[ექსკლუზივი] კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრებში ბრაზილიელ ფეხბურთელს იწვევს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდში თბილისის "დინამოს" ბრაზილიელი ლეგიონერის, რენე ფერეირას მიწვევაზე ფიქრობს.

ცხადაძის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

"მინდა, ორი სიტყვა ვთქვა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ღმერთმა ქნას, დიდხანს ითამაშოს ალეკო ამისულაშვილმა, მაგრამ ადრე თუ გვიან დაასრულებს სანაკრებო კარიერას. დაგვებადა აზრი, რომ საქართველოს ნაკრების სამსახურში ჩავაყენოთ თბილისის "დინამოს" ბრაზილიელი მცველი რენე ფერეირა.

რენეს სამუშაო აქვს, მაგრამ მისი პოტენციალი თვალსაჩინოა. მე
და გიორგი ჩიხრაძე შევხვდით ფეხბურთელს თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელებთან, ლევან ზუხბაიასა და მიხეილ ხუციშვილთან ერთად.

ახლა გარკვეული პროცედურების გავლა იქნება საჭირო. ფიფა-სთანაც იქნება სალაპარაკო... მერე კი, თუ ყველაფერი კარგად იქნა, საქმეში პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა ჩაერთოს. ჩვენ ამ უწყების მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ერთ დღეში მოგვიგვარეს გიორგი ნავალოვსკის საკითხი", - აცხადებს საქართველოს ნაკრების თავკაცი, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

22 წლის რენე ფერეირა თბილისის "დინამოს" ღირსებას 2015 წლიდან იცავს, სადაც "ზესტაფონიდან" გადავიდა. საქართველომდე ბრაზილიელი მცველი "გრემიოსა" (2011) და "კავასაკიში" (2012) თამაშობდა.

იხილეთ ინგლისური ვერსია - A Brazilian may play for Georgian National Football Team

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 47 /
სწორია რა თქმა უნდა, დაცვის ცენთრში ეგ ვიღაცაა და შენი ვაჟი,(წინ მაინც ვერ ქაჩავს და) ერთი ორი არგენტინელი, ორიოდე ჩილელი, ცოტა რუსი არ დაგვავიწყდეს და 90-იანი წლების კალათბურთი (მილოვიდოვი , ბოროდაჩევი, კაპუსტინი,......) ნუ ახლა დერიუგუნი ყოველთვის ჩვენი იყო.
გია
11 იანვარი 2016 19:11
0
ფერეირა ყოველ წელს წლოვანებაში პატარავდება?!
vova
11 იანვარი 2016 18:56
0
რა არი ქართველებო,რატო არ გინდათ ჩემი ნაკრებში თამაში,მიმსახურეთ რა
რენე ფერეირა
11 იანვარი 2016 18:39
0
უცხოეთიდან პირველ რიგში მწვრთნელი მოიწვიეთ, რომელიც ჩვენ ფეხბურთელებს სირბილს ასწავლის და ნახავთ, რომ არავისზე ნაკლებად არ ითამაშებენ.
სირბილის სწავლების ცენტრი
11 იანვარი 2016 18:18
0
90-ან წლებში (დასაწყისში) ნორმალური მეკარის ნატურალიზაცია, რომ გაგვეკეთებინა, აუცილებლად მოვხვდებოდით მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
tngh
11 იანვარი 2016 17:46
0
სავსებით ნორმალურია ნატურალიოზება. თუ ბელგია მიმართავს ამას ჩვენ რატომ არ უნდა ვქნათ. ნუ თუნდაც რამდენიმე პოზიციაზე
brutus
11 იანვარი 2016 17:27
0
ქეცბაიას ვაგინებდით და ეს რაებს აკეთებს,ამისულაშვილით მთავრდება ჩვენი ცენტალური მცველებიიი? გვაბრმავებ შე დალოცვილო თუ რაგინდა,შენი შვილიკოს შემცვლელი რო გენახა ვინმე კიდე ჯანდაბას,ძაან ზედმეტის უფლებას აძლევ მგონი თავს უკვე,,, ბიჭები იზრდებიან და იმედი აქვს ყველას მათი,ისინი ჩვენი მომავალი არიან და შენ კიდე მაგ საქციელით იმ ბიჭების იმედსაც კლავ ვისაც ერთი სული აქ ნაკრების ფორმა მოიგოს,იმდენი ნიჭიერი მცველი გვყავს ახალგაზრდებში რომ უბრალოდ სირცხვილია ასეთი საქციელი,ჩვენ ისინი უნდა გავზარდოთ და მივხედოთ, ასეთი სისულელე ქეცბაიასაც კი არ უთქვამს.
Irakli 88
11 იანვარი 2016 16:28
0
კარგი რა კახი, დახმარებით თუ მიიღებ გეტყვით სამშობლოს გიმნზე და მისთვის თავგანწირულებს. ლორია- რევიშვილი, -2-ალადაშვილი.-3-კაშია.-4-კვირკველია.-5-ამისულაშვილი.-6-ჭანტურია- დუისბურგიდან.-7-ყაზაიშვილი.-8-ოქრუაშვილი.=-9-კანკავა.10-ანანიძე, ან კაჭარავა, თუ ანანიძე ტრავმის მოშუშებას ვერ მოასწრებს.-11-მჭედლიძე.---- სათადარიგონი..12-კობახიძე.-13- ტაბიძე.-14- დონეცკელი ჭანტურია ცაცია.-15- ემპოლელი- რომან ჭანტურია .-16- ლაშა დვალი.-17-დინამოელი დამცველი ჭანტურია.-18-კვეკვესკირი ინტერიდან.-19-რეხვიაშვილი.-20-ფუხნაგელი ფრაიბურგიდან.
ქართლოსი ქუთაისიდან
11 იანვარი 2016 16:01
0
აი რატოა სისულელე ვერ ვხვდები მართლაც კარგი ნაბიჯია კახასგან ეს რა მოხდა ყველა ნორმალურ ნაკრებში ყავთ ნატურალიზირებული ფეხბურთელი და რენეს რაც შეეხება ძან მაგარი ბიჭია და მაგრად მომწონს მე პირადად ეგ და კვირკველია მაგრად დადგებიან და კახას სათამაშოო სტილი რაცაა 3 ცენტრალური მცველი ჭირდება და კაშია კვირკველია რენე არ იქნება ცუდი დაცვა
nika
11 იანვარი 2016 16:00
0
კვირკველია და რენე მაგარი ცენტრი გვეყოლება
vaxo
11 იანვარი 2016 15:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული