ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს "ბასას" ნაცვლად თბილისის ზღვაზე მოამზადებს

AutoSharing Option
"ლელო" ექსკლუზიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველოს ნაკრები 29 მარტს ყაზახეთთან გასამართავი თბილისური ამხანაგური მატჩისთვის "ბასაზე" არ მოემზადებოდა. ახლა კი, ასევე სანდო წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია დავწეროთ, რომ თუ სასწაული არ მოხდა, ნაკრების ახალი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ხსენებული სპარინგისთვის გუნდს თბილისის ზღვაზე, "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე შეკრებს და იქვე მოამზადებს.

16 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დაგვიდასტურეს, რომ ბაზის მფლობელებთან მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია შესული და, დიდი ალბათობით, წარმატებით დასრულდება.

სანამ "ზესტაფონის" ბაზაზე ვრცლად ვიტყოდეთ, ის ვთქვათ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "ბასაზე"
მთელი რიგი სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. ჩანაფიქრის მიხედვით, იქ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება. მათ შორის, იგეგმება სამედიცინო ცენტრის შექმნა და ისიც, რომ "ბასა" ძირითადად საქართველოს ახალგაზრდულ და სხვა ასაკობრივ ნაკრებებს დაეთმობა. მაგრამ ამაზე უფრო ვრცლად უახლოეს მომავალში გიამბობთ...

რაც შეეხება "ზესტაფონის" ბაზას, იქ არის ორი, უმაღლესი ხარისხის ბუნებრივსაფარიანი სავარჯიშო მოედანი. როგორც გავიგეთ, დასასრულს უახლოვდება სხვადასხვა სარემონტო სამუშაო.

ამ ბოლო დროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ხშირად ქირაობს ინფრასტრუქტურას "ზესტაფონისგან". სწორედ მის განკარგულებაშია ზესტაფონის მთავარი სპორტული არენა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 28 მარტს უკრაინელ თანატოლებს უმასპინძლებს...

"ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე კი თბილისში მიმდინარე 17-წლამდელთა ელიტრაუნდის სამი მონაწილე (რუსეთი, თურქეთი და ბოსნია) ვარჯიშობს. მეტიც - "ზესტაფონის" მესვეურებთან შეთანხმებით, რუსეთის გუნდმა აქ ერთკვირიანი წინასაელიტრაუნდო შეკრებაც მოაწყო. როგორც შევიტყვეთ, რუსეთის 17-წლამდელთა მწვრთნელი სერგეი მატვეევი ერთობ კმაყოფილი ყოფილა ბალახის საფარის მდგომარეობით.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზახეთს "დინამო არენაზე" დაუხვდება. ეს ნაკრების ახალი თავკაცის ინიციატივაა. მანამდე ეს სპარინგი "მიხეილ მესხზე" იყო დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
Rac zesta mokvetet ver xvdebit rom chempionatma azri dakarga daaabrunet zesta daabrunet
Kaxa
17 მარტი 2016 16:39
0
დააბრუნეთ სიჭის და რეზის ხუშტურების გამო უსამართლოდ დასჯილი ზესტა!
bagrati
17 მარტი 2016 16:10
0
zesta damibrunet
zura
17 მარტი 2016 15:38
0
კიო ! კოკაიას რო ქონდა წამოსაწოლად საქმე და აქ ისე მოგვცა ნეტა მთელ საქართველოს
dato
17 მარტი 2016 14:59
0
მემგონი თვითონ კოკაიასაც აწყობდა რო მოკვეთს,წამოწვა და აქირავებს თავის აშენებულ Bაზებს მილიონებში ფედერაციასთან
kio
17 მარტი 2016 13:25
0
დააბრუნეთ ზესტა და კოკაია. კოკაია უსამართლობას ....შეეწირა. სულ რამდენიმე კაცი გვყავს ვინც ამ საცოდავ ქართულ ფებურთში ფულს დებს და იმათაც იშორებენ ეს გარეწრები. ....
Mindia
17 მარტი 2016 12:06
0
არა, არ დააბრუნოთ ზესტაფონი!
ჩელებაძე, ბურდული და ჯურელი დატოვეთ!
bagrati
17 მარტი 2016 11:15
0
პარადოქსების ქვეყანა ვართ! ბიზნესმენი რომელმაც უფრო მეტი შექმნა ფეხბურთში ვიდრე მთლიანად სახელმწიფომ წინა ფედერაციამ ფეხბურთიდან მოკვეთა.
თუ ეს ფედერაცია მოახერხებს მის დაბრუნება უფრო მეტს გააკეტებს და ლოკომოტივს კიდევ ბევრი გამოებმება
dato
17 მარტი 2016 11:07
0
ამ ყველაფრის შემქმნელი ილია კოკაია წინა ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ მოკვეთილი იქნა ქართული ფეხბურთიდან :)))) სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს,პარადოქსიც არ ქვია ამას,ამას რაგაც სხვა სახელი აქ...
Beso
17 მარტი 2016 10:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული