ევროშესარჩევ ციკლში მოვლენები ასე განვითარდება: 52 ნაკრები გადანაწილდება 9 ჯგუფში. შეიქმნება 7 ექვსგუნდიანი და 2 ხუთგუნდიანი ჯგუფი. გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, 8 მეორეადგილოსანი კი ოთხ საპლეიოფო წყვილს შექმნის.
ევროპის ზონაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 2016 წლის 4 სექტემბერს დაიწყება და 2017 წლის 10 ოქტომბერს დასრულდება, ხოლო პლეი ოფები ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.
კალათები 9 ივლისს
ცვლილებები არც სხვა ნაკრებებს შეეხებათ.
ნაკრებები კალათების მიხედვით ასე არიან გადანაწილებულნი:
პირველი კალათა: გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, ინგლისი, ესპანეთი, უელსი, ხორვატია;
მეორე კალათა: იტალია, ავსტრია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ისლანდია, დანია, ბოსნია;
მესამე კალათა: პოლონეთი, უკრაინა, შოტლანდია, უნგრეთი, შვედეთი, ალბანეთი, ჩრდ. ირლანდია, საბერძნეთი, სერბეთი;
მეოთხე კალათა: თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ირლანდია, ნორვეგია, ბულგარეთი, ფარერები, ჩერნოგორია, ესტონეთი;
მეხუთე კალათა: კვიპროსი, ლატვია, სომხეთი, ფინეთი, ბელარუსი, მაკედონია, აზერბაიჯანი, ლიტვა, მოლდოვა;
მეექვსე კალათა: ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, საქართველო, მალტა, სან მარინო, ანდორა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"