კახა ცხადაძე: არ ვიცი რა იქნება...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 მარტს, თბილისში, ყაზახეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, თუმცა ნაკრები ჯერაც უმწვრთნელოდაა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მწვრთნელ კახა ცხადაძესთან კონტრაქტის გაწყვეტა და ახალი მწვრთნელის დანიშვნა გადაწყვიტა, რომლის ვინაობაც აქამდე უცნობია. კონტრაქტი დღემდე არ გაწყვეტილა არც მოქმედ მწვრთნელთან...

ამ ყველაფრის პარალელურად, აზერბაიჯანული მედია აქტიურად წერს, თითქოს ცხადაძე უკვე მართავს მოლაპარაკებებს ამ ქვეყნის გუნდებთან...

ამასთან დაკავშირებით ცხადაძემ Sportall.ge-სთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

"ეროვნულ ნაკრებში ჩემს კონტრაქტთან დაკავშირებით ახალი ჯერ არაფერია და რომ არ მოგატყუოთ, არც ვიცი რა იქნება მომავალში.
რაც შეეხება ჩემს შესაძლო დაბრუნებაზე აზერბაიჯანში, ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორია - პირადად მე არავინ დამკავშირებია და კონკრეტული შემოთავაზებით არავის მოუმართავს", - გვითხრა ცხადაძემ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
გარწმუნებთ,კობიაშვილს ეს უდიდესი შეცდომა თანამდებობის ფასად დაუჯდება.კაცმა ძლივს აათამაშა გუნდი და მაგის გაშვებაა როგორ შეიძლებოდა?!ვაისი ვინაა,ორი წელი ჭამს ქართულ დარმავოი ფულს და წავა სახლში.კახა კი გულით მუშაობდა,გული შესტკიოდა.ვაისს კი ფეხზე ჰკიდია,გამოუვიდა რამე,კაი თუ არადა აი დარდი.
მერა
13 მარტი 2016 22:09
0
ვაი კახას, თუ შენ არ იცი რა იქნება მე საიდან უნდა ვიცოდე?
lela
11 მარტი 2016 10:16
0
კობი მიდი მიაწექი-ს. კარგია როცა ადამიანს წარმატებებს უსურვებ, მაგრამ არც მასე მაგრად გასაპვნაა მისაღები. თუ გგონია, რომ კობის შენი ეს "გასაპვნა" გაეხარდა, ძალიან ცდები ჯიგარ! მე კი კომპრომისის მომხრე ვარ ყოველთვის. საქმისათვის ეს ყველაზე უფრო მისაღები იქნებოდა.
gaga
10 მარტი 2016 10:26
0
კარგით რა საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, რომელიც გუნდს წელიწადში 4-5 ჯერ კრებს,როგორ შეიძლება იმაზე დიდი ხელფასი ჰქონდეს ვიდრე რომელიმე შიდა ჩემპიონატში მონაწილე გუნდის მწვრთნელს ააქვს. ეს საქართველოა გერმანია კი არა.
გიორგი
10 მარტი 2016 09:55
0
გია ცეცაძე არის ყველაზე კარგი ვარიანტი ერთი რომ ახალგაზრდები ევროპაზე გაიყვანა 4 წლის წინ და მეორე მისი გუნდი მე 3 ადგილზე ეროვნულ ჩემპიონატში
გია
09 მარტი 2016 19:30
0
ადამიანს შესთავაზეს წინა მწვრთნელებზე ნაკლები და დათანხმდა, დაკლება ესთავაზეს და დათანხმდა, მერე კიდე დაიკელიო და ვერ გავიგე მისი ბრალი რატომაა კიდევ...
aleko
09 მარტი 2016 16:43
0
კობი და კახა მოძებნეტ საერთო ენა, თქვენს უკან მილიონობით გულშემატკივარი ელოდება მოლოდინს.შეარბილეთ პოზიციები და გადაარცინეთ ქართული ფეხბურთი.
ზურა
09 მარტი 2016 11:28
0
- კობის და ყველა გერმანიაში მოთამაშე ფეხბურთელს ცხადაძემ გაუხსნა გზა გერმანიისკენ
- ცხადაძე იყო რუსეთის ნაკრებზე რომ უარი თქვა (განსხვავებით სალენკოს, რადჩენკოს, ონოპკოს და ნიკიფოროვისაგან, თეთრაძისა და ცვეიბასგან, რომლებიც მსოფლიოზე წასვლის პერსპექტივამ მოხიბლა) და საქართველოს ნაკრებს თავისი ფულით შეუძინა სატამაშო ფორმა
- ცხადაძე იყო 28 წლის ასაკში ,,ჩორნი ხოდებით" რომ ჩამოაშორეს ნაკრებს, ფორმის პიკში მყოფი კაპიტანი, გუნდის ყოჩი
- და ცხადაძეა დღეს რომელმაც ნაკრები გზაზე დააყენა, ერთ მუშტად შეკრა (ამას ფეხბურთელები ამბობენ თვითონ, რაც მანამდე არასდროს უთქვამთ) რომ სამარცხვინოდ აგდებენ ნაკრებიდან და თან უკიჟინებენ როგორ არ იწვის სირცხვილით კუთვნილ ხელფასს, რომ ითხოვსო, ეს ამფსონიო...
პარადოქსების ყქვეყანა ვართ...
ფეხბურთის განვითარების პროექტი დამტკიცდა, რაც საბოლოო ჯამში კლუბების გაძლიერების გზით ნაკრების წარმატებებისთვისაა შექმნილი და ამის პარალელურად ნაკრებში (რომელიც დალაგდა წინა პერიოდისგან განსხვავებით) არეულობა შეგვაქვს.
ირაკლი აფხაიძე
08 მარტი 2016 14:35
0
დავთანხმდებოდი?დიდი სიხარულით,მაგრამ სამწუხაროდ არ ვარ მწვრთნელი,კვალიფიკაცია,ცოდნა არ მაქვს საკმარისი,რომ გავრწვთნა სათანადოდ(((სიხარულით დავთანხმდებოდი იდეისთვის!ბავშვობის,ახალგაზრდობის ოცნების ასრულებისთვის,რომ საქართველო გამეყვნა მუნდიალზე,ევროზე....
–ზემოთ ჩამოთვლილს არ აქვს დიდი მნიშვნელობა და არც შეკითხვას...თუ წარმოგიიდგენიათ მილიონობით ქართველისთვის რა თანხაა 120ათასი თვეში?და რატომ მიგაჩნიათ ,რომ მილიონობით ქართველზე მაღლა ხართ და გაცილებით მეტი გეკუთვნით?ხოლო თუ მიგაჩნიათ ,რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ძალიან მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს,მაშინ გაეცანით მუნდილაზე გასული ნაკრებების მწვრთნელთა ხელფასებს,შეადარეთ ნაკრებების დონე,ქვეყნების ეკონომიკა,ბიუჯეტი...
ზაზა ანდრის
08 მარტი 2016 14:25
0
ბ-ნო კახა!!! ბ-ნო ლევან!!! მოძებნეთ ორმხრივი კომპრომისი!!! ჯერ გვიანი არ არის... საქართველოს ფეხბურთს ორივე სჭირდებით.
tngh
08 მარტი 2016 13:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული