მუნდიალი 2018: საქართველო VI კალათაში - ასე არასოდეს დავცემულვართ...

AutoSharing Option
25 ივლისს სანკტ-პეტერბურგში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება. 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე კი რუსეთი პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებს.

ევროშესარჩევ ციკლში მოვლენები ასე განვითარდება: 52 ნაკრები გადანაწილდება 9 ჯგუფში. შეიქმნება 7 ექვსგუნდიანი და 2 ხუთგუნდიანი ჯგუფი. გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, 8 მეორეადგილოსანი კი ოთხ საპლეიოფო წყვილს შექმნის.

ევროპის ზონაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 2016 წლის 4 სექტემბერს დაიწყება და 2017 წლის 10 ოქტომბერს დასრულდება, ხოლო პლეი ოფები ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

კალათები 9 ივლისს
გამოქვეყნებული ფიფას რეიტინგის მიხედვით შედგება, თუმცა ჩვენთვის მაინც არაფერი შეიცვლება - საქართველოს ნაკრები, არსებობის ისტორიაში პირველად, მეექვსე კალათაში იქნება.

ცვლილებები არც სხვა ნაკრებებს შეეხებათ.

ნაკრებები კალათების მიხედვით ასე არიან გადანაწილებულნი:

პირველი კალათა:
გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, ინგლისი, ესპანეთი, უელსი, ხორვატია;
მეორე კალათა: იტალია, ავსტრია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ისლანდია, დანია, ბოსნია;
მესამე კალათა: პოლონეთი, უკრაინა, შოტლანდია, უნგრეთი, შვედეთი, ალბანეთი, ჩრდ. ირლანდია, საბერძნეთი, სერბეთი;
მეოთხე კალათა: თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ირლანდია, ნორვეგია, ბულგარეთი, ფარერები, ჩერნოგორია, ესტონეთი;
მეხუთე კალათა: კვიპროსი, ლატვია, სომხეთი, ფინეთი, ბელარუსი, მაკედონია, აზერბაიჯანი, ლიტვა, მოლდოვა;
მეექვსე კალათა: ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, საქართველო, მალტა, სან მარინო, ანდორა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
სიჭინავა რაშუაშია ამათმა ფეხბურთის თამაში არ იციან და სიჭინავამ რა ქნას?!საქართველოს ყველა ნაკრებს შეუქმნა საუკეთესო პირობები რომ ივარჯიშონ კარგად.სხვა რომ მოვა რას იზავს ერთი ამ კითხვაზე გამეცით პასუხი?
benni sanches
19 ივნისი 2015 11:23
0
ეს უკვე კატასტროფაც აღარაა, უფრო მეტია, სიჭინავა უნდა გავაგდოთ პანღურით თავისი მარადფედერაციაში მჯდომი გუნდით, არ უნდა დაველოდოთ არჩევნებს, თუნდაც 2 დღით ადრე გავაპანღუროთ რომ მერე, ოდესმე, არ დაიკვეხნოს მე ვიყავი ფედერაციის პრეზიდებტიო. თუ პანღურამორტყმული იქნება ვეღარ "იბლატავებს"
goga
19 ივნისი 2015 09:45
0
ფედერაცია უუნარო, ნაკრები სამარცხვინო, ვინ არის ეს ხალხი საერთოდ.ფედერაციის ნაგვებო გაეთრიედ მაგ შენობიდან, მოშორდით თქვე უვარგისებო.
გიორგი
19 ივნისი 2015 09:36
0
ცჰხერიმელა ხარაგაული, იმერეტი ხონი, სულორი ვანი.....საქარტველო. ვაიი ტქვენს პატრონს
soso
19 ივნისი 2015 09:07
0
გიბრალტარი სადაა ტო ?????????
grafi
19 ივნისი 2015 03:25
0
ჩამოიყვანეთ ის ლუკა ჰუფნაგელი,აკაკი გოგია,მათ გერმანული დისციპლინა მაინც აქვთ გამოგვადგებიან,ჩამოიყვანეთ გიგოლაევი,ოსები ქართული ფეხბურთის ნაწილი არიან,თანაც ეს ბიჭი თბილისშია დაბადებული,ჩამოიყვანეთ ვაკო გვილია,უკრაინულ ფეხბურთშია გაზრდილი და დისციპლინა იქ ჩვენზე მაღალია და გამოგვადგება,გაყარეთ ეს ოქრიაშვილები,ჭანტურიები და მისნაირი აპარტავნები რომლებსაც არაპერი გაუკეთებიათ და თავი ვარსკვლავებაD მოაქვთ!!!რა უბედურებაა მე6ე კალათა,ავღანეთმა და ფარერებმა გაგვისჭრეს,ესეიგი,სომხეთი ან აზერბაიჯანი რომ შეგვხვდეს ჯგუფში უნდა გვეშინოდეს?!!!!ფუუუუუუუუ
Bacho
19 ივნისი 2015 02:15
0
ფეხბურთელებს არა ფედერაციას უნდა რცხვენოდეს!!!
Bacho
19 ივნისი 2015 01:57
0
ფარერებმა ბერძნებს ორივე თამაში მოუგეს და შენ გგონია ჩვენ რამე სანსი გვაქვს?
Tato
18 ივნისი 2015 21:18
0
ჩვენი ნაკრებისთვის უნდა იყოს ცალკე კალათა. ნამუსგარეცხილები ან რამე მასეთი უნდა ერქვას :))) რა მოლდოვა, რის ფარერები, დღესდღეობით ჩვენ ნაკრებს კამბოჯის 17 წლამდელთა ნაკრები გადაუვლის.თან ჩვენი "ფეხბურთელები" იტყვიან არ გაგვიმართლაო...
Goga
18 ივნისი 2015 20:42
0
ფეხბურთელებო წინ ,უკან არ მოიხედოთ
reso
18 ივნისი 2015 20:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული