კახა ცხადაძე: არ გადავდგები!

AutoSharing Option
დღეს, 25 იანვარს, 15:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე საგანგებო პრესკონფერენციას მართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს ეხმაურება, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება.

"მინდა აღვნიშნო, რომ ლევან კობიაშვილისთვის ზიანი არასდროს მიმიყენებია, მაგრამ სამწუხაროდ, მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ასეთი მეთოდი აირჩია.

მან ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვა ჩემი მისამართით, მაგრამ პასუხის გაცემას არ ვაპირებ. პირიქით, ვუსურვებ წარმატებებს და ვუსურვებ, მეტი შეცდომა არ დაუშვას. მან უკვე დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც მას და ქართულ ფეხბურთს აუცილებლად დააზარალებს.

ჩემი მისამართით ბინძურად იყო ნალაპარაკები და გათვლილი იყო ფინანსებით მანიპულირება, ისხდნენ და ლარებში მითვლიდნენ თურმე ხელფასებს.

არ ვმალავ, ვცდილობდი, დამეცვა საკითხის კონფიდენციალური მხარე, მაგრამ კონტრაქტში ეს პუნქტი არ წერია და მათ ყველაფერი გაასაჯაროეს - იფიქრეს, ამ თემით ზიანს მომაყენებდნენ. მაგრამ ეს პრობლემა კახა ცხადაძეს არ აქვს! მხოლოდ და მხოლოდ ლევანმა წააგო!

არ გადავდგები! მოდით, დაველოდოთ. სფფ-ის პრეზიდენტმა გაასაჯაროვა თავისი გადაწყვეტილება და ვნახოთ, რას გადაწყვეტს აღმასკომი", - თქვა ცხადაძემ.

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!
მკითხველის კომენტარები / 42 /
50 000 ხელფასი იყოფინე თვეში და არც არევინ გიშვვებს მარა ეტყობა დომენტის ვალი გაქ მანდ დანიშვნის და ეგაა
dato
26 იანვარი 2016 09:35
0
მიდი კახა მიაწექი! არ დაუთმო მაგ დუხჭირებს. ფეხებს მოგჭამენ ძირში... ვიძახდი ,რომ ესენი არაფერჩიკები იყვნენ...
MARADONA
26 იანვარი 2016 09:27
0
ხეჩიკაშვილიც ინახევრებს ხელფასს და პრემიას ქვეყანას თუ უჭირს, თუ ცხადაძე რომელმაც ბოლოსაბოლოო ფეხბურთი ათამაშა ნაკრებს..ის ღილაკს ქვეყნის ბიუჯეტს? სირცხვილი კობი..მღეროდა შენი და ნაგავი ყოფილხარ
lasha
26 იანვარი 2016 01:24
0
ბატ. კახა,თქვენი ხელფასი შეგნებულად აგორებული თემაა,როგორც რიგითი გულშემატკივარი ვფიქრობ თქვენ აღარ მოიაზრებოდით ფეხბურთის ფედერაციის ახლად არჩეული პრეზიდენტის და აღმასკომის წევრების საქმიანობის გეგმებში,რასაც მხარი სპორტის მინისტრმაც ღიად დაუჭირა მხარი,უბრალოდ მათ არ ჰქონდათ თქვენთან მუშაობის სურვილი,ხელფასებზე ,პრემიებზე და სახელფასო დანამატებზე თუ ვიმსჯელებთ ეკონომიით,ქამრების შემოჭერით არც ერთი მინისტრი და ჩინონიკი არ გამოირჩევა,ის ხალხი კი რომლებიც თქვენ დანიშვნას მხარი დაუჭირეს,ახლა თქვენი ხელფასის დათვლით დაკავდა,გადახედეთ კომენტარებს,სადაც არ ჯობს,გაცლა სჯობს.
პაატა
26 იანვარი 2016 00:49
0
ფეხბურთს ნუ ადარებთ ქვეყნის მდგომარეობას .საგანელიძეს რატომ უდა ქონდეს 50000 თვეში და ცხადაძეს არა ფეხბურთი სხვა რამეა შეიძლება ერთი თამაში მოიგოს ნაკრებმა და ის სიხარული რასაც მოსახლეობა განიცდის სუ ღირდეს იმ ხელბასად რასაც ცხადაძეს აძლევენ.
Goga
25 იანვარი 2016 22:55
0
Zviadi -ს, ფულს ცხადაძე ითხოვს, უზომოს და შეუსაბამოს! ვინ უნდა მისცეს მას ეს ფული? რა შემოსავალი აქვს ფეხბურთის ფედერაციას! სტადიონებზე ხალხს უფასოდ უშვებენ და მაინც 500 კაცი თუ მივიდა ისიც კარგია. ფული საიდან უნდა მიიღოს ცხადაძემ? ცოტა დაფიქრდი! თუ მთელი ცხოვრება რომ იშრომა იმ 65 წლის კაცს 160 ლარი პენსია ეკუთვნის, იმ ქვეყანაში ნაკრების მწვრთნეს 75 000 უნდა გადაუხადონ?! რა გჭირთ ასე რამ დაგიხშოთ გულის კარები?
არჩილ ხოფერია
25 იანვარი 2016 21:43
0
არავითარი გამართლება არა აქვს ცხადაძის გაშვებას, იმიტომ რომ ეს არის კაცი
რომელსაც ფეხბურთი ესმის და არის ნაღდი ნმწვრთნელი რომელიც როგორც იქნა გვეღირსა. ფულის გულზე არ შეიძლება კარგი მწვრთნელის გაშვება, არასაფეხბურთო მიზეზია და სირცხვილია საქათველოში ასეთი ჩამყაყებული პრინციპებით რომ მოქმედებენ.
zviadi
25 იანვარი 2016 20:52
0
როგორც იქნა გამოჩნდა ისეთი კაცი ვისაც მართლა რამის გაკეთება შეუძლია და იმას აგდებენ ფულის გამო. ფეხბურთი ფულს რატომ უნდა გადააყოლო? სირცხვილი და დინგის მოჭრა. კობიაშვილი "შალკედან" რომ გააგდეს ხელფასის გამო თუ იმის გამო გუნდის სპონსორი ("გაზპრომი") რომ შეურაცხყო ხომ არ დაავიწყდა? ცხადაძის გაშვება არ შეიძლება ეს არის ნაკრების და გულშემატკივრების ზურგში დანის ჩაცემა, ძლივს იმედი გამოგვიჩნდა და ფულის გულზე ფეხებზე გკიდიათ. შეუმცირონ და არ გაუშვან, გაგდებაზე რატომ არიან მომართულები?
Zviadi
25 იანვარი 2016 20:42
0
ამ კაცში ჩვენ ვერ ვხედავთ სამშობლოზე დატანჯულ ადამიანს, ბაქოდან ვიცით მისი ფულის სიყვარული და ამიტომ მის დამნიშვნელ არველაძეთა ბანდას გადაულოცეთ,და ბატონო ლევან დაასახელე ის პიროვნებები ,ვინც გაატყავა -6- მილიონით ქართული ფეხბურთი. დანიშნეთ უცხოელი, და ყველა მფლანგველმა პასუხი აგოს.
ქუთაისელი,თქვენებურად რეგიონელი.
25 იანვარი 2016 19:31
0
კახი ახალგაზრდულიდან როგორ წადი გაასაჯაროვე თუ მაგარი ხარ როგორც შენ ამბობ
gog
25 იანვარი 2016 18:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული