საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
როგორ sportall.ge-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სანდო წყაროდან შეიტყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწრთნელად სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი დაინიშნება.

51 წლის სპეციალისტს ფედერაცია ოფიციალურად, ხვალ, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გამართულ აღმასკომის შემაჯამებელი პრესკონფერენციაზე წარადგენს.

ვაისს, რომელსაც საფეხბურთო კარიერაში ჩეხოსლოვაკიისა (1988-1990) და სლოვაკეთის (1993-1995) ეროვნული გუნდების ღირსება დაუცვია, მწვრთნელად "არტმედია პეტრჟალკა", ბრატისლავის "სლოვანი", რუსული "სატურნი" და ყაზახური "ქაირათი" გაუწვრთნია. 2008-2012 წლებში ის სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი იყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2010 წლის მუნდიალის საგზური მოიპოვა და ჯგუფში იტალია და
ახალი ზელანდია ჩატოვა და პარაგვაისთან ერთად 1/8-ფინალში გავიდა. 

ვაისი კლუბებიდან ყველაზე დიდხანს, 10 წლის განმავლობაში, "არტმედიაში" მუშაობდა. 2005/06 წლების სეზონში მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

ვაისის ბოლო სამუშაო ადგილი "ქაირათი" იყო, რომელსაც 2012 წლიდან 2015 წლის ნოემბრამდე თავკაცობდა. გუნდმა ყაზახეთის ჩემპიონატში სამჯერ დაიკავა ადგილი საპრიზო სამეულში, ორჯერ კი ქვეყნის თასი მოიგო. ამასთან, "ქაირათმა" ისტორიაში პირველად, 2014/15 წლების სეზონში ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ბოლოს კახა ცხადაძე წვრთნიდა, რომელთანაც სფფ-ის ხელმძღვანელობამ კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 40 /
მტავარია არ იტამოსჰონ ისევე დზველმა სასტავმა, ახალგაზრდები ზოგიერტ დზველ გამოცდილებტან
nika
14 მარტი 2016 00:38
0
კარგი მწვტნელია, 2-3 წელიწადსჰი ცჰვენი ახაკგაზრდებისგან მაგარ გუნდს სჰეკრავს. ცხადაზეს 100 ტავიტ ჯობია, საგოლ კობი. მტავარია მის ცჰკუაზე ამუსჰაონ
nika
14 მარტი 2016 00:36
0
მშვენიერია. კარგი სპეციალისტია, ცხადაძეზე ათი თავით მაღლა დგას. გამოცდილია, მიღწევები აქვს (სლოვაკეთი დიდ ტურნირზე გაიყვანა და კარგადაც ათამაშა), ესეც ცხადაძისგან განსხვავებით, მითუმეტეს სანაკრებო დონეზე. და რაც ყველაზე მთავარია, თავდაჯერებული და თავისი და ბიჭების ძალებში დარწმუნებული მწვრთნელია, ამიტომაც დათანხმდა ასეთ კონტრაქტს. ეტყობა რომ მარტო ფული არ აინტერესებს.
ale
14 მარტი 2016 00:33
0
ხელფასი? ცხადაძეს რა პირობით გაშორდნენ მაგასაც ტუ გაგვაგებინებთ?
რეზო
14 მარტი 2016 00:19
0
ვია თქვენს პატრონს,ბებიაჩემი დაგენიშნათ უკეთესი იქნებოდა ხელფასი მაინც საქართველოში დარჩებოდა
ცანგალა
13 მარტი 2016 23:56
0
ვაი არ გვაკლდა :(
Tariel
13 მარტი 2016 23:51
0
წარმატებები! აგერ ბურთი აგერ მოედანი, აბა ვნახოთ რაშედეგს დადებს..
c
13 მარტი 2016 23:46
0
მშვენიერი მწვრთნელია, ცხადაძე გამოცდილი და უფრო კვალიფიციურია, შედეგებიც მშვენიერი აქვს... ამიტომ წარმატებები!!!
musenbezi
13 მარტი 2016 23:17
0
წარმატებები!
baleshiki!
13 მარტი 2016 23:03
0
აკი აუცილებლად ქართველი უნდა იყოსო?
ჯონდო
13 მარტი 2016 22:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული