ვლადიმირ ვაისი: ნებისმიერ შემთხვევაში 4 მცველით ვითამაშებთ

AutoSharing Option
დღეს, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიადარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი წარადგინა.

51 წლის სლოვაკ სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და პროგრამა-მინიმუმად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება დაისახა.

ვლადიმირ ვაისი:

"როცა უცხოელი იბარებს ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, ეს დიდი პასუხისმგებლობა და
ბედნიერებაა. მოხარული ვარ, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ ეროვნულ გუნდში სამუშაოს ვუბრუნდები.

როცა ლევანისგან შემოთავაზება მივიღე, ეს დიდ გამოწვევად აღვიქვი. საქართველოს ნაკრებში დიდ პოტენციალს ვხედავ, ეს კი მნიშვნელოვანია. გულშემატკივრების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ავიღე და არ მინდა, ვინმეს შევპირდე, რომ დიდ შედეგებს მალევე მივაღწევთ. სათანადო შედეგს ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად აუცილებლად მივაღწევთ.

მწვრთნელის კარიერაში ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული. აქ ყოფნა დიდი ხნით მსურს. მინდა შედეგს მივაღწიო და იმასაც, რომ ფეხბურთელებს ნაკრებში ჩამოსვლა უხაროდეთ, მათ მიმართ დადებითი დამოკიდებულება იყოს გულშემატკივრისგან, მედიისგან... ფეხბურთელებმა ეროვნული ნაკრების მაისურს პატივი უნდა სცენ!

ჩემს სიაში ბევრი ფეხბურთელია თბილისის "დინამოდან". ამიტომ უშუალო კონტაქტი მექნება ამ გუნდის მთავარ მწვრთნელთან.

სათამაშო სტილს რც შეეხება, ნებისმიერ შემთხვევაში 4 მცველით ვითამაშებთ: ან 4-2-3-1, ან 4-3-3 ტაქტიკით. შეტევაზე ვიქნებით ორიენტირებულნი, თუმცა, თქვენც დამეთანხმებით, რომ გერმანიის დონის გუნდებთან მხოლოდ შეტევაზე ვერ ვიფიქრებთ.

ამასთან, ხელმძღვანელობას ვთხოვე, რომ ყაზახეთთან თამაში არა "ლოკომოტივზე", არამედ "დინამო არენაზე" ჩატარდეს".

სფფ-ის გენმდივანმა დავით მუჯირმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველო-ყაზახეთის მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ერთი ამიხსენით ვინმემ ,რასგვადზლევს 3 ადგილი ჯგუფში?ამ ადგილის დაკავების შემთხვევაში გავდივართ მსოფლიოზე?
mamulo
14 მარტი 2016 22:41
0
მოსიარულე მკვდრები- ასე ქვია ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, ამის ხელში ბარემ დავმარხავთ ბოლოსდაბოლოს და ეგაა რა, რა უღიმღამო ტიპია, ან რა მესამე ადგილი, მასე ვეჩვევით მესამე და მეოთხე ადგილს და კი ზიან ქონიან ნიჩაბზე შესარჩევების უკვე მესამე ტურის შემდეგ...
basko
14 მარტი 2016 20:12
0
ან ვინ უნდა ითამაშოს ორ სამ თამაშს ითამაშებს ფეხბურთელი და უვარდებათ თავში და მერე ხეხავენ სკამებს,სადარიან,ყენია,ანანიძე,და სხვები რომ გააგიჯეთ ხალხი შეხედეთ რა ბიჭებიაო და აუვარდათ თავში დისიპლინა და არც თაობა მოდის მაურინიო რომ ჩამოუყვანო ამათ შედეგი მაინჩ არ ექნებათ ამათ დაალევიეთ და ასვით აჭამეთ მეტი არაფელი უნდა ჩვენ ფეხბურთელებ
goga
14 მარტი 2016 18:59
0
მეცინება გმერთმა ქნას მაგრამ რისი იმედს ხედავთ ამ კაცში გამაგებიეთ? რომელ კლუბში დადო შედეგი ?გაიყვანა ნაკრები როგორ გაიყვანა და გაუშვეს შემდეგ ნაკრებიდან კიტხვა რატომ გაუშვეს?.ტომპლიურელი,კუპერი,ორივე მართლაც საუკეთესო მწვრთნელებში შEდიან მაგრამ შედეგი ნული იმიტომ რომ საქართველოში ნაცნობობა და დარეკვებია.რეგბის ფედერაციაში რევოლუციით გადაყენებული მთავრობის ბეხბურთის ფედერაციაში მტავრობის რევოლუცია და მერე ცხადაძეს მიახდნენ რისი იმედი გაქვთ რისი ვაი ვაი
goga
14 მარტი 2016 18:54
0
მგონი კარგი არჩევანია!წარმატებები!იქნებ ასრულდეს ჩვენი ოცნება!მაგრამ...–როცა სსრკ ისტორიას ბარდებოდა, საერთოდ არ მქონდა იმედი,რომ კალათბურთი ,როგორც სპორტის სახეობა საქართველოში იარსებებდა(სანაკრებო დონე მაქვს მხედველობაში,ჩემპიონატი თუ საერთოდ გვექნებოდა?..),გვახსოვს ყველას ალბათ ,,ქართველი კალათბურთელები,,:..კაპუსტინი,ტიუბინი,ბოროდაჩევი,მილოვიდოვი და გ ე ლ ა დ ა რ სა ძე!!!,,.ფაქტში მივიღეთ ნაკრების სამჯერ ფინალურ ეტაპზე ასპარეზობდა და ლიტვასთან შესანიშნავი თამაშის ფრაგმენტები ეხლაც თვალწინ მიდგას!კალათბურთელები იმსახურებენ გაცილებით მეტ დაფინასებას! ..რაგბი –მქონდა იმედი,რომ რუსებთან ვიბრძოლებდით თანაბრად და ძალიან ხშირად დავამარცხებდით.ეს იმედი მაინც დამყარებული იყო სულისკვეთებაზე,პატრიოტიზმზე რაგბის სამყაროში,თან ქუთაისის სახლმშენი,აია სსრკ ჩემპიონები იყვნენ,ლოკომოტივი–მრავალგზის პრიზიორი,თასის მფლობელი,უმაღლესში მახსოვს ელვა,ივერია.....ფაქტში –რუსები დღეს ჩვენ დონეზე ოცნებობენ და პლიუს უკივე თვით რუმინელებიც საკმაოდ ჩამოვიშორეთ !ყველაზე მეტად,ოპტიმისტურად ფეხბურთელებზე ვიყავი განწყობილი და ...ამ სამარცხვინო 12 შესარჩევს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი!(((ყველაზე გაცილებით მეტი დაფინანსებაა ქვეყნის ბიუჯეტიდან ფეხბურთის! ეს ბიუჯეტი თითქოს სადღაც,ჩვენგან ძალიან შორს მყოფი ქვეყნის გვინეა–ბისაუს ან პაპუა ახალი გვინეის იყოს (((ეს ქართველი ხალხის ფულია!პენსია არ ემატება ათიათასობით პენსიონერს!ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს სოციალურ დახმარებაზე აკლდებათ!(((ფეხბურთელ ლეგიონერებს საზღვარგარეთ ხელფასები აქვთ საქართველოს პრეზიდენტზე რამდენიმეჯერ მეტი და შედეგი?!...დღეს ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელს ამოცანად,მიზნად დაუსახეს შესარჩევში მესამე ადგილი(((მუნდიალის შესარჩევში მიზანი არ უნდა იყოს მუნდიალზე გასვლა?!თუ რეიტინგში ჩვენს ადგილს გავითვალისწინებთ,მაშინ მეექვსე ადგილიც ლოგიკური იქნება და მაშინ იქნებ მიზანი მეხუთე ადგილი დაგვესახელებინა?!((( ,,არ ვარგა ჯარისკაცი,რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს,,.....ყველა თამაშში მაქსიმუმისთვის უნდა ვიბრძოლოთ!სირცხვილია ,
ქვეყნის სირცხვილია ეროვნული ნაკრების დღევანდელი რეიტინგი!ქვეყნის ბიუჯეტი უარს აცხადებს პენსიების მომატებაზე,სოციალურ დახმარებებზე და ფეხბურთელებს,,ჩუქნის,,(!)ფულს!,,ნაჩუქარია,,როცა შედეგს არ აჩვენებ!უნდა გაითავისოს თითოეულმა ქართველმა ფეხბურთელმა,მწვრთნელმა ,საერთოდ ფეხბურთში მოღვაწემ პასუხისმგებლობა ქვეყნის,ხალხის წინაშე და იბრძოლონ ქვეყნის პრესტიჟის ამაღლებისთვის!!!შეიძლება ბევრისთვის ძალიან პათეტურად ჟღერს,მაგრამ არ არსებობს ქვეყნისთვის არავითარი რეკლამები სნნ–ზე თუ ბბს–ზე,ექსპოებზე ტოლფასი ფეხბურთში მსოფლიო თასზე ასპარეზობით რეკლამის ...ყველაზე დიდი რეკლამა ქვეყნის არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული,რეიტინგული ასპარეზობა,ღონისძიება–მსოფლიო თასი ფეხბურთში!
Zaza
14 მარტი 2016 18:52
0
ვლადიმირ ვაისი: "საქართველოს ნაკრებში დიდ პოტენციალს ვხედავ..."

გაიხარე და ქართველი გულშემატკივრებიც გაგვახარე!!!!
გუჯა კახაძე
14 მარტი 2016 18:21
0
მომწონს არჩევანი და ოპტიმიზმის საფუძველი არის. მწვრთნელი აღმოსავლეთ ევროპელია, ახლოს არის უფრო ჩვენს მენტალიტეტთან ვიდრე დასავლეთ-ევროპელი. ვაისს სანაკრებო გამოცდილება აქვს და შესანიშნავი შედეგი დადო, პატარა ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანის გამოცდილება აქვს. სლოვაკეთის მოსახლეობა 5.4 მილიონია. არც მათ აქვთ დიდი საფეხბურთო ქვეყნების რესურსი, მაგრამ მსოფლიოზე გავიდნენ. მაგრამ სფფ-ს პრეზიდენტს და გულშემატკივარს უნდა ახსოვდეს რომ მსოფლიოზე არა მხოლოდ ნაკრები, არამედ ქვეყნის ფეხბურთი გადის. ჩვენი საფეხბურთო რეალობა უნდა მიუახლოვდეს თუნდაც სლოვაკეთის დონეს რომ რეალური შანსი გაგვიჩნდეს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. ორ წელიწადში უზარმაზარი სამუშაოს გაწევა იქნება საჭირო. ეს სამუშაო მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ჩატარდეს და გულშემატკივარი უნდა იყოს აქტიურად ჩართული. წარმატებებს ვუსურვებ ახალ მწვრთნელს!
ლუკა
14 მარტი 2016 17:42
0
ძვლივს გვეღირსა მწვრთნელი ვისაც სანაკრებო დონეზე სერიოზული გამოცდილება აქვს და მის ნაკრებს მშვენიერი შედეგი ქონდა პოტენციალთან შედარებით
paata xuchua
14 მარტი 2016 17:18
0
ვინც არ იცის იმათთვის ორი სიტყვით მაინც დაგეწერათ ვინაა ეს კაცი ,სად უთამაშნია,უმუშავია,რისთვის მიუღწევია.
თედო
14 მარტი 2016 16:59
0
არ მევასება რა ეს კომენტარები ვუის გავეყარეთ და ვაის შევეყარეთ და ასე შემდეგ ხალხო ოპტიმიზმი არ გაქვთ კი ამდენი ხანი ვერაფერს ვახერხებთ მაგრამ რამდენი ნაკრები იყო მასე და არის კიდეც ახლა მარტო ჩვენ ხომ არ ვართ მოდი ვთქვათ წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს და ვუგულშემატკივროთ ბოლომდე და დავაცადოთ ცოტა ხნით რომ დალაგდეს მწვრთნელი და გაიცნოს ფეხბურთელები და იპოვოს თავისი ტაქტიკა ამ გუნდში ვიყოთ მომთმენები! წარმატებები ახალ მწვრთნელს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს )))
sdfsd
14 მარტი 2016 16:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული