22:58 29-03-2016
საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩში ფრეს დასჯერდა [VIDEO]
AutoSharing Option
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ გიორგი აბურჯანიასა და ნიკა კაჭარავას.
შეხვედრის დაწყების წინ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა დააჯილდოვა.
თამაში საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და ჯერ გიორგი ჭანტურიას, შემდეგ კი ვაკო ყაზაიშვილს ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, თუმცა ანგარიში მაინც სტუმრებმა გახსნეს. 36-ე წუთზე აზათ ნურგალიევმა მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ, ახლო მანძილიდან ბურთი ნუკრი რევიშვილის კარში გადაგზავნა - 0:1.
საქართველოს ნაკრებმა მალევე გაათაბრა. უჩა ლობჟანიძის პასის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა ყაზახთა მეკარე დავით ლორიას საჯარიმოს მისადგომებიდან ბრწყინვალე გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა ჭანტურიამ, რომელმაც ბურთი გაატარა.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. არადა, გოლის გატანის შანსი მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულ საბა კვირკველიას და ნიკა კაჭარავას ჰქონდათ. საბა კუთხურის შემდეგ თავით ურტყამდა სახიფათოდ, რის შემდეგაც ბურთი ხარიხას გადასცდა. კაჭარავამ კი პირისპირ მეკარეს ვერ აჯობა.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: რევიშვილი, ლობჟანიძე (89, ვაწაძე), კაშია, ამისულაშვილი (46, კვირკველია), ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (77, კვეკვესკირი), ანანიძე (77, ყენია), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია (45, კაჭარავა).
საქართველოს ნაკრები მაისის ბოლოს გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს ამხანაგურად გაეჯიბრება. 3 ივნისს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ბუქარესტში ისპარინგებს, 7 ივნისს კი ესპანეთის ნაკრებს ხეტაფეში დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
Dადიან
0
0
ვკითხულობ კომენტარებს და ძალიან გაკვირვებული ვარ ,რა კომენტებს დებთ?აზრზე ხართ საერტოდ ფეხბურთის? უკვე ტრენერს რომ აკრიტიკებტ,ყოველტვის ასე იყო ,არ შეგიძლიათ სიტუაციაში გარკვევა და წერთ რაღაცა სისულელეებს ვერ ხედავთ ორი სამი ფეხვკითხულობ კომენტარებს და ძალიან გაკვირვებული ვარ ,რა კომენტებს დებთ?აზრზე ხართ საერტოდ ფეხბურთის? უკვე ტრენერს რომ აკრიტიკებტ,ყოველტვის ასე იყო ,არ შეგიძლიათ სიტუაციაში გარკვევა და წერთ რაღაცა სისულელეებს ვერ ხედავთ ორი სამი ფეხბურთელის გარდა ვკითხულობ კომენტარებს და ძალიან გაკვირვებული ვარ ,რა კომენტებს დებთ?აზრზე ხართ საერტოდ ფეხბურთის? უკვე ტრენერს რომ აკრიტიკებტ,ყოველტვის ასე იყო ,არ შეგიძლიათ სიტუაციაში გარკვევა და წერთ რაღაცა სისულელეებს ვერ ხედავთ ორი სამი ფეხბურთელის გარდა დანარჩენები
0
0
ჩემი კომენტარის ხილვა მინდა, სად არის?
0
0
ცხადაძეს ვინც ითხოვს ეტყობა დაავიწყდა ესტონეთი ზუსტადაც რო ცხადაძის დროინდელი ფეხბურთი ვიხილედ გუშინ იგივე შემადგენლობა ჭანტურიას გამოკლებით რომელიც საუკეთესო იყო პირველ ტაიმში და იგივე ტაქტიკა.უბრალოდ ანგარიში არიყო გამანადგურებელი არ დამიწყოს აქ ეხლა ვინმემ ის გასვლა იყო და ეგეთები ესტონეთში საერთოდ ფეხბურთი სულაც არარი პრიორიტეტული სახეობა საკალათბურთო ქვეყანაა
0
0
აშკარად სწორი შემადგენლობა დააყენა ვაისმა, თან შეცვლების სწორად გააკეთა, არის რესურსი რათა ჩამოვაყალიბოთ ძლიერი და სტაბილური თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ეროვნული ნაკრები. (როგორც ქომაგს მირჩევნია ბევრი მატჩი წავაგოთ და სწორი ფეხბურთი ვითამაშოთ) და, განვითარდეთ. 5 ბალიანი შეფასებიდან 5 ბალს ვუწერ ვაის. ....
0
0
ეუ რა ანტი ფეხბურთი იყო, სტადიონზე ვიყავი და რამის დამეძინა, კი არ დარბოდნენ დადიოდნენ, ანანიძეს ძლივს ოპტიმალური ადგილი უნახა ცხადაძემ ამან ადგა და მარცხნივ დააყენა, ცენტრ–ფორვავრდის გარეშე ითამაშა 1 ნომრად უნდა გვეთამაშა, ყაზახები უფრო გააზრებულად თამაშობდნენ, ჩვენ ვტანჯულობდით
0
0
არ დარბიან და 90 წუთი თუ ვერ ირბინე რა ფეხბურთზე და ფეხბურთელობაზეა ლაპარაკი
0
0
პირველ რიგში სათაური შეასწორეთ,ფრეს კი არ დასჯერდა არამედ მიაღწია!გაზაფხულია ქვეყანა გვაქვს დასაბარი და მოსახნავი მიეცით მაგ ბიჭებს ბარი და გუთანი
0
0
კვეკვესკირი რატომ არ იყო, ყენიაც გვიან შემოიყვანა, ორივემ ეგრევე გაამწვავა თამაში,
0
0
კომენტატორების შეცვლა ფეხბურთში არ შეიძლება ?!
0
0
< წინა12345შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (48)
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული