იურაი იარაბეკი: ჩემი წინამორბედი საქართველოს ნაკრებში ინიშნება

AutoSharing Option
სლოვაკური Trnava voice-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ახალი თავკაცი ჰყავს, 53 წლის იურაი იარაბეკი, რომელიც აგვისტომდე ტრნავის "სპარტაკს" თავკაცობდა.

ის "დინამოში" გია გეგუჩაძეს შეცვლის, რაც, თითქოს, მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს ერთი შეხედვით.

აი, რას წერს სლოვაკური წყარო: "იარაბეკი შეუთანხმდა საქართველოს ჩემპიონატის ლიდერ თბილისის "დინამოს". კონტრაქტი ერთწლიანია. ის "დინამოში" შეცვლის გია გეგუჩაძეს, რომელიც საქართველოს ნაკრებში მიდის".

მოკლედ, სლოვაკები პირდაპირ წერენ, რომ გია გეგუჩაძე საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებს და ეს თუ მოხდა, მაშინ გაურკვეველია, რატომ ატყდა ხმაური ცხადაძის ხელფასზე, რადგან იარაბეკის კონტრაქტიდან ირკვევა, რომ
მას კარგა ხანია, შეეხმიანნენ "დინამოდან".

ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ ნაკრების თავკაცის ხელფასთან დაკავშირებული სკანდალი ატყდებოდა. ეს კი ეჭვს აჩენს, რომ ცხადაძის ხელფასი უბრალო საბაბი იყო.

"ახალი წლის მერე თბილისში ჩავედი. ვნახე ყველაფერი და მალევე დავთანხმდი პირობებს. თბილისის "დინამო" დიდი გუნდია, მან 1980/81 წლების სეზონში ევროპის თასების თასი მოიპოვა.

რომ იცოდეთ, ფეხბურთის თვალსაზრისით, საქართველო ჩვენზე წინაა. კლუბს დიდი ფინანსური პოტენციალი აქვს. "დინამოში" მხოლოდ ერთი ლეგიონერია.

ასეთი პირობები, როგორიც "დინამოშია", ჩვენთან არ არის. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მუშაობას.

ჩემი წინამორბედი ეროვნულ ნაკრებში გადავიდა. ამიტომ მის შემცვლელს ეძებდნენ. კონტრაქტი შემომთავაზა "ზესტაფონის" ყოფილმა მენეჯერმა, რომელიც ახლა "დინამოშია", - განაცხადა იარაბეკმა და ალბათ, ამ მენეჯერში ის "დინამოს" დირექტორ მიხეილ ხუციშვილს გულისხმობს.
მკითხველის კომენტარები / 68 /
კობი, არა გრცხვენია? ქართულ ფეხბურთზე ზრუნვა ტყუილებით დაიწყე,შენი როგორ მჯეროდა,აგიყოლია ხომ ... ხეჩიკაშვილმა.სლოვაკეთმა ყველაფერს ნათელი მოფინა. ეს რაც ხდება ძალიან დიდი სირცხვილია.აღარ გენდობით.
ფანი
26 იანვარი 2016 09:20
0
ბოლობოლო გაიგო ზოგ ზოგიერთებმა რო ცხადადზე პულისმჭამელი კი არა საქმისმკეთებელია და ხელპასი არაპერშუაშია. გაახილეთ თვალები და დროა ამოიგოს ხმა ქართველმა გულშემატკივარმა ნუთუ კველას მარტო ენის ქავილი შეგვიდზლია აქ მივადგეთ სამინისტროს და მოვთხოვოთ დარჩეს კახა.ისეთი სიბინდზურეები დააბრალეს გული ამირია. სახა არც ჩემი დზმაა და არც ბიდზაშვილი მარა კაცმა შედეგი დადო თანაც არც თუ ურიგო ხოდა ჩვენც უნდა დავწიხლოთ და უნდა მოვიშოროთ სამუდამოდ მეტი რა ვიცით ერთმანეთის გაუტანლობა ხო ჩვენი სენია.გული მტკივა ხროვას რო ვემსგავსებით
goga
26 იანვარი 2016 08:46
0
დაიწყება: ის კი არა .. კინაღამ ... დათანხმებულიყო ცხადაძე შეთავაზებულ სამართლიან პირობას და ამოიწურებოდა საკითხი.
თუ გაინტერესებთ, შეურაცხმყოფელი ისაა, რომ ცხადაძემ ფული დააყენა საქმის წინ და თან წარმატებისა თვითონ არ სჯეროდა თურმე; თორემ ხელფასის განახევრებას და წარმატების შემთხვევაში ძველ ხელშეკრულებაზე მეტ ანაზღაურებას დათანხმდებოდა. მან თქვა: არა! მე რა ვიცი ნაკრები რას იზამს, მაიტათ დღევანდელი კვერცხიო!

მერაბი გ.
26 იანვარი 2016 08:39
0
საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ამ ეტაპზე არ შეიძლება ქონდეს 100,000 ლარიანი ხელფასი, მით უფრო ჩემს მიერ გადახდილი გადასახადიდან. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, მაქსიმუმ იმდენი უნდა ქონდეს რამდენიც საქართველოს საუკეთესო კლუბის მთვარ მწვრთნელს აქვს. კიდევ ერთიც, მე არ მგონია ცხადაძე გეგუჩაძეზე უკეთესი მწვრთნელი.
megobrebo
26 იანვარი 2016 04:01
0
როდემდე უნდა ვითმინოთ უბრალო გულშემატკივარმა,ვინ არის ხეჩიკაშვილი რა გაუკეთებია,რომ ასეთი სილა გაგვაწნას!!!
aleko
26 იანვარი 2016 02:17
0
ვახ ჩემიიიი..... :D (/:/-;£&;:&@,,,???????..! ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი... :D :D :D გასატანი მემგონი ჯერ კიდე ბევრია ფედერაციიდან, და ეს ამდენი მწვრტნელების გადაყენება , დაყენება რა უბედურებაა? დავტოვოთ ბატონო ეს ერთი მწვრთნელი ბოლოსდაბოლოს... (((( გასკდა გული რა ბოლო-ბოლო... 30 წლის გავხდიი და ხო ვერ ვეგირსე ჩემი გუნდის გახარებას... ტპუი ამ ცხოვრების :D
Vaso
26 იანვარი 2016 01:56
0
დროა სპორტალლმა ამის შემდეგ გააკეტოს გამოკიტხვა ცხადზე დარჩეს უნდა თუ წავიდეს..იმედია გამოკიტხვა ჩატარდება და აზრს გაითვალისწინებს ფედერაცია.. რატომღაც მომხრეები დაკარგა ფედერაციამაც და სამინისტრომაც. ესეთი ჯიგარი ხალხია საჭირო როგორიც ბატონი კახაა პირდაპირ რო საუბრობს და არ მახინაცობს.. თავიდანვე წაიკითხა ამათი დაგეგმილი.
ჩორნა
26 იანვარი 2016 01:47
0
კობა დატოვე ცხადაზე ის შედეგს დადებს მერე ყველაფერი შენ დაგბრალდება, მაგ რწმუნებიტ დაბრუნდი გერმანიიდან, ასე მალე არავინ გახვეულა სკანდალში როგორც შენ.
merabi
26 იანვარი 2016 01:38
0
Nეტა ეს არ წამეკიტხა და..........
Emzar
26 იანვარი 2016 01:36
0
ფთუუ...... კობი, შეგძლებია?!... კაროჩე გეგუჩაძე ასეთ ნასუფრალზე რო მივიდეს მაგრად გაიბანძებს თავს!!! არ იკადრო გეგუჩ, თავიანთ მახინაციებში რო გაიხლართებიან მერე მაინტერესებს ერთი, შემდეგ რა ხოდები ექნებათ )))...
გრიშა კაკაჩია
26 იანვარი 2016 01:35
0

სიახლეები პოპულარული