აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:
"პირადად შევხვდები კახა ცხადაძეს და იმედი მაქვს, მასაც ექნება სურვილი, რომ დავილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, თუ როგორ გავწყვიტოთ თანამშრომლობა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ გვსურდა მასთან მუშაობა!
ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით", - თქვა კობიაშვილმა.