"სპორტის მინისტრმა პირადად მითხრა - შენთვის ხელფასის გადახდას არ ვაპირებო"

AutoSharing Option
დღეს, 21 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მასსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული დაძაბულობის მიზეზი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.

ცხადაძის თქმით, მაშინ, როცა მან ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ეროვნული გუნდის ფეხბურთელთა ფინანსურ მოტივაციაზე ისაუბრა, სპორტის მინისტრმა მას განუცხადა, რომ მის დაფინანსებას არ აპირებს. ცხადაძის თქმით, მისი შეცვლის მთავარი ინიციატორი სწორედ სპორტის მინისტრია.

"ყველაფერი დაიწყო ერთ-ერთი ტელევიზიით ტარიელ ხეჩიკაშვილის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადებით, რომლის თანახმადაც,
უნდა დამკვიდრდეს საბონუსო სისტემა, ანუ მწვრთნელის ხელფასი უნდა შემცირდეს.

ამის შემდეგ ჩვენ ერთ-ერთ ღონისძიებაზე პრივატულად ვისაუბრეთ და მან პირდაპირ მითხრა - შენთვის ხელფასის გადახდას არ ვაპირებო.

ვფიქრობ, აქედანვე იკვეთება მინისტრის დამოკიდებულება ჩემსა და იმ ადამიანის მიმართ, ვინც უნდა, რომ ჩამანაცვლოს", - განაცხადა ცხადაძემ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, თუ ვისი დანიშვნა შეიძლება სურდეს მის ნაცვლად სპორტის მინისტრს.

ცხადაძემ მისსა და ლევან კობიაშვილის ურთიერთობაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის დარჩენა-არდარჩენის საკითხს ფედერაცია გადაწყვეტს.

"ჩემსა და ლევან კობიაშვილს შორის კარგი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული. ლევანი სუფთა ადამიანია და მესმის მისი - ფინანსურ პრობლემებს გადაწყვეტა უნდა.

თუ მთავრობა ფეხბურთის ფედერაციას გვერდში არ დაუდგა და ფინანსურად თუ არ დაეხმარა, გაუჭირდება. შექმნილ მდგომარეობაში პასუხისმგებლობა სწორედ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ეკისრება.

სამწუხაროდ, არასაფეხბურთო ადამიანს სურს შიდა სამზარეულოს არევა და დიდი იმედი მაქვს, რომ ლევანი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე მას ბოლომდე დავუდგები გვერდში და მსურს, ერთად გავაკეთოთ საქმე.

არ მსურს, ჩემ მაგივრად ხვალ ვინმე მოვიდეს და კვლავ 2 წელი ლოდინი გთხოვოთ. მე დაწყებული მაქვს ეს საქმე და მისი ბოლომდე მიყვანა მსურს", - განაცხადა ცხადაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ჟურნალისტებმა ისიც ჰკითხეს, ესწრებოდა თუ არა მისსა და სპორტის მინისტრის შეხვედრას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რაზეც ცხადაძემ უპასუხა, რომ კალაძე მათ შეხვედრას არ დასწრებია.  

ასევე იხილეთ:
"მე არ მივდივარ, თუ სფფ-ს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა უნდა, თქვას!"
მკითხველის კომენტარები / 37 /
Memgoni xalxma da pexburtelebma ar unda daushvan es, movida sastavi da moundat tavis xalxis mojdoma tanamdebibebze, rogorc arveladzeebi mojdnen ise apireben mojdomas esenic da ar unda davushvat es
Have
21 იანვარი 2016 16:07
0
ეს ხეჩიკაშვილი მართლა საქმის მკეთებელი და სპორტის გულშემატკივარი მეგონა მაგრამ ესეც ერთი ჩვეულებრივი ფულისტი ჩინოვნიკი ყოფილა
987
21 იანვარი 2016 15:59
0
კარგია რომ ერთხელ მაინც გაბედა ვიღაცამ და თქვა სიმართლე. ყველამ თავის რაღაცნაირ მამიდას მოუაროს და შეეშვან ამ კაცს რა. ვარსკვლავებს ვერც ახლა წყვეტს ნაკრები მაგრამ მიზერული წინსვლა მაინც შეიმჩნევა და დააცადეთ მუშაობა რა
1234
21 იანვარი 2016 15:57
0
აცალონ ამ კაცს მუშაობა, ხელშეკრულებით რაც უწერია, ის პირობები უნდა შეასრულონ, სად გაგონილა არ მინდა და ხელფასს არ გადაგიხდიო.. თუ გაუწყვეტენ ხელშეკრულებას, ხელფასის გადახდა მაინც მოუწევთ, ან კომპენსაციის ვადამდე გაწყვეტისთვის..
baxt
21 იანვარი 2016 15:56
0
კახი არ მიაქციო ყურადღება და განწყობა არ გაიფუჭო თორემ ნაკრებზე აისახება:** აქ ერთი კაცის გადასაწყვეტი არ არის ფედერაციასაც ეთქმის სიტყვა (ნუ თუ კობიაშვილსაც უნდა რომ, წავიდეს მაშინ..)
მაგრამ რის საფუძველზე ამბობს ეს კაცი რომ "ხელფასს არ მოგცემ" რა მიზეზით?!!
svani_7
21 იანვარი 2016 15:53
0
გაუშვით რა,ეს არაა თავისით წამსვლელი!!!
wadi raaa
21 იანვარი 2016 15:53
0
ფეხბურტის ფედერაციას დალაგება არ უწერია,მანამ სანამ სახელმწიფო ერევა მის საქმიანობაში,არ შეიზლება ასე,აქამდე არ გავსულვართ არცერთ ჩემპიონატზე და აცადეთ ცხადაძეს 2 წელი რაგაც იმედი არის ჩემი აზრით,,მაგაზე კარგად არავინ იცის ქართული ფეხბურთი
david
21 იანვარი 2016 15:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული