კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორ უახლოეს შეხვედრას შოტლანდიასა (თბილისი, 4 სექტემბერი) და ირლანდიასთან (დუბლინი, 7 სექტემბერი) გამართავს. ამ ორი მატჩისთვის ეროვნული გუნდის თავკაცმა კახა ცხადაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრები, არასრული შემადგენლობით, პირველ ვარჯიშს დღეს, საწვრთნელ ცენტრ „ბასაზე“ გამართავს. 3 სექტემბერს კი, 19 საათზე, ცხადაძე „დინამო არენაზე“ შოტლანდიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გვეპატიჟება. საქართველოს ნაკრების ვარჯიში 19:30 საათიდან დაიწყება და მხოლოდ 15 წუთით გვექნება მისი ხილვის საშუალება.

საქართველო-შოტლანდია „დინამო არენაზე“ 4 სექტემბერს, 20 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები
- ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი ლორია (უკლუბოდ), გიორგი მაკარიძე (ფეირენშე, პორტუგალია);

მცველები - გიორგი ნავალოვსკი (დილა), გიორგი ფოფხაძე (ფლამურტარი, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (ქარშიაქა, თურქეთი), ზურაბ ხიზანიშვილი (ინტერი, აზერბაიჯანი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (ომონია, კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ);

ნახევარმცველები - მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), სანდრო კობახიძე (ვოლინი, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი მერებაშვილი (ვერია, საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), მათე ცინცაძე (დინამო თბ);

თავდამსხმელები - ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ბაჩანა ცხადაძე (ფლამურტარი, ალბანეთი), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია).
მკითხველის კომენტარები / 19 /
ჭანტურია ავად არის ხომ არ იცის ვინმემ' როცა ითამაშა გამორჩეული იყო, უბრალოდ მაინტერესებს
forca
04 სექტემბერი 2015 14:54
0
რა ხიზანიშვილიიიიიიიიიიიიიიიიიიიი?!
Raul
02 სექტემბერი 2015 16:56
0
ებრალიძეს ძალამიძე ჯობია. კარგი სეზონი ჩაატარა და თან უკეთეს ლიგაში გადავიდა. სად პორტუგალიის მეორე ლიგა და სად თურქეთის უმაღლესი ლიგა.
სმტ
01 სექტემბერი 2015 16:13
0
ბაჩანა კოაჩიჩი არის რაც მთავარია გამოძახებული
bogdan
01 სექტემბერი 2015 15:02
0
მიხეილ ალავიძე დააყენეთ კარში ჯობია რეგულარულად თამაშობს და არის ბათუმის დინამოს სტაბილურობის გარანტი რომელიც გოლს არ უშვებს კარში თითქმის საერთოდ და გასულ წელს რომ დინამო ბათუმი მეორეზე გავიდა მაგის დამსახურებაა, უბრალოდ თამაშებს უყურეთ და ამაში თვითონ დარწმუნდებით ადამიანი კი არა კატაა
mixeili
01 სექტემბერი 2015 12:54
0
ყველა თამაშში პროგრამა მინიმუმი უნდა იყოს გოლის გატანა რომ ისწალონ ფეხბურთი,ჯობია გოლი გავიტანოთ და წავაგოთ ვიდრე უგოლო ფრე, ვისაც ფეხბურთი აინტერესებს და არა შედეგი დამეთანხმება!!!
gia
01 სექტემბერი 2015 11:13
0
სირაძეზე შედეგიანი თავდამსხმელი არ მახსოვს, არველაძეს და დემეტრაძეს თუ არ ჩავთვლით!
gia
01 სექტემბერი 2015 11:10
0
და ჭანტურია აგარ ჯობია ბაჩანა ცხადაძეს? ახლოს ჩვენ ვერ მივდივართ კართან და შორიდან კარგად მაინც ურტყავს...
/??
01 სექტემბერი 2015 03:28
0
dave? ებრალიძეს კიკინა აქვს და მას მოკითხე ნუ ახურებთქო ... არ შეიძლება ყველაპერი მისაღები გახდეს საქართველოში,გაიგეთ ეს ყველამ,ვხვდები რომ მისი ახლობელი ხარ და ჯობია ურჩიო ჯობია გადაიხოტრო თმათქო ვიდრე ეს *** კიკინა იქონიოთქო....
Bacho
31 აგვისტო 2015 17:49
0
ძალამიძეს რატო არიძახებს?
სმტ
31 აგვისტო 2015 17:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული