"რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობა და სხვა საინტერესო ამბები - ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, თბილისის "დინამოს" დიდი წარმატებების ერთ-ერთ მთავარ შემომქმედს, თენგიზ სულაქველიძეს, "ლელო" ჩვენი ფეხბურთის აქტუალურ თემებზე ელაპარაკა.

სულაქველიძე ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრია და მისი პოზიცია ამადაც მნიშვნელოვანია...

- ბატონო თენგიზ, საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით არ ჰყავს მწვრთნელი. თქვენი აზრით, ფეხბურთის ფედერაციამ ამ პოსტზე ქართველი სპეციალისტი უნდა ამჯობინოს თუ უცხოელი?
- ჩემი აზრი ასეთია: საქართველოს ნაკრები ქართველმა სპეციალისტმა უნდა გაწვრთნას.

- რატომ ქართველი?
- ჩვენ გვყავდა უცხოელი სპეციალისტები
ნაკრებში. რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს, ასეულობით ბავშვთა სკოლის გამართულ ფუნქციონირებას ეყოფოდა.

- როგორი მწვრთნელი სჭირდება ნაკრებს?
- ჯერ ფეხბურთელებზე ვიტყვი. ვინც უნდა იყოს მწვრთნელი, ფეხბურთელები ვალდებულნი არიან, ბოლომდე დაიხარჯონ, თავი დადონ მინდორზე. ჩვენი თაობა ისე წავიდა დიდი ფეხბურთიდან, არ ეღირსა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსების დაცვა. ახლა ამ თაობას აქვს საამისოდ უნიკალური შანსი...

გაჭირვებული ხალხი ყიდულობს ბილეთს, მიდის სტადიონზე, ქომაგობს ბოლომდე და მან საპასუხოდ უნდა მიიღოს ჩვენი ფეხბურთელების თავდადება..

რაც შეეხება მწვრთნელს... ბუნებრივია, ნაკრებს მცოდნე, კომპეტენტური სპეციალისტი სჭირდება. საბჭოთა კავშირის ნაკრებში რამდენიმე სპეციალისტთან მიმუშავია. თავი არასოდეს დამიზოგავს და ასევე იყვნენ სხვებიც. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო, ეს კი საქართველოს ნაკრებია - ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი...

- იქნებ, ცოტა უფრო ვრცლად გვითხრათ იმ მწვრთნელებზე, ვისთანაც გიმუშავიათ საბჭოთა კავშირის ნაკრებში?
- მალოფეევთან, ბესკოვთან და ლობანოვსკისთან ვიმუშავე და უნდა გითხრათ, სამივე ძალიან ძლიერი სპეციალისტი იყო...

- ...და თქვენში ყველაზე დიდი კვალი რომელმა მათგანმა დატოვა?
- ლობანოვსკიმ. ის დიდი მწვრთნელი იყო.

- რომელს გამოარჩევდით მისი თვისებებიდან?
- არნახული პროფესიონალი იყო. ერთ ამბავს მოგიყვებით და თავად განსაჯეთ. ნაკრებს თამაში აქვს, ესპანეთში მივფრინავთ. ვასილი რაცს, გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს, ერთი წუთი დააგვიანდა აეროპორტში. წარმოიდგინეთ, სულ ერთი წუთი დააგვიანა და თან საქმე ეხება ამხელა ფეხბურთელს... მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ნაკრები რაცის გარეშე გაფრინდა ესპანეთში...

ლობანოვსკის ჰქონდა ერთი დიდებული სამწვრთნელო თვისება - მასთან არასოდეს არაფერი დაგეკარგებოდა. არ არსებობდა გუნდში "მისიანი" და "სხვისიანი". ოღონდ გეთამაშა და... როცა ვაგებდით, არ მახსოვს, ლობანოვსკის რომელიმე ფეხბურთელისთვის დაებრალებინა მარცხი. ვაგებდით ყველა ერთად და ვიგებდით ასევე ყველა ერთად!

მაშინ საზღვარგარეთ რომ წავიდოდით, თამაშის წინა დღეს ერთი საათით შეგვეძლო გასვლა მაღაზიაში, საყიდლებზე, გარეთ ავტობუსი გველოდა. თუ იმ ერთ საათს გადააცილებდი, უნდა შეგუებოდი იმას, რომ ავტობუსი აღარ დაგხვდებოდა. რეჟიმის ოდნავ დარღვევასაც კი ვერ იტანდა.

- გამომეტყველებითაც ძალიან მკაცრი იყო...
- მე ბევრი არ მინახავს მისნაირი კარგი ადამიანი. დიდებული კაცი იყო, დიდი და ღრმა შინაგანი სამყაროთი.

- გეგულებათ დღეს ქართველი სპეციალისტი, რომელიც წარმატებით იმუშავებდა საქართველოს ნაკრებში?
- ჩემი აზრით, გვყავს ახალგაზრდა და ძალიან საინტერესო მწვრთნელები. ქართველი სპეციალისტი უნდა დაინიშნოს ნაკრებში და ამას კიდევ ერთხელ ვამბობ!

თავის დროზე, თბილისის "დინამოში" გერმან ზონინი მოიყვანეს. ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი მასზე უკეთ გააკეთებდა საქმეს, მის ხელში სულ აირია გუნდი...

- ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზეც უნდა გკითხოთ...
- მე ასე მგონია: ამ პროგრამის დამტკიცება თითოეული ჩვენგანის უდიდესი გამარჯვებაა. თავის დროზე, საბჭოთა კავშირის ხანაშიც კი არ ჰქონია ფეხბურთს ამხელა მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამის შედეგად ქართული ფეხბურთი სულ მალე იგრძნობს მნიშვნელოვან წინსვლას.

ერთიცაა - მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა ფეხბურთს. ქართულ ფეხბურთს მტკიცე საძირკველი სჭირდება. ზოგადად კი, ჩვენი ფეხბურთის მომავალს იმედით ვუყურებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 61 /
შეურაწყოფას მე კიარა შენ აყენებ ეგეთი საუბრით ყიფიანს და რაც შეეხება ბლოხინმა როდის ითამაშა თავის საუკეთესო სეზონი მაგას რა მნიშვნელობა აქ მნიშვნელოვანი მხოლოდ შედეგია ჯიგარო ფეხბურთში მთავარია ტაბლო და შედეგი.ბელანოვის ხსენება თუ ყიფიანის შეურაწყოფა იყო არ მეგონა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის.ისე მე ის ყიფიანის კონტექსტში სულარ მიხსენებია მაგრამ მაინც.კაი მთქმელს კაი გამგონე უნდაო კარგადაა ნათქვამი.
qutaiseli
28 თებერვალი 2016 16:51
0
კიდევ ერთსაც გეტყვი ჭილაიამ რომ ლივერპულთან პროხოდი გააკეთა და მთელი მაგათი დაცვა ნახევარდაცვა გააბანძა ისეთი კარლოსს, მალდინის და ლამს არ აქვთ გაკეთებული; ხდება ხოლმე ფეხბურთში მასეთებიც (ბეკენბაურერის გაბანძების მართლა მაგარი მომენტი მახსოვს), მაგრამ 1977-78 წლებიდან ბლოხინი მახსოვს როგორც მორბენალი, გოლის გამტანი, საშუალო ტექნიკის ფეხბურთEლი, მან 1975 წელს ითამაშა თავის საუკეთესო თამაშები; ყიფომ კიდევ 25 წლის შემდეგ (1976წლიდან როცა მინდვრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და პენლების აღების გამო ასტაპოვსკიმ აჯობა, ბედიც ხომ გინდა, მაშინ ამტვრდნენ როცა რაღაცა უნდა მოეგო და პიკზე მყოფი ანხელმა მოკლა როგორც იგროკი) და საერთოდ მთავარია არა როგორ იწყებ, არამედ როგორ ამთავრებ; დავამთავრე, ერთს გეტყვი ბელანოვის ამ კონტექსტში ხსენებით დათოს სულს ზოგადად ქარტულ ფეხბურთს შEურაცხყოფა მიაყენე!
mateo palkone
28 თებერვალი 2016 13:53
0
mateo palkone ეგა ცუდი მაგის მეტი რო არაფელი გასოვს ჯიგარო თორე ეგეც მახსოვს და ბევრი სხვა რამეც ცუდიც და კარგიც ტოტენჰემიც მახსოვს ჰერტაც ლივერპულიც და ფეინორდიც მაგრამ მახსოვს ბავარიაც და პოლის ტილოსავით ნათრევი ბეკენბაუერი.
qutaiseli
28 თებერვალი 2016 12:05
0
ისე კიგანი ახსენა პატივცემულმა ქუთაისელმა (მაინც ვიწრო კუთხურობა რას ნიშნავს ჯერ შEნგელია, შემდგ დათო, ვოვა და ვიტალიკა), კიგანის მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების ვერსიაში სწორედ ყიფიანი იყო; ჰამბურგი ახსენა რომელმაც გადაგვიარა (ფეხბურთი ხან ასეა ხან ისე, ისე მანამდის იმდროინდელ ყველაზე ტიტულოვა ლივერპულს გადავუარეთ) , ალბათ ყიფოს გოლი არ ახსოვს კალცი და მემერინგე აქეთ იქით რომ გაწია;
mateo palkone
28 თებერვალი 2016 11:45
0
არც ზავაროვი და არც მუნტიანი არიყვნენ გოლიათები და არ თამაშობდენ ბეი ბეგი ფეხბურთს ასე რო ყველა კიევის დინამოელი არიყო ალვისხესავით და უკლასო ეგარი ზღაპარი..ისე გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება აქაც შეიძლებოდა გამხდარიყავი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი.და ევროპაში ვინ რას იზამდა ეგ არავინ იცის.ეგ ყველაფერი მარჩიელობას გავს და მეტი არაფელი.მოვრჩი ამ თემაზე და მეტ კომენტარს აზრიც არააქვს ვერავინ დამაჯერებს რომ 2 ჯერ ორი ხუთია და არა ოთხი.რაც შეეხება შენგელია ის იყო ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი და ნათელში იყოს მისი სული.ნეტავი ეგეთი და მაშვინდელი თაობის ნიჭის ხალხი კიდე მოვიდეს ქართულ ფეხბურთში.
qutaiseli
28 თებერვალი 2016 11:36
0
არ გეწყინოს მაგრამ აშკარად გეზიზღება ყიფიანი; არც უკრაინაში,არც რუსეთში ფეხბურთში ჩახედულ ადამიანს თავში არ მოუვა ყიფიანი და ბელანოვი რაღაც კონტექსტში მაინც ერთად ახსენოს; ის ბელანოვი რომელსაც მერე ბურთი არ გაუგორებია, გერმანიის მესამე ხარისხოვან გუნდში თამაშობდა და ფეხსაცმლის ქურდობის გააგდეს;
qutaisels
28 თებერვალი 2016 11:25
0
არა ძმაო რა ბეკენბაუერი, მისი ლამაზი მანერა გააღეზიანებდა; ეფენბერგი, შვაინშტაიგერი, სტამი თუ დაევასებოდა და კულემანსი და ოლივერ ბირჰოფი; იმ მწვრთნელის დედაც ყიფიანზე და გუცაევზე მეტად კალაძე და სულაქველიძე რომ დაევასება; მაგი ინიესტას ზაპასშიც არ დასვამდა, ხავის ჰაჰა 15 წუთით გამოიყვანდა; ბელანოვის და ყიფიანის შედარება არც ერთ უკრაინელს და რუსსაც აზრად არ მოუვა, ეს მხოლოდ ქართველის ტვინში შეიძლება მომწიფდეს
blades
28 თებერვალი 2016 01:13
0
მალდინა ვერ გახდა საუკეთესო და გახდა ზამერი, დელპიერო ,ტოტი და კლინსმანი ვერ გახდნენ და გახდა თუნდაც ნედვედი; ამ ხალხის კლასს შორის ნამდვილად არის განსხვავება; მაგრამ კაცი რომელიც ბელანოვს შეადარებს ყიფოს, თუნდაც რამაზას, თუნდაც ზავაროვს და ბურიაკს (რახან უკრაინელებზე აფანატებს), ის ფეხბურთისგან შორს დგას. სკილაჩი გახსოვს ალბათ გაუარდა ერთხელ და და მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გახდა, ვიალის, ალტობელის, ვიერის ფეხის ბრჩხილად არ ღირს; კაცს როგორ უნდა ეზიზღებოდეს სამშობლო ყიფიანის გვერდით ბელანოვი ახსენოს; ზიკოს რა უქნა და რატომ არ გაუცვალა მაიკა თამაზ კოსტავას კითხე; და კიდევ ბელგიასთან და პოლონეთთან მოთამაშე ბლოხინი გაიხსენე 0 რომ ჰქონდა მარგი ქმედების კოეფიციენტი; ჰამბურგის თამაში გახსოვს, მაგრამ ყიფოს გოლი არა იმიტომ რომ ჭომასავით ჯაგა ფეხბურთელები გევასება; კაცობაზე დავიფიცებ კიგანს სთხოვეს მსოფლიო ნაკრების მისეული ვარიანტი დაესახელებინა და სწორედ ყიფიანი შეიყვანა, არსად დაკარგო პრიმიტივი ბელანოვი
kutaisels
28 თებერვალი 2016 01:03
0
შევჩენკო იყო ყიფიანზე დიდი ფეხბურთელი? ელემენტარული ის მაინც უნდა იცოდეთ რომ დავით ყიფიანი არაა ის დონე ნებისმიერი მასზე დიდი იყოს, პელეს და მარადონას გარდა. გლოხინს შენგელია ჯობდა 3 ჯერ ყველგან და ყველაფერში. ლობანოვსკი დიდი მწვრთნელი და მეცნიერი იყო, მაგრამ ევროპული ანტი-ფეხბურთის და შესაბამის "ევროპულ" ჩარჩოებში მოქცეული, ეგ იყო რუს- უკრაინული "ბეი-ბეგის" ფეხბურთის განვითარებაზე მომუშავე. რა უნდა ელაპარაკო, 190 სმ ზე ნაკლები სიმაღლის ფეხბურთელები რომ აკრძალა, ვერ შეუსრულეს ჩავიმ და ინიესტამ? არაა გასაკვირი რომ მესხი და ყიფიანი არ მოსწონდა, არც მარადონა მოეწონებოდა. მისი იდეალი იქნებოდა ბეკენბაუერი. ასეთი მენტალიტეტის ხალხმა ფეხბურთი არ უნდა ითამაშოს საერთოდ, არაა მაგათი მოდგმის საბურთაო.
blade
27 თებერვალი 2016 21:51
0
მონრეალიო? შენ რუსეთ-იაპონიის ომი და პორტარტურის ალყაც კარგად გეხსომება :-)
ისე, ლობანოვსკისთვის ბუცების სახეში შეყრა ტყუილია
+_)
27 თებერვალი 2016 21:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული