ვლადიმირ ვაისი: ნებისმიერ შემთხვევაში 4 მცველით ვითამაშებთ

AutoSharing Option
დღეს, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიადარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი წარადგინა.

51 წლის სლოვაკ სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და პროგრამა-მინიმუმად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება დაისახა.

ვლადიმირ ვაისი:

"როცა უცხოელი იბარებს ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, ეს დიდი პასუხისმგებლობა და
ბედნიერებაა. მოხარული ვარ, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ ეროვნულ გუნდში სამუშაოს ვუბრუნდები.

როცა ლევანისგან შემოთავაზება მივიღე, ეს დიდ გამოწვევად აღვიქვი. საქართველოს ნაკრებში დიდ პოტენციალს ვხედავ, ეს კი მნიშვნელოვანია. გულშემატკივრების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ავიღე და არ მინდა, ვინმეს შევპირდე, რომ დიდ შედეგებს მალევე მივაღწევთ. სათანადო შედეგს ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად აუცილებლად მივაღწევთ.

მწვრთნელის კარიერაში ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული. აქ ყოფნა დიდი ხნით მსურს. მინდა შედეგს მივაღწიო და იმასაც, რომ ფეხბურთელებს ნაკრებში ჩამოსვლა უხაროდეთ, მათ მიმართ დადებითი დამოკიდებულება იყოს გულშემატკივრისგან, მედიისგან... ფეხბურთელებმა ეროვნული ნაკრების მაისურს პატივი უნდა სცენ!

ჩემს სიაში ბევრი ფეხბურთელია თბილისის "დინამოდან". ამიტომ უშუალო კონტაქტი მექნება ამ გუნდის მთავარ მწვრთნელთან.

სათამაშო სტილს რც შეეხება, ნებისმიერ შემთხვევაში 4 მცველით ვითამაშებთ: ან 4-2-3-1, ან 4-3-3 ტაქტიკით. შეტევაზე ვიქნებით ორიენტირებულნი, თუმცა, თქვენც დამეთანხმებით, რომ გერმანიის დონის გუნდებთან მხოლოდ შეტევაზე ვერ ვიფიქრებთ.

ამასთან, ხელმძღვანელობას ვთხოვე, რომ ყაზახეთთან თამაში არა "ლოკომოტივზე", არამედ "დინამო არენაზე" ჩატარდეს".

სფფ-ის გენმდივანმა დავით მუჯირმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველო-ყაზახეთის მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ინღა ათამაშებს ბაჩანას?
კახა
08:59 15-03-2016
0
ვიღაცის ინტერესებშია საქართველოს ნაკრებმა არ მიაღწიოს წარმატებას ნაკრები იყოს დადებულებული უცხოელი მწვრთნელით, ხალხიც ასე დადებულებული და დაბოთევებულ მდგომარეობაში.. მწვრთნელი - უცხოელი! ჩვენ - დებილები, მენტალიტეტ დებილ გრუზინ, ბოლოს ასე იტყვის ქართველების ვერაფერი ვერ გავიგეო და წავა პატიოსნად. თუ ვერაფერს ვერ გაიგებდი რას მოეთრეოდი და რას მოათრევდით? კაცი ცხადაძე მშვენივრად ათამაშებდა ნაკრებს სპორტული კუთხით ვერაფერი მიზეზი ვერ უპოვეს და ფულის გულზე მოხსნენს, ცხადაძე რომ დებილი ყოფილიყო არ მოხსნიდნენ!!! ქეცბაიასავით 2 ციკლი დატოვებდნენ, ასე აწყობთ მაგათ რომ ნაკრებმა იფორთხიალოს და ვერაფერ წარმატებას ვერ მიაღწიოს განსაკუთრებით ეროვნული რესურსით. მამა გაბრიელმა რომ თქვა სანამ მეფე არ გეყოლებათ არაფერი არ გეშველებათო ეს ფეხბურთსაც ეხება, ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ და ნურც გენდომებათ ნურაფერი ამ ... ხელში.
ერთი და იგივე დარდუბალა
04:58 15-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული