შოთა არველაძე: ამის გამო შენს ნაკრებს არ უნდა დაუსტვინო

AutoSharing Option
მალტასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე თამაშის დეტალებს დიდხანს არჩევდა შოთა არველაძესთან ერთად.

თურქეთის სუპერლიგის "ქასიმფაშადან" წამოსული არველაძე თამაშს ყურადღებით ადევნებდა თვალს. მატჩის შემდეგ მან "ლელოს" თავის მოსაზრებები გაუზიარა...

- ჩვენი ნაკრების თამაშს როგორ შეაფასებდით?
- თამაშის დროს, კახამ ტაქტიკა ორჯერ შეცვალა, მეორე ტაიმში კი 4-4-2-ით დაიწყო და მერე მისი სხვა ნაირსახეობაც გამოსცა
და. იქ შეიძლება, ლევან ყენია ათამაშო მოხეტიალე ფორვარდად ან წინწაწეულ ნახევარმცველად. სხვა ვარიანტებიც გამოიყენა და ეს მრავალფეროვნება მომეწონა.

- რა დადებითი მომენტი დაინახეთ ნაკრების თამაშში?
- დავიწყებ იმით, რომ ბურთი კარგად გვეჭირა, "სტანდარტულებიც" კარგად გამოგვდიოდა და საკმაოდ ბევრი მომენტიც შევქმენით. მალტელები კარში 11 კაცით იდგნენ და ჩვენს ბიჭებს გატანა ამიტომაც უჭირდათ. არადა, ანგარიში პირველივე ტაიმში რომ გაგვეხსნა, კიდევ 3-4 გოლს გავიტანდით.

მალტელებს ერთი კუთხური და ერთი მომენტი ჰქონდათ და ეს ნუ გაგვიკვირდება. ნაკრებმა ორ-სამჯერ ივარჯიშა და ბუნებრივია, ჯერ ბევრი რამაა დასახვეწი. მაგრამ ამისთვის შენს ნაკრებს არ უნდა დაუსტვინო. ახალი მწვრთნელია, გუნდი შენდება და მხარდაჭერა სჭირდება.

ყველაზე მეტად, მე ფეხბურთელებისა და მწვრთნელის დამოკიდებულება მომეწონა. და ისიც, იცოდნენ, რა უნდოდათ. მიმაჩნია, რომ კარგი დასაწყისია და კახას წარმატებებს ვუსურვებ.

- ახალწვეულებზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ნავალოვსკის საქართველოს ნაკრებში ადრე უთამაშია, მაგრამ ჩვენი მოქალაქე აღარ იყო და მადლობა გიორგი მარგველაშვილს, პასპორტი ძალიან სწრაფად და უპრობლემოდ რომ მისცა.

მახარაძეც ძალიან მომეწონა. კარგად ჩაერთო თამაშში ძალამიძეც. მაგრამ ეს თამაში საზომად ვერ გამოდგება, მთავარია, თავი ოფიციალურ შეხვედრებში გამოიჩინო. იმედია, ასეც მოხდება. საამისოდ, მათ ყველაფერი აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
Gàmarjveba bicheboooo!!!!!!
gagvaxaret ra ikneba
28 მარტი 2015 19:25
0
ამერიკელი ამას ლაპარაკობს.ფუი
fxxxxx
28 მარტი 2015 16:24
0
უკანონო, უპრინციპო ქვეყანა. ასე მომპალ საფუძველზე არაფერი შენდება.

ხელით თამაში მიუგებელია. ეს არის კანკავა-ესეთია კაციაო რომ აპიარებთ.

.. ჟურნალისტები.
ამერიკელი
28 მარტი 2015 15:38
0
მნიშვნელობა როგორ არ აქვს რით გაიტანა, სხვა შემთხვევაში ამისათვის შეიძლება გაეგდოთ კიდეც.და არველაძისათვისაც არ ნგონია ერთი იყოს რით გაიტანენ, თორემ მაშინ თავის გუნდს რატომ თხოვდა გოლის გაშვებას?
giorgi
28 მარტი 2015 14:39
0
რაგჭირთ ხალხნო რამნიშვნელობა აქ რითი გაიტანა ხომ გაიტანა!!!!!!! თან ერთადერთი გოლი არ ყოფილა მაგის და ვერავინ იტყვის რომ, არა კანკავას ხელით გატანილი ბურთი ფრე მორჩებოდაო!!!!! თან არველაძეც მართალია პირველ ტაიმში რომ გაგვეტანა მართლა ამოვტენიდით მერე იმიტომ რომ, 11ივე ფეხბურთელი კარში იდგა როგორც ჩვენ ესპანეთთან საფრანგეთთან და კიდევ ბევრ გუნდებთან!!!!!! ესეც გაითვალისწინეთ კარგად
P.s. ეგეც საკამათოა რითი გაიტანა კანკავამ გოლი
svani_7
28 მარტი 2015 12:18
0
სამარცხვინოები Aრიან. კანკავას ეგრევე შეეტყო რომ დაიბნა. არც გოლს აღნიშნავდა თავიდან. ამათ კიდევ FარჩAკი კომენტატორებიანად, გაატარეს. პირიქით გაუხარდათ. ჩვენს სასარგებლოდ შეცდეს ვინმე Dა რა გვიჭირსო. Mართლა Gაჭირვებულები.
Odala
28 მარტი 2015 11:53
0
რატომ არ სვამთ კითხვასრატომ არ აკეთებენ კომენტარს ხელით გატანილ გოლზე?! მალტის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე 86-ე წუთზე კაპიტანი, რომ გოლს ხელით გაიტანს და ამას გაატარებს
mmg
28 მარტი 2015 11:27
0
ფიზიკისთვის ჩამოიყვანეთ უკრაინიდან მწვრთნელები!ნახეთ გუშინ რას დარბოდა უკრაინა?!ფიზიკის გარეშე ვერ ,,გავფრინდებით,,!
akhali
28 მარტი 2015 11:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული