მეტოქეთა ბანაკებში: მსოფლიოს ჩემპიონები თბილისში 27 მარტს მოდიან

AutoSharing Option
ფოტოზე: გერმანელთა თავკაც იოაჰიმ ლიოვს რჩეულთა სია ჯერ არ გამოუმზეურებია
ახლოვდება სანაკრებო ბატალიები. 25 და 29 მარტს საქართველოს ეროვნული გუნდი თბილისში ორ მატჩს გამართავს - ჯერ მალტასთან ამხანაგურად, მერე კი მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთან. ითამაშებენ ჩვენი შესარჩევი ჯგუფის სხვა მეტოქეებიც.

ქვემოთ მომავალი მატჩების წინ დასახელებულ შემადგენლობებს გაეცნობით, მანამდე კი ორიოდ სიტყვით გერმანიის ნაკრებზე, რომლის მთავარ მწვრთნელ იოაჰიმ ლიოვს რჩეულთა სია ჯერ არ გამოუმზეურებია.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ გიორგაძემ გვითხრა, გერმანიის ეროვნული ნაკრები თბილისში 27 მარტს, საღამოს ჩამოვა. ბუნდესნაკრები
სასტუმრო "რედისონში" დაბინავდება. გერმანელები თბილისში ერთადერთხელ, მატჩის წინა დღეს, 28 მარტის საღამოს ივარჯიშებენ. პრესსამსახურმა გვაცნობა ისიც, რომ გერმანულ დელეგაციაში სამოცზე მეტი ჟურნალისტი იქნება.

ჩვენამდე, 25 მარტს, ლიოვის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში (კაიზერსლაუტერნი) ავსტრალიას ეთამაშება.

საქართველო-გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთების თაობაზე ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.

მალტა
25 მარტს მალტასთან კახა ცხადაძის სადებიუტო მატჩია. 16 მარტს მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პიეტრო გედინმა დაასახელა შემადგენლობა, რომელსაც ჯერ საქართველოს წინააღმდეგ ათამაშებს, სამი დღის თავზე კი ევროშესარჩევი ციკლის მატჩში აზერბაიჯანთან დაპირისპირებისთვის მოამზადებს:

მეკარეები: ჯასტინ ჰაბერი (ბირკირკარა), ანრი ბონელო (ჰიბერნიანსი), ენდრიუ ჰოგი (კალონი, საბერძნეთი), გლენ ზემიტი (შლიემა);
მცველები: ენდრიუ აგიუსი, კლეიტონ ფაილა (ორივე - ჰიბერნიანსი), სტივ ბეზინა (ბალზანი), სტივ ბორგი, ჯონათან კარუანა, რაიან კამილერი (ყველა - ვალეტა), რაიან კამენზული, ზახ მუსკატი (ორივე - ბირკირკარა), იურგენ პისანი (პიეტა);
ნახევარმცველები: - კონორ ბორგი, სტივ პისანი (ორივე - ფლორიანა), როდერიკ ბრიფა, რაიან ფენეჰი (ორივე - ვალეტა), პოლ ფენეჰი, როვენ მუსკატი (ორივე - ბირკირკარა), ბიორნ კრისტენსენი (ჰიბერნიანსი), მარკ შკერი (შლიემა);
თავდამსხმელები: ენდრიუ კოენი, ჟან პოლ ფარუჯა, ჯოზეფ მბონგი (ყველა - ჰიბერნიანსი), ალფრედ ელფბორგი (კორმი), ანდრე შკემბრი (ომონია, კვიპროსი).

პოლონეთი
პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც 29 მარტს სტუმრად დაუპირისპირდებიან ირლანდიის მთავარ გუნდს. სიაში სულ 28 მოთამაშეა, აქედან 6 - სარეზერვო.

პოლონელთა სრული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: არტურ ბორუცი (ბორნმუთი, ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი (სუონსი, ინგლისი), ვოიცეხ შჩესნი (არსენალი, ინგლისი);
მცველები: ტიაგო ციონეკი (მოდენა, იტალია), კამილ გლიკი (ტორინო, იტალია), რაფალ იანიცკი, გჟეგოჟ ვოიტკოვიაკი, იაკუბ ვავრინიაკი (ყველა - ლეხია), მარცინ კომოროვსკი (ტერეკი, რუსეთი), პაველ ოლკოვსკი (კიოლნი, გერმანია), ლუკაშ შუკალა (ალ-იტიჰადი, საუდის არაბეთი);
ნახევარმცველები: მაცეი გაიოსი (იაგელონია), ტომაშ იედლოვიცი (ლეგია), გჟეგოჟ კრუშოვიაკი (სევილია, ესპანეთი), კაროლ ლინეტი (ლეხი), სებასტიან მილა (ლეხია), სლავომირ პეშკო (კიოლნი, გერმანია), მაცეი რიბუსი (ტერეკი, რუსეთი);
თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, გერმანია), არკადიუშ მილიკი (აიაქსი, ჰოლანდია), ლუკაშ ტეოდორჩიკი (დინამო კიევი, უკრაინა), მიხალ ზირო (ლეგია).
სარეზერვოები: პრემისლავ ტიტონი (ელჩე, ესპანეთი), ტომაშ კეძიორა (ლეხი), ლუკაშ ბროზი, მიხალ კუხარჩიკი (ორივე - ლეგია), კშიშტოფ მაჩუნსკი (გუიჯოუ, ჩინეთი), პიოტრ ზიელინსკი (ემპოლი, იტალია).

ირლანდია
სანაკრებო სია ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმაც გამოაქვეყნა. 29 მარტს "სამყურები" სტუმრად პოლონეთს ეთამაშებიან. ირლანდიას მეოთხე ადგილი უჭირავს ჩვენს შესარჩევ ჯგუფში.

თუ ევროპის პირველობაზე გასვლა გვინდა, პოლონეთს აუცილებლად უნდა მოვუგოთო, - განაცხადა ონილმა. მის რჩეულთა შორის უდიდესი უმრავლესობა ინგლისური პრემიერლიგისა და ჩემპიონშიპის გუნდებში თამაშობს:

მეკარეები: შეი გივენი (ასტონ ვილა), შეინ ფორდი (მილუოლი), კიერან ვესტვუდი (შეფილდ უენსდეი), რობ ელიოტი (ნიუკასლი), დარენ რენდოლფი (ბირმინგემი);
მცველები: ჯონ ოში (სანდერლენდი), პოლ მაკშეინი (ჰალი), სტივენ უორდი (ბარნლი), სიმუს კოულმენი (ევერტონი), მარკ უილსონი (სტოკი), კლარენ კლარკი (ასტონ ვილა), რიჩარდ კეო, საირუს კრისტი (ორივე - დერბი ქაუნთი), ალექს პირსი (რედინგი);
ნახევარმცველები: ეიდენ მაკგიდი, ჯეიმს მაკარტი, დარენ გიბსონი (ყველა - ევერტონი), გლენ უელანი (სტოკი), ჯეიმს მაკლინი (უიგანი), პოლ გრინი (როტერჰემი), უეს ჰულაჰანი (ნორვიჩი), დევიდ მეილერი, სტივენ ქუინი, რობი ბრეიდი (ყველა - ჰალი), ჯეფ ჰენდრიკი (დერბი ქაუნთი), ენტონი პილკინგტონი (კარდიფი), ჰარი არტერი (ბორნმუთი);
თავდამსხმელები: რობი კინი (ლოს ანჯელეს გელექსი, აშშ), კევინ დოილი (ვულვზი), შეინ ლონგი (საუთჰემპტონი), ჯონათან უოლტერსი (სტოკი), საიმონ კოქსი (რედინგი), დერილ მერფი, დევიდ მაკგოლდრიკი (იფსვიჩი), ენტონი სტოუკსი (სელტიკი, შოტლანდია).

შოტლანდია
შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი გორდონ სტრაჩანი გუნდს ჩრდილოეთ ირლანდიასა (ამხანაგური) და გიბრალტართან (შესარჩევი) მატჩებისთვის მოამზადებს. საამისოდ, სტრაჩანმა ამ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: კრეიგ გორდონი (სელტიკი), დევიდ მარშალი (კარდიფი, ინგლისი), ალან მაკგრეგორი (ჰალი, ინგლისი);
მცველები: კრისტოფ ბერა (იფსვიჩი, ინგლისი), კრეიგ ფორსაიტი (დერბი ქაუნთი, ინგლისი), გოდონ გრირი (ბრაიტონი, ინგლისი), ალან ჰატონი (ასტონ ვილა, ინგლისი), რასელ მარტინი, სტივენ უაითეკერი (ორივე - ნორვიჩი, ინგლისი), მარკ რეინოლდსი (აბერდინი), ენდრიუ რობერტსონი (ჰალი, ინგლისი);
ნახევარმცველები: იკეჩი ანია (უოტფორდი, ინგლისი), ბარი ბენანი (ბოლტონი, ინგლისი), სკოტ ბრაუნი, ჯეიმს ფორესტი (ორივე - სელტიკი), დარენ ფლეტჩერი, ჯეიმს მორისონი (ორივე - ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), შონ მელოუნი (ჩიკაგო, აშშ), ჯეიმს მაკარტური (კრისტალ პალასი, ინგლისი), მეტ რიჩი (ბორნმუთი, ინგლისი), ჯონი რასელი (დერბი ქაუნთი, ინგლისი);
თავდამსხმელები: სტივენ ფლეტჩერი (სანდერლენდი, ინგლისი), სტივენ მეი (შეფილდ უენსდეი, ინგლისი), როს მაკკორმაკი (ფულემი, ინგლისი), სტივენ ნეისმიტი (ევერტონი, ინგლისი), ჯორდან როზედი (ბლექბერნი, ინგლისი).

გიბრალტარი
გიბრალტარის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, შოტლანდიელმა დევიდ უილსონმა თავისი პირველი სანაკრებო სია გამოაქვეყნა. მისი გუნდი 29 მარტს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, შოტლანდიას დაუპირისპირდება.

მეკარეები: ჯორდან პერესი (ლაიონზი), ჯეიმი რობა (კოლეჯ ევროპა), დეილი კოლინგი (ლინკოლნი);
მცველები: ჟან კარლოს გარსია, როი ჩიპოლინა, ჯოზეპ ჩიპოლინა, რაიან კაშიარო, ითან ჯოლი (ყველა - ლინკოლნი), დევიდ არტელი (ბალა თაუნი, უელსი), სკოტ ვაისმანი (პრესტონი, ინგლისი), ჯეკ სერგენტი (მანჩესტერ 62);
ნახევარმცველები: ლაიამ უოლკერი, ენტონი ბარდონი, ბრაიან პერესი, დანიელ დუარტე (ყველა - ლინკოლნი), ჯეკ გოსლინგი (ბრისტოლი, ინგლისი), არონ პაიასი, ჯერემი ლოპესი (ორივე - მანჩესტერ 62), ჯეიმი ბოსიო (კოლეჯ ევროპა);
თავდამსხმელები: კაილ კაშიარო, ლი კაშიარო, ჟან პოლ დუარტე (ყველა - ლინკოლნი), ადამ პრისლი (ფარსლი, ინგლისი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფედერაციის საიტი ნამდვილი კოშმარია

რომელზე იწყება თამაში?

ბილეთებს როდიდან გაყიდიან?
გიგა
18 მარტი 2015 20:55
0
აუ გერმანია მოდის) ჩემი ოცნება იყო სულ!
dim
17 მარტი 2015 14:55
0
მალტას რა სატავი ჰყავს///
gio
17 მარტი 2015 14:53
0
პოლონეთი და ირლანდია ორივე გასვლაზე ხვდებიან ერთმანეთს?
dada
17 მარტი 2015 14:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული