კახა მახარაძე: მე უზბეკეთში ვთამაშობ და უცებ, მსოფლიოს ჩემპიონები...

AutoSharing Option
გერმანიასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების ზოგიერთი მოთამაშე გამოვკითხეთ. წინასწარ ვიტყვით, რომ მათ საერთო აზრი აქვთ - ნაკრებს მეტი შეუძლია, მაგრამ გუნდს ჩამოსაყალიბებლად დრო სჭირდება...

კახა მახარაძე სტადიონს გულდაწყვეტილი ტოვებდა. ტაშკენტის "ფახთაქორის" ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ გერმანიასთან შეხვედრას საკუთარ აქტივში ვერ ჩაიწერს.

"ძალიან მძიმე თამაში გვქონდა და გამიჭირდა. მე უზბეკეთის ჩემპიონატში ვთამაშობ და უცებ მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ გამოსვლა ძალიან ძნელი აღმოჩნდა.

რა დასამალია და, ამის გამო თავიდან მთელი გუნდი ზედმეტად დაძაბული ვიყავით. ისიც სათქმელია,
რომ მეტოქეს ბევრ თავისუფალ ზონას ვუტოვებდით.

მდგომარეობა მეორე ნახევარში ოდნავ მაინც გამოსწორდა. გუნდი ერთი კვირის შეკრებილია, ახალ სათამაშო სქემას ამუშავებს და არა მგონია, სწრაფი გარდაქმნა რეალური იყოს. ამას დრო და მუშაობა სჭირდება. მომავალს იმედიანად ვუყურებ", - ამბობს მახარაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
Eს კომენტარი შენ გეძღ ვნება ნიკო. რასქვია როგორ შ ე ი ძ Lება ნაკრების ფეხბურთEლები სხვადა სხვა GუნდშI თAმაშობდეს???? ფეხბურთზე კიარა მოტობურთზე ილაპარაკე იქნებ სწორი პასუხი Gასცე ფილმი ცისფერ მთებში დაინტერესებულ კანტორის უფროს !!!! ფეხბურთI არაა შEნი საქმე ;)
Lambada
01 აპრილი 2015 02:58
0
მალტაც მსოფლიო დონის ნაკრებია იქაც უამრავი შეცდომები,რომ დაუშვი?
zura
31 მარტი 2015 22:42
0
საქართველოში ფეხბურთი მკვდარია რომ გამოცოცხლდეს,მთავარია პირველ რიგში ქვეყანა დალაგდეს, ფეხბურთი კი თავისთავად მოვა. ვის გაუგია, ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელების დიდი უმრავლესობა სხვადასხვა გუნდებში თამაშობს. რომელმა მწვრთელმა უნდა შეაკოწიწოს ისინი რომ ერთმანეთს გაუგონ, გამორიცხულია, მაშინ იგი მწვრთნელი კი არა ღმერთი იქნება.
Niko
31 მარტი 2015 22:01
0
ეგ არის ცუდი დაბნეული თამაში, რაც უფრო თავისულად იქნებით მით უფრო მეტი სისხლი გექნებათ ძარღვებში. ყველა თამშის დროს ისეთი შთაბეჭდილება მექმნება ხელი რომ გაგიჭრათ სისხლი არ წამოვა თქო.
გოგი
31 მარტი 2015 17:31
0
ბიჭებო,

თქვენ გულით თამაში გააგრძელეთ, თავი არ დაზოგოთ და ყველაფერი იქნება. მთავარია აზრიანი ფეხბურთი ითამაშოთ. კარში ჩაყენებული ავტობუსით თამაშის დედაც. რასაც ქეცბაია აკეთებდა ბოლოს ეგეთი არც ფრე მინდა და არც "მინიმალურად წაგება". იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რო გამოვიდოდა მერე და საკუთარ ფეხბურთელებს დასცინოდა. კარგი რა!
წარმატებები
31 მარტი 2015 16:45
0
perfect
საკუთარი შეცდომის (ამ შემთხვევაში სუსტი თამაშიც) აღიარებაც ღირსეული საქციელია და დასაფასებელია.

ქომაგი
31 მარტი 2015 13:10
0
მალადეც კახა.ადამიანმა გამოვიდა და თქვა რომ ვერ გავქაჩე სათანადოდო.მე ძალიან მომეწონა ორივე მატჩში,მარტო იმიტოა დასაფასებელი, ნაკრებში გამოძახებამდე რომ თქვა,ფახთაქორმა რომც არ გამომიშვას მაინც ჩამოვალო მაკრებშიო.წარმატებები და წინსვლა.
gio
31 მარტი 2015 12:32
0
ამ ბიჭის წინააღმდეკი არაფერი მაქვს მარა პატრიოტიზმი არ ნიშნავს კლასს , არა ეს იმდ ონის მოტამაშე ნაკრებში თამშს იმსახურებდეს.........
ეხ
31 მარტი 2015 12:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული