საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ახალ რეიტინგში 7 საფეხურით დაწინაურდა. საქართველოს ნაკრებს, წინა თვის მსგავსად, კვლავ 165 ქულა აქვს, მაგრამ ამჯერად 147-ე ადგილზე იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში "ჯვაროსნებს" მატჩები არ ჩაუტარებია.
საუკეთესო ათეულში ერთი ცვლილებაა: მე-8 ადგილზე ინგლისის ნაცვლად ჩილეა, ხოლო ჩილეს ადგილზე უკვე ინგლისის ნაკრებია.