კახა ცხადაძე: გერმანიასთან ამდენი საგოლე მომენტი მთელ შესარჩევში არავის ჰქონია

AutoSharing Option
ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად გერმანიასთან მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კახა ცხადაძემ გერმანიის ნაკრებს გამარჯვება მიულოცა, ქართველ ფეხბურთელებს კი კარგი თამაშისთვის მადლობა გადაუხადა:

"მინდა გერმანიის ნაკრებს გამარჯვება მივულოცო. მინდა ჩემს ფეხბურთელებს დიდი მადლობა ვუთხრა ასეთი ლამაზი ფეხბურთის ჩვენებისათვის.

ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით იმიტომ, რომ ასეთი დონის გუნდთან, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია, მათ თავი ღირსეულად წარმოაჩინეს. ამდენი საგოლე მომენტი, მგონი, მთელი შესარჩევი ციკლის მანძილზე არავის ჰქონია გერმანიის
ნაკრებთან.

მაგრამ გერმანია იმიტომაც არის მსოფლიო ჩემპიონი, რომ მათ კარში ასევე მსოფლიოს ჩემპიონი, მოედანზე კი 10 უმაღლესი დონის ფეხბურთელია.

ჩემთვის მთავარი იყო, თბილისში გერმანიის ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ, დღეს დაგვენახა საკუთარი თავი, რა მდგომარეობაში და რა დონეზე ვიმყოფებით. მაინტერესებდა გამეგო, ვმუშაობთ თუ არა სწორი მიმართულებით" - თქვა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
მადლობა ნაკრებს უკეთესი თამაშისთვის. ამ თამაშში ქულას მაინც ვიმსახურებდით.
ლუკა
13 ოქტომბერი 2015 04:50
0
კახა აი ხიზანიშვილი რომ შემოიყვანე მანდ შეგეშალა, დანარჩენი პროგრესი აშკარაა ხიზანას ადგილი კი ამ გუნდში არ არის
tato
12 ოქტომბერი 2015 21:06
0
ხიზანა, საერთოდ სქემიდან ამოვარდნილს ჰგავდა.შეიზლება არ იყო ცუდი ფეხბურთელი თავის დროზე,მაგრამ ეხლა მისი ადგილი არ არის გუნდში
Guja
12 ოქტომბერი 2015 17:00
0
8-ჯერ დაურტყა პოლონეთმა იმენა კარსჰი ჯიგარსონ
Lado
12 ოქტომბერი 2015 16:12
0
ხიზანას დიდი მადლობა, მაგრამ მისი ადგილი ნაკრებში აღარაა, ცხადაძე ღირსეულად იქცევა, ხიზანამ თვითონ უნდა თქვას უარი.
Giorgi
12 ოქტომბერი 2015 13:26
0
მაინტერესებდა გამეგო, ვმუშაობთ თუ არა სწორი მიმართულებით" - თქვა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე.
სწორად კი მუშაობ მაგრამ კვეკვესკირი რატომ გაიყვანე მაგით წააგე თამაში და გაგვწირე რა დროს ხიზანიშვილია კაი რა
exxx
12 ოქტომბერი 2015 13:16
0
კახა,შენ გუშინ მე ფეხბურთი მეორედ შემაყვარე.მადლობა ამმისთვის.
Zaza
12 ოქტომბერი 2015 12:33
0
სანახაობა კარგი,რეზულტატი ცუდი, მაგრამ ამჯერად ტირილს არ დავიოწყებ.მონდომება იყო.
ეგაა რომ ეს ნერვებ მოშლილი ბიჭები ოქრუაშბვილი და მისი ძმაკაცები, ასე დეკავლიფიცირებული გელაშვილი, ან ასაშორებელია ან გასასწორებელია.
წაიყვანოს ცეცაძემ გელაშვილი სამტრედიაში, ფეხბურთს ასწავლის.
jango
12 ოქტომბერი 2015 11:35
0
მე მგონი მუშაობთ სწორი მიმართულებით. ასე გააგრძელეთ!
vivo
12 ოქტომბერი 2015 10:54
0
კარგი იყო! ყოჩაღ ბიჭებს!
shoda
12 ოქტომბერი 2015 10:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული