იურაი იარაბეკი: ჩემი წინამორბედი საქართველოს ნაკრებში ინიშნება

AutoSharing Option
სლოვაკური Trnava voice-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ახალი თავკაცი ჰყავს, 53 წლის იურაი იარაბეკი, რომელიც აგვისტომდე ტრნავის "სპარტაკს" თავკაცობდა.

ის "დინამოში" გია გეგუჩაძეს შეცვლის, რაც, თითქოს, მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს ერთი შეხედვით.

აი, რას წერს სლოვაკური წყარო: "იარაბეკი შეუთანხმდა საქართველოს ჩემპიონატის ლიდერ თბილისის "დინამოს". კონტრაქტი ერთწლიანია. ის "დინამოში" შეცვლის გია გეგუჩაძეს, რომელიც საქართველოს ნაკრებში მიდის".

მოკლედ, სლოვაკები პირდაპირ წერენ, რომ გია გეგუჩაძე საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებს და ეს თუ მოხდა, მაშინ გაურკვეველია, რატომ ატყდა ხმაური ცხადაძის ხელფასზე, რადგან იარაბეკის კონტრაქტიდან ირკვევა, რომ
მას კარგა ხანია, შეეხმიანნენ "დინამოდან".

ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ ნაკრების თავკაცის ხელფასთან დაკავშირებული სკანდალი ატყდებოდა. ეს კი ეჭვს აჩენს, რომ ცხადაძის ხელფასი უბრალო საბაბი იყო.

"ახალი წლის მერე თბილისში ჩავედი. ვნახე ყველაფერი და მალევე დავთანხმდი პირობებს. თბილისის "დინამო" დიდი გუნდია, მან 1980/81 წლების სეზონში ევროპის თასების თასი მოიპოვა.

რომ იცოდეთ, ფეხბურთის თვალსაზრისით, საქართველო ჩვენზე წინაა. კლუბს დიდი ფინანსური პოტენციალი აქვს. "დინამოში" მხოლოდ ერთი ლეგიონერია.

ასეთი პირობები, როგორიც "დინამოშია", ჩვენთან არ არის. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მუშაობას.

ჩემი წინამორბედი ეროვნულ ნაკრებში გადავიდა. ამიტომ მის შემცვლელს ეძებდნენ. კონტრაქტი შემომთავაზა "ზესტაფონის" ყოფილმა მენეჯერმა, რომელიც ახლა "დინამოშია", - განაცხადა იარაბეკმა და ალბათ, ამ მენეჯერში ის "დინამოს" დირექტორ მიხეილ ხუციშვილს გულისხმობს.
მკითხველის კომენტარები / 68 /
vkitxulob komentarebs kidev ertxel vrwmundebi tu ra advilad icvlis adamiani tavis shexedulebas,arc da fiqrdeba arc gaiazrebs naxirivit miyveba vigacis sityvas, aba dafiqrdit iqneb geguchadze axalgazrbulis mwvrtnelab gasahyavdat cxadadze tu datanymdebosa
azri
26 იანვარი 2016 10:38
0
ებიჩო მაგაზე მეტი ქონდა მაგას ბაქოში, ჩამოვიდა უფრო დაბალ ხელფასზე, მერე კიდე დაიკლო, მეტი რაღა გინდათ? ეგ საბაბი იყო პროსტა საბაბი, ეხლა რო ატეხეთ ხელფასზე წიოკი, რამდენი ქონდა ქეცბაიას? ტოპმილერს თუ კუპერს? სუ რო ეთქვა ხელფასი არ მინდაო მაინც გაუშვვებდნენ
ინასა
26 იანვარი 2016 10:37
0
კახა კარგ მცვრტნელად მიმაჩნია,თუმცა 110ადგილზე მკოფი გუნდისთვის ამხელა ხელფასიანი მცვრტნელი ზედმეტი ფუფუნებაა,ჩვენისტანა გარიბი ქვეკნისტვის
ალეკსანდრე
26 იანვარი 2016 10:26
0
კობი, იქნებ გამოხვიდე და საჯაროდ ყველას გვამცნო, რასთან გვაქვს საქმე. ხელფასზე საუბარი არ დაიწყო თუ ძმა ხარ, რადგან ის მხოლოდ საბაბი იყო. გვითხარი რეალურად რა მოხდა, წინაამღდეგ შემთხვევაში ჩვენი, გულშემატკივრების თვალში და არამარტო გულშემატკივრების, გახდები ნული. თუ არ ხარ უკვე. ამას შენგან ნაღდად არავინ ელოდა, არავინ!!!!!!. ტყუილი ისეთი რამ არის, რომელიც ნაღდ კაცებს არასოდეს ეპატიება. მეჩვენება, რომ შენც მწარედ მოგატყუეს. ველოდებით შენს უტყუარ განმარტებებს მოხდარის გამო.
მალხაზი
26 იანვარი 2016 10:24
0
მართლა სასაცილოა, ესე ბრმად ყველაფრის დაჯერება შეიძლება?! ოფიციალური წყარო დაიწეროს... გეგუჩაძეს რაზე შეცვლიდნენ, ესე შეელეოდა ფიფია?! კაცს საქმე გაკეთებული ქონდა. ცუდი ეგაა რომ ამისნაირი ჟურნალისტების ხელშია ეს ყველაფერი, და ბრბოსაც ყველაფრის სჯერავს. დამოკიდებულება მეც არ მომწონდა რაც ქონდათ ცხადაძის მიმართ, მაგრამ ცხადაძის საქციელი გაუმართლებელია და ეხლა "პიარ მანქანა" კარგად მუშაობს არველაძეების. უბრალოდ ცოტა რეალურად უნდა შეხედოთ, რა იცოდა იარაბეკმა 1 თვის წინ ვის სად დანიშნავდნენ. იაზროვნეთ ხალხო და კიდევ... ან დანიშნავენ და ან არა გეგუჩაძეს. მაგ კაცს აქამდე მოუტანია თავისი სახელი სუფთად და არამგონია ახლა გაისვაროს თუ რამე საეჭვოა. ეს დაუნახავობა და არაობიექტურობა გვღუპავს სულ.
რეზო
26 იანვარი 2016 10:18
0
megobrebo-ს. ნუთუ ასეთი უსუსურები (არ მინდა სხვა სიტყვა ვიხმარო)ხართ ზოგიერთები, რომ ახლაც ვერ ხვდებით რასთან გვაქვს საქმე? ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, ცხადაძის ხელფასის გამო საუბარმა, უკვე დაკარგა აზრი. რა მიხვედრა უნდა ამას megobrebo? ჩვენ ყველას მწარედ მოგვატყუეს თუ გვატყუებენ. ეს ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდება კობიაშვილისათვის, მით უმეტეს თუ ნაკრებმა ცუდი შედეგი აჩვენა. ამაში კი დარწმუნებული ვარ.
რა იყო ეს???
26 იანვარი 2016 10:16
0
ბ-ნო ნიკოლოზ-ს. ავტორი რა შუაშია მეგობარო? როგორი აზროვნებისა და ანალიზის მატარებლები ხართ, გასაკვირია პირდაპირ. ავტორმა მხოლოდ ის გაგვაცნო, თუ რა დაიწერა სლოვაკურ პრესაში და მორჩა. ამისათვის მას დიდი მადლობა. წინაამღდეგ შემთხვევაში, მეც შენს აზრზე დავრჩებოდი. აქ ყველაფერი ნათელია. სირცხვილი ფედერაციას.
კაკო
26 იანვარი 2016 10:08
0
ბ-ნო ნიკოლოზ-ს. მეგობარო, შენ მგონი ვერც ახლა ხვდები რაზე მიდის აქ პოლემიკა. ამ ინფორმაციის გაგებამდე, მეც დაახლოებით შენსავით ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ყველაფერი ნათელია. ხელფასი მხოლოდ საბამი იყო და მეტი არაფერი. იცოდნენ რა ცხადაძის პრინციპული ხასიათი, შემოაგდო ხეჩიკაშვილმა (ქართულ გვარების განმარტებაში ვერ მოვიძიე ეს გვარი)ხელფასის თემა და გაიტანა კიდევაც თავისი. მე კობის მეცოდება, თორემ, .....
ლადო
26 იანვარი 2016 10:05
0
მინდა დიდი გულისტკივილით ვთქვა, რომ კობი ასე მალე და ასე უსუსრად მოიქცა მისი პრეზიდენტობის პირველივე თვეებში. შე კაი კაცო (და ამასაც ალალად ვამბობ), რა სპექტაკლები დაგვიდგით გულშემატკივრებს, თუ ყველაფერი გადაწყვეტილი გქონდათ უკვე? ეს ჩემი, როგორც გულშემატკივრის შეურაცყოფაც არის, რომელიც როდის ცამიცხრება არ ვიცი. ამ იმფორმაციის გაგებამდე კიდე ხო, მაგრამ ახლა ყველაფერი ნათელია. კარგიღ რა ხალხო, კარგით. ჩვენც ხალხი ვართ...
გოგი
26 იანვარი 2016 10:00
0
ბატონო ნიკოლოზ, პირიქით რომ დაისვას საკითხი: რაც უფრო ცუდი და ამავე დროს რთული გუნდი გყავს (მოძველბიჭო მენტალიტეტებს ვგულისხმობ) მით უფრო კარგი მწვრთნელია საჭირო ? მე არ მინდა მწვრთნელი რმელსაც ნახევარი გუნდი დაუძაბავს, 5-0-ს წააგებს და იტყვის ზატო 100 მანეთს ვიღებო. რამდენიმე ნიჭიერს და აფექტურს ცხადაძუს ავტორიტეტთან დაყენებული ქონდა (მაგათზე ძველი ბიჭების დროინდელი კაპიტანია და თან სიტიში თამაშობდა, თან გეგუჩაძისგან განსხვავებით სიონით ჰქონდა მოგებული საქართველოს ჩემპიონატი). გეგუჩაძე კი ვინ იქნება მაგათთვის ? რა ავტორიტეტი ? შეიძლება დაბოლილებმა გააგორონ ბურთი ))) ან მოთხოვონ ჩვენთან ერთად ირბინე ან არც ჩვენ არ ვირბენთო. ვიცი ვაზვიადებ მაგრამ, რაღაც მსგავსი რომ იქნება თქვრნც ხომ იცით. კლუბი სხვაა, არ დაგიჯერებენ და ხელფას არ მიცემ.
ნიკა
26 იანვარი 2016 09:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული