ევრო 2016. შესარჩევი. D ჯგუფი. VII ტურის წინ: შურის საძიებლად

AutoSharing Option
დღეს იმ ევროშესარჩევ ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ორი მატჩი გაიმართება. თუ ირლანდია აუცილებლად მოუგებს გიბრალტარს, დიდი ბრძოლა იქნება გერმანიაში, სადაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი D ჯგუფის ლიდერ პოლონეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

იმის გამო, რომ ადამ ნავალკას პოლონეთმა ოქტომბერში 2:0 მოუგო ბუნდესნაკრებს, ეს უკანასკნელი უთუოდ შურისძიების გრძნობით იწვის.

"ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. უნდა დავამარცხოთ ჯგუფის ლიდერი და თავად ვიგდოთ ხელთ პირველი ადგილი", - ასეთია გერმანიის ნაკრებისა და "ბაიერნის" შემტევის, თომას მიულერის განწყობა. თუმცა, მისივე თქმით, პოლონეთის ნაკრები მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკი არ
არის.

"გერმანიის ნაკრები ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ მის წინააღმდეგ. გერმანია აგრესიულად შემოგვიტევს, მაგრამ ჩვენი იარაღიც იგივე იქნება", - იმუქრება პოლონელთა თავკაცი ადამ ნავალკა.

"ეს თამაში უფრო რთული იქნება, ვიდრე ვარშავული დაპირისპირება იყო. გერმანია უზომოდაა მოტივირებული. ჩვენ ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ საკუთარ შესაძლებლობებზე და არა გერმანიის ძლიერ მხარეებზე", - ეს უკვე რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებია.

ბოლოს დავძენთ, რომ გერმანიის ნაკრებს ტრავმის გამო "დორტმუნდის" ლიდერი მარკო როისი დააკლდება.

ევრო 2016. შესარჩევი. VII ტური. D ჯგუფი
4 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია 20:00
გერმანია-პოლონეთი 22:45
გიბრალტარი-ირლანდია 22:45

7 სექტემბერი
ირლანდია-საქართველო 22:45
პოლონეთი-გიბრალტარი 22:45
შოტლანდია-გერმანია 22:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული