დღეს ცხადაძის ბედი წყდება - ნაკრების თავკაცმა და სფფ-ის პრეზიდენტმა ილაპარაკეს

AutoSharing Option
გუშინ, 20 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის შეხვედრა გაიმართა. მოგეხსენებათ, ფედერაცია ეროვნული გუნდის თავკაცს ანაზღაურების ახალ მოდელს სთავაზობს.

ცხადაძემ ამ შეთავაზებას რამდენიმე დღის წინათ უპასუხა. კახა ცხადაძის პოზიცია ასეთია - ის მზადაა, ხელფასი 25 პროცენტით შეიმციროს. მან ეს პირველად "ლელოსთან" ამასწინანდელ საუბარში დააფიქსირა და პოზიცია არ შეუცვლია.

ცხადაძე თავის პოზიციას დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც 13 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში
გაიმართება.

ჩანს, ამ თემას გაგრძელება ექნება. იმედია, ყველაფერი ქართული ფეხბურთისთვის კარგად დასრულდება და ეროვნული ნაკრების ინტერესები არ დაზარალდება.

ცხადაძისა და კობიაშვილის შეხვედრის შემდეგ კომენტარისთვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს დავუკავშირდით. მან ნაკრების თავკაცთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა:

- დიახ, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, ვილაპარაკეთ... ახლა ცხადაძისგან ველოდებით პასუხს... იცით, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მას კონკრეტული წინადადებით მიმართა.

- ცხადაძემ თქვა, რომ მზადაა, ხელფასი 25 პროცენტით შეიმციროს...
- ჩვენი პოზიციაც ცნობილია. ჩვენ მას კონკრეტული მოდელი შევთავაზეთ და ახლა პასუხს ველით...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
ბალეშიკების სახელით დათანხმდი მაგ სისტემას თუ მოგებაზე ბონუსს არ მოგცემენ მერე გვერდით დაგიდგებით ჯერ საქმე არ გაკეთებულა და წინასწარ ფულზე ლაპარაკი ზედმეტია
kaxis
21 იანვარი 2016 13:25
0
რა აათამაშა, სამარცხვინო წაგება ესტონეთთან დაგვავიწყდა?
მხოლოდ წაგება არ იყო ის თამაში, ცუდი სუნი უდიოდა...
თუ, შეხვედრების მოგება შეუძლია და მესამეზე გასვლა (ჰომ ბაქიბუქობს), მაშინ დათანხმდეს შეთავაზებას... იყიდე-გაყიდე ტიპია ძოძუაშვილივით.
გიორგი
21 იანვარი 2016 12:44
0
თუ ვინმეს გონია ცხადაძის ხელში გერმანიას გაუჭირდა ჩვენთან ბრიყვიც არ ეთქმის
saq
21 იანვარი 2016 12:41
0
მიმაჩნია რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ფედერაციის მეწველ ძროხად ქცევის პროცესი. მსოფლიო ჩემპიონის საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელს რაიმონდ დომენეკს 180 000 ევრო ჰქონდა ხელფასი, ხორვატიის ნაკრების მწვრთნელს უფრო ნაკლები და საქართველოს ნაკრების მწვრთნელს რა დამსახურებისათვის უნდა ჰქონდეს 1 500 000 ?
ეს ხელფასი ბევრად აღემატება ამ დონის ნაკრები მწვრთნელის სახელფასო ჭერს.
გასაგებია ცხადაძის პოზიცია, რომ გარანტირებული ხელფასი ურჩევნია ძნელად მისაღწევ ბონუსს.
მიუხედავად იმისა, რომ მართებულად მიმაჩნია ცხადაძის დარჩენა მწვრთნელად, მაინც ამხელა ანაზღაურების გადახდა უაზროა და ვეთანხმები ფედერაციის პოზიციას. მიიღე ნაკლები ხელფასი, აჩვენე შედეგი და მიიღე დიდი ბონუსი.
თუ დათანხმდება ცხადაძე ხომ კარგი და თუ არადა სხვაგან ეძებოს მეწველი ძროხა!
ქომაგი
21 იანვარი 2016 12:32
0
ბ-ნო ალეკო! ეს თქვენი სტატიაა -თენგიზ სულაქველიძე: უკეთეს ჯგუფს ვერც ვინატრებდით!

თენგიზ სულაქველიძე:"სიმართლე გითხრათ, ძალიან გახარებული ვარ. უკეთესს ვერც ვინატრებდით. თუ რამე შეგვიძლია რეალურად, ახლა უნდა ვქნათ. ისეთი ჯგუფია, რომ რაღაცას უნდა მივაღწიოთ...ჩემი აზრით, ჩვენს ნაკრებს შეუძლია იბრძოლოს მეორე ადგილისთვის. მესამე ადგილი კი პროგრამა-მინიმუმი უნდა იყოს"...
გუჯა კახაძე
21 იანვარი 2016 12:32
0
თუ ვინმეს გონია ცხადაძის ხელში გერმანიას გაუჭირდა ჩვენთან ბრიყვიც არ ეთქმის
saq
21 იანვარი 2016 12:28
0
ბალეშიკების სახელით დათანხმდი მაგ სისტემას თუ მოგებაზე ბონუსს არ მოგცემენ მერე გვერდით დაგიდგებით ჯერ საქმე არ გაკეთებულა და წინასწარ ფულზე ლაპარაკი ზედმეტია
kaxis
21 იანვარი 2016 12:12
0
გართული ფეხბურთის საშველი არ იქნება ეხ კობი კობი......
rezi
21 იანვარი 2016 12:10
0
კობიც მარიონეტი ხდება
zuriko
21 იანვარი 2016 12:08
0
თავი დაანებეთ ცხადაძეს...კობიაშვილმა იმედები გაგვიცრუა...
rezi
21 იანვარი 2016 12:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული