"ქვეყნის ბიუჯეტიდან მწვრთნელებმა მილიონები წაიღეს, შედეგი კი ნულია"

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის განცხადებას დღეს კიდევ ერთხელ ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა.

მინისტრმა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მას ცხადაძის შემცვლელი ჰყავს შერჩეული, აბსურდი უწოდა და დასძინა, რომ კახას მიმართ მას პიროვნული პრობლემები არ აქვს და საუბარი მხოლოდ ფინანსებზეა.

"ის, რომ თითქოს სხვა მწვრთნელი მყავს შერჩეული, აბსურდული ბრალდებაა და კახასგან ძალიან მიკვირს. ძალიან ცუდია, რომ იმ ინსტიტუტებსაც კი არ სცემს პატივს,
რომელსაც თავად წარმოადგენს. მისი განცხადებით ჩანს, რომ ფედერაციის აღმასკომი სიტუაციას ვერ მართავს, ეს კი დადებითად ნამდვილად ვერ შეფასდება. ძალიან ცუდია ისიც, რომ ფედერაციის პრეზიდენტის და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ურთიერთობები ასე საჯაროდ გამოდის. მხარეებმა ვერ შეძლეს მოლაპარაკებების მაგიდასთან მოეგვარებინათ ეს საკითხები.

მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მინდა საზოგადოებამ სრულად გაიგოს ეს: პიროვნულად და პერსონალურად კახა ცხადაძისადმი არანაირი პრობლემა არ მაქვს. არ მაქვს პრობლემა არც მის კომპეტენციასთან, არც მის წარსულთან, არც როგორ პროფესიონალთან და რატომ გადააქვს კახას ეს ყველაფერი პიროვნულ კონტექსტში, არ მესმის.

მის მიერ დაანონსებულ იმ ორ წუთიან შეხვედრაზე, მე ცხადაძეს ჩემი პოზიცია პირდაპირ დავუფიქსირე. მე მას განვუმარტე, რომ საკითხი არა მხოლოდ მას, არამედ ყველა მწვრთნელს ეხებოდა, თუმცა გადაწყვეტილებას მე არ ვიღებდი - საბოლოო სიტყვა ლევან კობიაშვილს და აღმასკომს ეთქმოდათ. მე მხოლოდ ჩემი პირადი პოზიცია დავაფიქსირე, რასაც მოჰყვა ეს საუბრებიც. 

პირველივე დღიდან, როცა მოვედი და როცა ფეხბურთის ფედერაციის სათავეში ჯერ კიდევ ზვიად სიჭინავა იდგა, ფედერაციამ გადმოგვიგზავნა განაცხადი მთავარი მწვრთნელის ანაზღაურებაზე. ჩვენ მაშინ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ 120,000-ს თვეში მწვრთნელს არ ავუნაზღაურებდით. ეს არ არის ბოლოდროინდელი მოვლენა - მაშინ არავის პროტესტი არ გამოუცხადებია.

ბოლო-ბოლო, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან მწვრთნელებმა მილიონები წაიღეს და შედეგი არის ნული, რაში ვხარჯოთ ფული? შედეგზე თუ იქნებიან მოტივირებულნი, უფრო მეტ გასამსჯელოს მიიღებენ და როცა ადამიანს შედეგის ეშინია, ეს ყველაფერი ბევრ კითხვას აჩენს", - განაცხადა სპორტის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მასსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული დაძაბულობის მიზეზი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.
მკითხველის კომენტარები / 27 /
მომეწონა ამ კაცის საუბარი, რას ერჩით, კაცმა თქვა, რომ მიმართა სპორტის სამინისტროს ფეხბურთის ფედერაციამ 120000 ლარზე თვეში და ამოდენა თანხას მე არ გადავიხდიო და თვითონ თუ მოიძიებენ, მილიონი გადაუხადონო, ამ ცხადაძემაც აწია პანიკა, ჩემო კახა, რომ გამოდიხარ პრესკონფერენციით და გულშემატკივრებს უყვები, რომ 25%-ით იმცირებ ხელფასს, ჯერ ის გეთქვა საჯაროდ და კაცურად ეს ხელფასი რამდენია და მერე განვსაზღვრავდით გულშემატკივრები თუ შენი და შენი გუნდის კომპეტენცია შეესაბამება ამ ხელფასს
llcl
22 იანვარი 2016 08:22
0
ეს ჭიქაში დატრიალებული ქარიშხალი არავის არ ჭირდება გარდა ქართული ფეხბურთის, და ზოგადად პატრიოტული სპორტის კერების, მტრებს. ხეჩიკაშვილი, სფფ და ცხადაძე მაგიდასთან უნდა ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და არა ლელოს ფურცლებიდან. მწვრთნელს თუ მოელაპარაკნენ ხელფასზე ის უნდა გადაიხადონ. თუ რამე ცვლილებების განხორციელება ხდება ანაზღაურების მხრივ, მაშინ ცვლილებები კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ შედის ძალაში. ასეა ცივილიზებულ სამყაროში, სადაც მხარეები ერთმანეთს პატივს ცემენ. მაგრამ საქართველოში უკუღმართად ხდება კონტრაქტის დარღვევა. საერთოდ, რაგბში და ფეხბურთში მსგავსად არეული სიტუაცია ეჭვს ბადებს ხომ არ ხდება ხელოვნურად საქმის არევა და განვითარებისთვის ხელის შეშლა ამ ორი სპორტის სახეობისთვის.
ლუკა
22 იანვარი 2016 04:01
0
საქართველოს ნაკრებს მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი არ ჭირდება....თუმცა მინისტრი, რომ ბიუჯეტზე ფიქრობს ეს ტყუილია, ეგრე რომ ფიქრობდეს, მაშინ სახელმწიფო რომ გუნდებს აფინანსებს, რა ის ფული წყალში გადაყრილი არ არის? გინდ ფეხბურთში, გინდ კალათბურთში...
asurbanifali
22 იანვარი 2016 00:55
0
კაცი ამბობს ჩემი მოშორება უნდათო და მე ფული არ მაინტერესებსო შედეგს რო დავდებ ის ფული რაც მე დავიკელიო ჩემს ბიჭებს მიეცითო.და ესენი აგდებენ სხვას მოიყვანენ და მე პირადად ვემხრობი ცხადაძის დარჩენას
GFF STOP
22 იანვარი 2016 00:33
0
ყველა საღად მოაზროვნე მოუწოდებს ცხადაძეს რომ ნუ შექმნის პანიკას შედეგი დადოს მერე ყველა გვერდით დაუდგება თვეში 100 ათასიც რო იყოს რაში ითხოვს არ გვესმის
qarTvelebs
22 იანვარი 2016 00:01
0
მერე უარზეა ცხადაძე ხელფასის დაკლებაზე? ან როდის მერე ზრუნავთ ასე ბიუჯეტზე? ზუსტად რო პიროვნული ინტერესებია და არა სხვა !

შეირგეთ სადაც ზიხართ ბატონო მინისტრო
ნიკა
21 იანვარი 2016 23:37
0
მართალია ეს კაცი! დადონ შედექი და მაგაზე გაცილებით მეტს მიიღებენ...
უაზროდ გადაყრილმა მილიონებმა სადამდე მიგვიყვანა ყველამ კარგად ვიცით.
გიო
21 იანვარი 2016 23:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული