საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
როგორ sportall.ge-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სანდო წყაროდან შეიტყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწრთნელად სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი დაინიშნება.

51 წლის სპეციალისტს ფედერაცია ოფიციალურად, ხვალ, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გამართულ აღმასკომის შემაჯამებელი პრესკონფერენციაზე წარადგენს.

ვაისს, რომელსაც საფეხბურთო კარიერაში ჩეხოსლოვაკიისა (1988-1990) და სლოვაკეთის (1993-1995) ეროვნული გუნდების ღირსება დაუცვია, მწვრთნელად "არტმედია პეტრჟალკა", ბრატისლავის "სლოვანი", რუსული "სატურნი" და ყაზახური "ქაირათი" გაუწვრთნია. 2008-2012 წლებში ის სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი იყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2010 წლის მუნდიალის საგზური მოიპოვა და ჯგუფში იტალია და
ახალი ზელანდია ჩატოვა და პარაგვაისთან ერთად 1/8-ფინალში გავიდა. 

ვაისი კლუბებიდან ყველაზე დიდხანს, 10 წლის განმავლობაში, "არტმედიაში" მუშაობდა. 2005/06 წლების სეზონში მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

ვაისის ბოლო სამუშაო ადგილი "ქაირათი" იყო, რომელსაც 2012 წლიდან 2015 წლის ნოემბრამდე თავკაცობდა. გუნდმა ყაზახეთის ჩემპიონატში სამჯერ დაიკავა ადგილი საპრიზო სამეულში, ორჯერ კი ქვეყნის თასი მოიგო. ამასთან, "ქაირათმა" ისტორიაში პირველად, 2014/15 წლების სეზონში ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ბოლოს კახა ცხადაძე წვრთნიდა, რომელთანაც სფფ-ის ხელმძღვანელობამ კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 40 /
კაირათის მწვრთნელი გაგვიკეთებს საქმეს?ლიხტენშტეინში ან მალტაში არ იყო ვინმე?ვაი კობი,როგორ რეტყობა,რომ ვიღაცა გყავს უფროსი და იმის დაკრულით გიწევს მოქმედება?რას ერჩოდით ცხადაძეს?ვნახავ იქით იქით რამდენის ეკონომიას გააკეთებ კიდევ.შენ ფულის დასაზოგად მოხვედი აქ თუ ფეხბურთის ასაყვავებლად?
miro
13 მარტი 2016 22:27
0
ეხლა ვართ ცოდოები... ამას გვიმალავდით
gug
13 მარტი 2016 22:22
0
კობიაშვილმა უდიდესი შეცდომით დაიწყო მოღვაწეობა.ვითომ 200 000-ს ეკონომია გააკეთა.ფეხბურთში ეს არც ისე დიდი ფულია,სამაგიეროდ ცხადაძემ იმედი ჩაგვისახა,გუნდი სხვანაირად ათამაშდა,გულით აკეთებდა საქმეს,თავისი სამშობლო იყო.ვაისი ვინაა?!შეჭამს დარმავოი ფულს სანამ გაძლებს,მერე კი კომპენსაციასაც დაიმატებს და წავა სახლში.გული შესტკივა საქართველოზეო ---სისულელეა,ვერავინ იტყვის.გამოუვიდა?-კარგი,არა?-ერთი თქვენიცო ექნება გულში და წავა მშვიდად.ასე არაფერი გამოგივა-კობი.მგლის სამსახური გაგიწია,ვინც ეს გაგაკეთბინა,ბევრჯერ ინანებ ამ შეცდომას.მაგრა მოტყუვდი თავიდანვე.
მერა
13 მარტი 2016 22:19
0
ამას ისევ გეგუჩაძე ჯობდა! და ზოგადად რამდენჯერ უნდა შევიდეთ ერთიდაიგივე ჭაობში?! ვაისი ვინ არის კლაუს ტოპმიოლერთან და რაულ ეკტორ კუპერთან შედარებით?!

საქართველოს ნაკრებს საუკეთესო შედეგები ქართველი მწვრთნელების ხელში ჰქონდა!

zaza
13 მარტი 2016 22:19
0
არ ჩანს ცუდი მწვრთნელი.ხელფასი???
Gia
13 მარტი 2016 22:11
0
ნორმალური მწვრთნელია.მაგრამ ქართველი ჯობდა.ხელფასი მართლა საინტერესოა
გია
13 მარტი 2016 22:10
0
naxes etyoba nisiaze momushave...vai tqvrns da upro chvens patrons visac martla gviyvars fexburti da mitufro erovnuli nakrebi
van gaali
13 მარტი 2016 22:09
0
chven ra dsvashavet gulshematkivarma an im bichebma visi imedic odnsv mainc mogveca fexburtshi??tore kobi da misnairebi bevri gamoucvlia dros da bevrsac gamoicvlis.P.S.ERTI SHEDEGI ARDAGIDIAT..SLOVAKETI IWNEBA SHRNI BOLI KOBIASHVILO...AMAS GULSHEMATKIVARTA SAXELIT GPIRDEBI....RAMDENIAQ XELFASI GAMOAQVEYNET..
666
13 მარტი 2016 22:08
0
ფედერაციის ხელმძღვანელობავ, გამოაქვეყნეთ ხელფასი. წინააღმდეგ შემთხცვევაში შერცხვენილი იქნებით ხალხის თვალში.
თავად მწვრთნელი იმედს აჩენს, რომ გუნდს კარგი მომავალი ექნება.
დათა
13 მარტი 2016 21:54
0
წარმატებები იმედია ჯანი დე ბიაზის მზგავსათ ნაკლებათ სახელიანი მწვრთნელი სწორედ საქართველოს ნაკრებში გაშლის ფრთებს და ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს ანგარიშ გასაწევ ძლიერ მექანიზმად ჩამოაყალიბებს მაგრამ მე პირადად ნაკრებისთვის უცხოელ მწვრთნელთაგან ყველაზე მთავარ კანდიდატათ ყურმან ბერდიევი მესახებოდა თავისი გამორჩეული სიმკაცრითა და ფეხბურთელების სწორი გამოყენებით რასაც ეს სპეციალიტი როსტოვში ეხლაც ამტკიცებს.
baggio
13 მარტი 2016 21:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული