ლევან ყენია: ბურთის თრევის დრო აღარ არის, ძალიან მომწონს, რასაც ვაისი ითხოვს

AutoSharing Option
ლევან ყენია საქართველოს ნაკრებთან 29 მარტის თბილისური სპარინგისთვის ემზადება.

პრაღის "სლავიას" 25 წლის შემტევი ნახევარმცველი ახალი მწვრთნელის მოთხოვნებზე, საკლუბო ამბებსა და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრება...

- ახალ მწვრთნელთან შეგუების პროცესი საინტერესოცაა და ზოგჯერ ძნელიც. თქვენი აზრით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვაისის მიერ მოთხოვნილ სისწრაფეებზე გადართვას მოახერხებთ?
- იცით, მე ასე ვიტყოდი: შეგვიძლია თუ არა, უნდა შევძლოთ და ახალი მწვრთნელის მოთხოვნები შევასრულოთ. ახლა ევროპაში სხვა სისწრაფეები და თამაშის დინამიკაა. ჩვენ თუ წარმატების მიღწევა გვინდა, და რა თქმა
უნდა, გვინდა, სწორედ ევროპული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.

- ერთია, რომ ვაისი აქცენტს სისწრაფეზე აკეთებს. მეორე მხრივ, საინტერესოა, ამის შესრულებას კონკრეტულად როგორ ითხოვს?
- გაცილებით სწრაფი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ! - ასეთია მისი მოთხოვნა. უნდა, რომ მაქსიმუმ ერთი-ორი შეხებით ვითამაშოთ და კართან სწრაფად მივიდეთ. აქცენტი აქვს გამართულ ტაქტიკაზე და ამაზე ცალკე სერიოზულად ვმუშაობთ.

მოკლედ, გველაპარაკება იმაზე, რაც თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნაა. გუნდში დიდი კონკურენციაა და ეს ძალიან კარგია. ესეც წინსვლის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს.

- ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო, ნათქვამია და, თქვენი აზრით, ასეთი თამაში გამოგივათ? სისწრაფე ხომ ყოველთვის ჩვენი ნაკრების მინუსი იყო?
- ვცდილობთ, მოთხოვნებს ალღო ავუღოთ და იმედი მაქვს, თანამედროვე ფეხბურთს ვითამაშებთ. დროც არის, ამ მოთხოვნებს შევეჩვიოთ. იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო სწრაფად თამაშობს და ბურთის თრევის დრო აღარ არის.

პირადად მე ასეთი ფეხბურთი მომწონს. დარწმუნებული ვარ, სხვა ფეხბურთელებიც იმავეს ფიქრობენ, რადგან უმრავლესობა საკმაოდ კარგ გუნდებში თამაშობს და ჩვენგან არავის ესწავლება, მსოფლიო ფეხბურთში რა ტენდენციებია.

- ტემპი გასაგებია. პირველი ვარჯიშებიდან როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, ვაისი როგორი მწვრთნელია - ფრთხილი თუ რისკიანი?
- რაც დავინახე, შემიძლია დავასკვნა, რომ უყვარს ტექნიკური ფეხბურთელები და შეტევა. მე მასთან მუშაობა მომწონს.

- ისევე, როგორც თქვენ, ვაისმაც იცის გერმანული და რუსული. რომელ ენაზე გელაპარაკებათ?
- დიახ, გერმანული იცის, მაგრამ ნაკრების უფრო ბევრმა წევრმა რუსული ვიცით და ამიტომ ამ ენაზე გველაპარაკება. ენობრივი ბარიერი ნამდვილად არ შექმნილა.

- მეორე წელიწადია, პრაღის "სლავიაში" ხართ. გრძნობთ, რომ ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ სასურველ ფორმაში შეხვედით?
- ჩეხეთში რაც გადავედი, მას შემდეგ ბევრად უკეთესად ვარ. ფიზიკურ კონდიციებს არ ვუჩივი და თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. ახლა მზად ვარ, სრულად დავიტვირთო, 90 წუთი ვითამაშო და სხვა ფეხბურთელებს კონკურენცია გავუწიო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ვა ძლივს არ აგიარეს რო ნელები არიან:). ამას 20 წელი დასჭირდა. სანამ აგიარებენ რომ ფიზიკა არ უვარგათ და აუცილებელია ამაზე მუშაობა გავა კიდე ოცი წელი. მერე ეთამაშეთ რობოტებს მაგ თქვენი ლოგიკით და სწრაფი პასებით. მე პირადად უკვე არ მაინტერესებს რას იზამთ.
vato
27 მარტი 2016 12:44
0

gia
26 მარტი 2016 13:46
ნაკრებში ოკუპანტების ენაზე ლაპარაკი სირცხვილია.ეს იგივეა რუსეტის ნაკრებში კარტულად რო იბაზრონ ხო სასაცილო იკნება?
რაებს ლაპარაკობ , რა მენტალიტეტი , რა მსოფლმხედველობა , რა დემიკრატია ... საერტოდ , რა გინდა დზამიკო ?
სად ერეკლე და სად ტეკლე ? რუსულად რომ არ ილაოარაკებ , ქაქუცა ჩოლოყაშვილი იქნები მაგით თუ ბერი თევდორე ?
gerchi
27 მარტი 2016 00:51
0
რა კითხვაა რა ენაზე გელაპარაკებათო? მეტი კითხვა ფეხბურთზე ვერ მოიფიქრეთ? ის გეკითხა ჯობდა ერთი კლუბებში თუ დასეირნობთ და სიგარეტს თუ ეწევითთქო
1
26 მარტი 2016 23:58
0
იქნება ვინმემ ამიხსნათ ქართული ფეხბურთის რეალობაში რას ქვია ბურთის თრევა და კიდევ,დამისახელეთ დღევანდელი ქართველი ფეხბურთელებიდან ვინაა ბურთის ე.წ. მთრეველი სანაკრებო დონეზე.
sake
26 მარტი 2016 21:02
0
ბატონო გუჯა,როგორც თქვენ ამბობთ მთელი წინა თაობის საქართველოს ნაკრები გიცნობთ,ამბობდით,რომ კალაძეს და კობიაშვილს ეხმარებოდით ფიზიკურ მომზადებაში და აქამდე როგორ ერთი ქართული კლუბი აღარ დაინტერესდა თქვენით?
zura
26 მარტი 2016 20:05
0
ბატონო გუჯა კახაძე გია გეგუჩაძემ უპასუხა მაგ კითხვას *დაიწყოს სადმე კლუბში მუშაობა და გვანახოს შედეგი,სხვანაირად ჩემთვის დაუჯერებელია რასაც გუჯა კახაძე იძახისო და ნაკრებში ეკსპერიმენტების დრო არ მაქვსო*
Gio
26 მარტი 2016 18:21
0
vaxvax-ს! ჩემ მეთოდს ვერაფერს უწუნებენ და როდესაც ვკითხულობ, მაშინ რატომ არ იყენებენ, არ მპასუხობენ.
გუჯა კახაძე
26 მარტი 2016 17:52
0
- რას ქვია.. ბურთის თრევა? ვინ ათრევდა საქართველოს ნაკრებში ბურთს? გვყავს ჩვენ ასეთი ფეხბურთელი ვისაც ბურთის თრევა შეუძლია? იაროს რა ბურთი ,ცოტა მაინც.. მოტყუებაზე აღარაა ლაპარაკი. ბურთის თრევს ცოდნა უნდა... თან დიდხანს რომ ბურთი არ ათრიო კაცი უნდა გაგეხსნას. ამას სირბილი უნდა. გვყავს ჩვენ მორბენალი და ტექნიკური ფეხბურთელები? ჩვენი საფირმო ნიშანია უკან პასი და ზანტი, უგულო თამაში. გული უნდა ფეხბურთს გულიო - ანდრომ თაქვა ჟორდანიამ. სხვანაირად არაფერი გამოვა.
valxtagi
26 მარტი 2016 16:19
0
kaci iyav kacuri da sadac ginda iq iloce-o.aseanatqvami da martalicaa.rashuashia rusuli da arabuli?putinis da hitleris sn stalinis ena xomaraa,gamomividnen cotne dadianebi.samshoblo giyvardet,sindisi gawuxebdet da namusi da moyvasi giyvardet da komunikacia raenZe shedgeba ramnishvneliaq.P.S.saubrobda sichinava qartulad da ra mere????
666
26 მარტი 2016 15:48
0
მეგობარო დღეს დროა ისეთი ყველაფერ რუსულს თუ არ აგინე და ლანძღე სამშობლოს მოღალატედ შეგრაცხავენ...))
qutaiseli-s
26 მარტი 2016 15:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული