ ქართულ ფეხბურთის მომავალს ხედავთო? და - არაო, რადგან (თითი დაადო ) კალაძე -კობიაშვილი ეს საბჭოთა სკოლა იყოო, და ამ სკოლის ინერცია უკვე დაიკარგაო. ნეტა ვცდებოდე ამ კაცთან მიმართებაში. ან შეარბილეს იმ ინტერვიუს სიტყვები ან წაშალეს.


ისე საფეხბურთო ექსპერტებმა ყველამ იცის, რომ მთელ საბჭოთა კავშირში ბევრი ხალხი თამაშობდა ფეხბურთს, მაგრამ რასაც ქვია საფეხბურთო სკოლა იყო მარტო სამი: რუსული, უკრაინული და ქართული.

ჩემპიონატი იყო ერთი, და იმ დონის ინერცია დაიკარგა.
Zviadi
04 მარტი 2015 01:47
0
ეს ის არ არის? ამ 2 3 წლის წინ დინამოს ზეიმზე რომ ჩამოვიდა და ინტერვიუში ასე გვითხრა ქართველებს ფეხბურთში მომავალი არა გაქვთო, კალაძე არველაძე კობიაშვილი (ქინქლაძე არ უთქვია) ეს საბჭოთა სკოლა იყოო და ეხლა საბჭოთა სკოლა აღარ გაქვთო და არაფერი გეშველებათო. გეტირებათ ყოფაო.

აი ამიტომ, ძალიან მიხარია რომ მაგ თაობამ ვერაფერი მოიგო, იმიტომ რომ საბჭოთა სკოლას მიეწერებოდა ეგ წარმატება.

ეხლა გახდა კარგი კაცი?

ამისთანებს უნდა დავუმტკიცოთ ჩვენი შრომით და ბრძოლით.
Zviadi
03 მარტი 2015 19:03
0
ერთხელ უტკინი შემხვდა მოსკოვში , ავტოგრაფი ვთხოვე , უარი არ უთქვამს , ძალიან თბილად მოიხსენია ქართველები , ეს კაციც მიამატეთ ანდრონოვს და მელნიკოვს , ვისაც არ გაქვთ მისი სტატია წაკითხული დავით ყიფიანზე აუცილებლად ნახეთ , რუსებიც არიან საღად მოაზროვნენი ,მაგრამ ცოტანი .ყველა კაი ხალხს გაუმარჯოს
stabiluroba
03 მარტი 2015 17:49
0
GIA-ს ვეთანხმები ანდრონოვი და მელნიკოვი მაგრად ქომაგობდნენ ქართველებს.ზოგჯერ ზედმეტადაც:). თან მაგარი პროფესიონალები არიან. დიმა უკაცრავად:)
გიორგი როსსონერო
03 მარტი 2015 16:17
0
ვეთანხმები გიას
Jano
03 მარტი 2015 16:08
0
კი, ალექსეი ძალიან კარგი ადამიანი და ქართველი ფეხბურთელებისადმი სიმპატიით განწყობილი კომენტატორია, რასაც ვერ ვიტყვი სხვა რუს კომენტატორებზე (იყო ერთი ასეთი – გუსევი და უფრო ადრე, სტაჟიან გულშემატკივრენს ემახსოვრებათ – გიორგი სარქისიანცი).
ok
03 მარტი 2015 16:00
0
მაზოხისტი ყოფილა.
heheeee
03 მარტი 2015 15:26
0
გიორგი-ს

არაა ძმაო ასე, ნტვ-ფუტბოლის ყველა სტაჟიან მაყურებელს ემახსოვრება ალექსეი ანდრონოვი რამდენად გულწრფელად ქომაგობდა ქართველებს და ბუნდესლიგელ ქართველებს მითუმეტეს (კობიაშვილი,იაშვილი,ცქიიშვილი,ზამთარაძე,არველაძე).ეს და მელნიკოვი არასოდეს თვალთმაქცობდნენ ქართველებთან მიმართებაში.
gia
03 მარტი 2015 15:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული