"რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობა და სხვა საინტერესო ამბები - ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, თბილისის "დინამოს" დიდი წარმატებების ერთ-ერთ მთავარ შემომქმედს, თენგიზ სულაქველიძეს, "ლელო" ჩვენი ფეხბურთის აქტუალურ თემებზე ელაპარაკა.

სულაქველიძე ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრია და მისი პოზიცია ამადაც მნიშვნელოვანია...

- ბატონო თენგიზ, საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით არ ჰყავს მწვრთნელი. თქვენი აზრით, ფეხბურთის ფედერაციამ ამ პოსტზე ქართველი სპეციალისტი უნდა ამჯობინოს თუ უცხოელი?
- ჩემი აზრი ასეთია: საქართველოს ნაკრები ქართველმა სპეციალისტმა უნდა გაწვრთნას.

- რატომ ქართველი?
- ჩვენ გვყავდა უცხოელი სპეციალისტები
ნაკრებში. რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს, ასეულობით ბავშვთა სკოლის გამართულ ფუნქციონირებას ეყოფოდა.

- როგორი მწვრთნელი სჭირდება ნაკრებს?
- ჯერ ფეხბურთელებზე ვიტყვი. ვინც უნდა იყოს მწვრთნელი, ფეხბურთელები ვალდებულნი არიან, ბოლომდე დაიხარჯონ, თავი დადონ მინდორზე. ჩვენი თაობა ისე წავიდა დიდი ფეხბურთიდან, არ ეღირსა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსების დაცვა. ახლა ამ თაობას აქვს საამისოდ უნიკალური შანსი...

გაჭირვებული ხალხი ყიდულობს ბილეთს, მიდის სტადიონზე, ქომაგობს ბოლომდე და მან საპასუხოდ უნდა მიიღოს ჩვენი ფეხბურთელების თავდადება..

რაც შეეხება მწვრთნელს... ბუნებრივია, ნაკრებს მცოდნე, კომპეტენტური სპეციალისტი სჭირდება. საბჭოთა კავშირის ნაკრებში რამდენიმე სპეციალისტთან მიმუშავია. თავი არასოდეს დამიზოგავს და ასევე იყვნენ სხვებიც. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო, ეს კი საქართველოს ნაკრებია - ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი...

- იქნებ, ცოტა უფრო ვრცლად გვითხრათ იმ მწვრთნელებზე, ვისთანაც გიმუშავიათ საბჭოთა კავშირის ნაკრებში?
- მალოფეევთან, ბესკოვთან და ლობანოვსკისთან ვიმუშავე და უნდა გითხრათ, სამივე ძალიან ძლიერი სპეციალისტი იყო...

- ...და თქვენში ყველაზე დიდი კვალი რომელმა მათგანმა დატოვა?
- ლობანოვსკიმ. ის დიდი მწვრთნელი იყო.

- რომელს გამოარჩევდით მისი თვისებებიდან?
- არნახული პროფესიონალი იყო. ერთ ამბავს მოგიყვებით და თავად განსაჯეთ. ნაკრებს თამაში აქვს, ესპანეთში მივფრინავთ. ვასილი რაცს, გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს, ერთი წუთი დააგვიანდა აეროპორტში. წარმოიდგინეთ, სულ ერთი წუთი დააგვიანა და თან საქმე ეხება ამხელა ფეხბურთელს... მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ნაკრები რაცის გარეშე გაფრინდა ესპანეთში...

ლობანოვსკის ჰქონდა ერთი დიდებული სამწვრთნელო თვისება - მასთან არასოდეს არაფერი დაგეკარგებოდა. არ არსებობდა გუნდში "მისიანი" და "სხვისიანი". ოღონდ გეთამაშა და... როცა ვაგებდით, არ მახსოვს, ლობანოვსკის რომელიმე ფეხბურთელისთვის დაებრალებინა მარცხი. ვაგებდით ყველა ერთად და ვიგებდით ასევე ყველა ერთად!

მაშინ საზღვარგარეთ რომ წავიდოდით, თამაშის წინა დღეს ერთი საათით შეგვეძლო გასვლა მაღაზიაში, საყიდლებზე, გარეთ ავტობუსი გველოდა. თუ იმ ერთ საათს გადააცილებდი, უნდა შეგუებოდი იმას, რომ ავტობუსი აღარ დაგხვდებოდა. რეჟიმის ოდნავ დარღვევასაც კი ვერ იტანდა.

- გამომეტყველებითაც ძალიან მკაცრი იყო...
- მე ბევრი არ მინახავს მისნაირი კარგი ადამიანი. დიდებული კაცი იყო, დიდი და ღრმა შინაგანი სამყაროთი.

- გეგულებათ დღეს ქართველი სპეციალისტი, რომელიც წარმატებით იმუშავებდა საქართველოს ნაკრებში?
- ჩემი აზრით, გვყავს ახალგაზრდა და ძალიან საინტერესო მწვრთნელები. ქართველი სპეციალისტი უნდა დაინიშნოს ნაკრებში და ამას კიდევ ერთხელ ვამბობ!

თავის დროზე, თბილისის "დინამოში" გერმან ზონინი მოიყვანეს. ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი მასზე უკეთ გააკეთებდა საქმეს, მის ხელში სულ აირია გუნდი...

- ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზეც უნდა გკითხოთ...
- მე ასე მგონია: ამ პროგრამის დამტკიცება თითოეული ჩვენგანის უდიდესი გამარჯვებაა. თავის დროზე, საბჭოთა კავშირის ხანაშიც კი არ ჰქონია ფეხბურთს ამხელა მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამის შედეგად ქართული ფეხბურთი სულ მალე იგრძნობს მნიშვნელოვან წინსვლას.

ერთიცაა - მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა ფეხბურთს. ქართულ ფეხბურთს მტკიცე საძირკველი სჭირდება. ზოგადად კი, ჩვენი ფეხბურთის მომავალს იმედით ვუყურებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 61 /
ფული ფული ფულიიიიიიიიიიიიი
manana
17 თებერვალი 2016 10:55
0
რა ფეხბურთი რისი ფეხბურთია საქართველოში, სამარცხვინოები ვართ, ფულზეა გადასული
veli
17 თებერვალი 2016 10:54
0
დღევანდელ "ბარსელონას" მხოლოდ ერთ გუნდს ადარებენ... დიდ თბილისი "დინამოს". ესპანეტის ნაკრებიც შეადარეს ესპანეთი-იტალიის ფინალის დროს. ევროპის 2012 წლის ფინალის დროს. დიქტორი იყო ტემურ ჟურაველი. მანამდე უტკინმა შეადარა. მოსკოვში ევროპის ლიგის ფინალის დროს.
tngh
16 თებერვალი 2016 17:14
0
დრეს ყველანაკრები ინატრებდა "ჭომას". თანაც ყველგან უეჭველი "ასნავნოი" იქნებოდა.
tngh
16 თებერვალი 2016 17:09
0
ვიმედოვნებ, რომ კობი ახალი ტაობის და ახალი აზროვნების ადამიანია და ფეხბურთს მეტ-ნაკლებად უნდა დაეტყოს მისი პრეზიდენტობა. რაც შეეხება სულაქველიძისა და მისი თაობის ფეხბურთელებს, მიუხედავად ჩვენი ფეხბურთის წინაშე მათი უდიდესი დამსახურებისა, მათგან ახალს და პოზიტივს ნამდვილად არ ველოდები. ისინი არაკრეატიულები მეჩვენებიან, შესაბამისი განათლების არქონის და ასევე, ასაკიდან გამომდინარე.
კაკი
16 თებერვალი 2016 16:12
0
დარწმუნებული ვარ რომ იამანიძე ყიფიანი დარასელია კაჩალინი იაკუშინი ახალკაცი რომ ყოფილიყვნენ ცოცხლები ყურებს მოაჭამდენ ქართული ფეხბურთის მესაფლავეებს
მურთაზი
15 თებერვალი 2016 21:33
0
ტენგიზ კიდევ სვავ ტიტო სადგეგრზელოს ნახევარ ლიტრიანი ბანკებიტ? მიდი წეუბერე რა იკნებ ეწველოს კატულ პეხბურტს/ ეეე აბა ტკვენა ხარტ რა?
giga
15 თებერვალი 2016 20:44
0
თენგიზ ბატონო ,კაცად ახალკაცმა გაქციათ და უმადურობაა მისი სახელის არ ხსენება.სხვას რაც შეეხება მაშინდელი დინამო იყო ზუსტად რომ საქართველოს ნაკრებიდა ახალკაცის ნიჭისა და ცოდნის წყალობით და აქვე თქვენი დაუღალავი შრომის წყალობით უდიდეს შედეგებს მიაღწიეთ.სსრკ-ს პირობებში შესანიშნავი პირობები გქონდათ შექმნილი და ძალიანა გთხოვთ წუწუნი არ გამაგონოთ.ეს იყო საბჭოთა ეპოქა და საბჭოთა ჩემპიონატი თავისი კარგი და უამრავი ცუდი მხარეებით.ეს იყო სხვა ეპოქა და ამას აღარ გავყვები.ეს ეპოქა დაინგრა რადგანაც ძირშივე იყო დამპალი.ჰოდა ბატონო მე მაინტერესებს ,თქვენ და თქვენმა შესანიშნავი ტაობის ფეხბურთელებმა რა როლი ითამაშეთ ქართული დამოუკიდებელი ფეხბურთის ასეთი დაჩაჩანაკებული მდგომარეობამდე მიყვანის ასაცილებლად?არ მომერიდება და პირდაპირ გეტყვით.რა როლი ბატონო და ყვარყვარე გამომრჩენლების ,ყველაფერზე თვალის წამხუჭველების.თქვენ საფეხბურთო სკოლა კი გახსენით ბატონო,რაც უდავოდ კარგი საქმეა ,მაგრამ რა პირობებით არჩევდით ბავშვებს ეს მეორე საკითხია და აი სწორედ ამაშია ჩვენი ფეხბურთის უბედურება.ჩივაძეზე და ხურცილავაზე აღარაფერს ვამბობ ეგენი ფულის გიჟები არიან და ყველაფერზე წავლენ.მანუჩარ მაჩაიძემ პოლიტიკოსობა იგივე კალაძემ.ვოვა გუცაევზე ვერაფერს ვიტყვი.აი თქვენს სორის რომ ერთადერთი კაცური კაცი დათო იყო ყიფიანი ამაზე თავს დავდებ.და ასე ტრაგიკულად უდროოდ რომ არ დარუპულიყო მე მგონი საქმე ასე ცუდად არ გვექნებოდა.ქართული ფეხბურთი რომ ისევ აღორძინდეს ამას ახალი სისხლი ,ახალი ნასწავლ განათლებული თაობა უნდა და სწორედ ამაზე უნდა იმუშაოს ფეხბურთის ფედერაციამ და სახელმწიფომ.აგერ ისლანდიამ ყინულების ქვეყანამ რამდენს მიაღწია სწორი მეტოდური მუშაობით.ქართველებმა მათი 10%რომ გავაკეთოთ ფეხბურთშიალბათ ჩვენი ნიჭის შემყურე მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით სულ ახლო მომავალში.
vep1963
15 თებერვალი 2016 18:23
0
აქ ვხედავ ტელევიზიით ნანახი ფეხბუღტის ცოდნით გამორჩეულებს,უბრალოდ არც გინახავთ ქართველთა თამაში იმ დროს მოედანზე,დღეს კი სადაა ფეხბურთი რომ ნახოთ!ხალხი მხოლოდ ფულის გამო თამაშობს და არა იმიტომ რომ ფეხბურთელია შეგრძნებით,სულით
sano
15 თებერვალი 2016 11:46
0
ძალან გთხოვთ თენგიზის-ჭომას ფეხბურთის აქტიური თამაშის პერიოდზე ასე ნუ საუბრობთ,თენგიზი უბრალოდ მაშინ შეუდარებელი იყო,გოლიც აქვს გატანილი და გოლებიც.
sano
15 თებერვალი 2016 11:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული